|
სასტუმრო “ერმა” მდებარეობს თელავში, ზუზუმბოზე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ეკოლოგიურად სუფთა ზონაში, საიდანაც იშლება მდინარე ალაზნისა და კავკასიონის უმშვენიერესი ხედები.
Ⴑასტუმროს კომფორტული, წყნარი, მშვიდი გარემო საუკეთესო დასვენების გარანტიაა. მას ორი მხრიდან ესაზღვრება ცივის მთის წიწვოვან-ფოთლოვანი სუფთა ჰაერით მდიდარი ტყე.
თანამედროვე სტილშია გადაწყვეტილი სასტუმროს დიზაინი. სასტუმროში სულ 12 კეთილმოწყობილი ნომერია, როგორც სტანდარტული ასევე ლუქსის ტიპის ნომრები, ისინი აღჭურვილია კონდენციონერებითა და გამათბობელი სისტემით, ცხელი და ცივი წყლით, კომფორტული სააბაზანოთი. შესაძლებელია სატელიტური ტელევიიზითა და უსედენო ინტერნეტით სარგებლობა. გარდა ამისა, ყველა ნომერს აქვს საკუთარი აივანი.
სასტუმროს, ასევე აქვს ლამაზი რესტორანი და ბარი, სადაც მუსიკის ფონზე შესაძლებელია უგემრიელესი კერძების დაგემოვნება ქართული და ევროპული სამზარეულოდან.
|
|