შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს |
|
|

საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
|
| |
|
|
| |
ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის. |
|
|
|
ღამის თბილისი
| თუ თქვენ დღის განმავლობაში ვერ მოახერხეთ თბილისის დათვალიერება, ჩათვალეთ, რომ გაცილებით დიდი სურპრიზი გელით წინ. დატკბით ილუმინაციური თბილისით ღამით.
კონკორდ თრეველი გთავაზობთ ახალ ტურს რომელსაც ღამის თბილისი ჰქვია და ითვალისწინებს ღამის თბილისის ხედების, ღამის ცხოვრებისა და თავისებურებების მონახულებასა და შეგრძნებას.
თბილისის მთა-გორიანი რელიეფის გამო თბილისში არის მრავალი ადგილი საიდანაც ქალაქის პანორამა იშლება თქვენს თვალწინ გაცილებით საინტერესოდ და თვალწარმტაცად ვიდრე დღის განმავლობაში. ღამის თბილისი საშუალებას იძლევა განიცადოთ ორი კონტრასტული ცხოვრებისეული რიტმი: სიმშვიდე და სიცოცხლით აღსავსე ხმაურიანი რიტმი.
ტური ითვალისწინებს: ისტორიული ადგილების დათვალიერებას საიდანაც ფანტასტიურად ჩანს თბილისის ღირსშესანიშნაობანი და თვალწარმტაცი ხედები
|
|
 |
- სამების საკათედრო ტაძარი, (XXI საუკუნე, II ათასწლეულად წოდებული)
-
მეტეხის ტაძარი (XIII საუკუნე) ძველი თბილისი.
-
ნარიყალას ციხესიმაგრე, ბოტანიკური ბაღი.
-
შარდენისა და ერეკლეს ქუჩის გავლით ანჩისხატისა და სიონის საკათედრო ტაძრის მონახულება.
-
ქართული ნაციონალური რესტორანი ან სტუმრის ნებასურვილით რომელიმე ღამის კლუბი ან გასართობი ცენტრი.
|
| |