შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს |
|
|

საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
|
| |
|
|
| |
ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის. |
|
|
|
პირველად საქართველოში კონკორდ თრეველი გაძლევთ საშუალებას, რომ გახდეთ თქვენს მიერ წარმოსახული ტურის ტურ-მენეჯერი. ამისათვის კონკორდ თრეველმა შეიმუშავა ახალი პროექტი რომელსაც ”ექსკლუზიური ტური” ჰქვია. ამ პროექტის მიზანია მოგცეთ საშუალება, თქვენთვითონ დაგეგმოთ ტურის მარშრუტი, ხანგრძლივობა და პაკეტის ნაირსახეობა. კონკორდ თრეველი სისრულეში მოიყვნს თქვენს ჩანაფიქრს. ანუ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ კომპანია კონკორდ თრეველის ტურ-მენეჯერი და მის პროფესიონალ და გამოცდილ გუნდთან ერთად თქვენ ქმნით ტურს რომელიც არის მხოლოდ თქვენთვის ექსკლუზიური და ითვალისწინებს მხოლოდ თქვენს სურვილებსა და შეხედულებებს, რომ იგი არ არის ტიპიური ტური. თქვენ შეგიძლიათ გააერთიანოთ კულტურული, სათავგადასავლო და ექსტრემალური ტურები ერთად და მიიღოთ თქვენთვის სასურველი ტური, რომელსაც თქვენ თავად მიანიჭებთ სახელს.
თქვენს მიერ დაგეგმილ და კონკორდ თრეველის მიერ აღსრულებაში მოყვანილ ტურს გადაიღებს პროფესიონალი ვიდეო-ოპერატორი და ექსკლუზიურად გადმოგეცემათ ვიდეო-ფილმი თქვენს მოგზაურობა-თავგადასავალზე საქართველოში. ტურს დაერქმევა თქვენი სახელობის ტური. თქვენს მიერ დაგეგმილ ტურს შეაფასებენ პროფესიონალი ტურ-მენეჯერები და თუ რეიტინგით მოხვდებით პირველ ათეულში, თქვენ გახდებით კონკორდ თრეველის კლუბის წევრი, რაც ითვალისწინებს იმას, რომ გექნებათ საშუალება ისარგებლოთ კონკორდ თრეველის ტურებისა და სერვისების 30%-იანი ფასდაკლების ბარათით და ასევე გადმოგეცემათ სამდღიანი კლასიკური ტურის უფასო ვაუჩერი.
არ გაუშვათ შანსი გახდეთ თქვენივე ნათელი ცხოვრებისეული ეპიზოდის დოკუმენტური ფილმის რეჟისორიც და მთავარი გმირიც!
|
| |