Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს შესახებ
 
კავკასიის თვალწარმტაც მწვერვალებს შორის ჩაფლული და ულამაზესი შავი ზღვის სანაპიროს მქონე ქვეყანა - სქართველო. თავისი ულამაზესი ლანდშაფტებით, საუკუნოვანი კულტურით და საინტერესო ისტორიით, ოდითგანვე აჯადოვებდა თავის სტუმრებს.

მოგზაურობა საქართველოში დღეისათვის პოპულარულია..

ქვეყანას სამხრეთით ესაზღვრება თურქეთი და სომხეთი, ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით რუსეთის ფედერაცია, სამხრეთ-აღმოსავლეთით აზერბაიჯანი, დასავლეთით შავი ზღვა. რაც შეეხება კლიმატს, ის წარმოდგენილია სუბტროპიკული ჰავის სახით. დედაქალაქი -თბილისი, სახელმწიფო ენა - ქართული.

საქართველო უხსოვარი დროიდან აღმოსავლური და დასავლური ცივილიზაციების დამაკავშირებელ ხიდს წარმოადგენდა. ამან განაპირობა მისი კულტურის მრავალფეროვნება და ნაირსახეობა. ქართული დამწერლობა უძველესია და საუკუნეებს ითვლის, ის ერთერთია მსოფლიოს 14 დამწერლობას შორის. ამ ქვეყანაში მოგზაურობისას თქვენ აუცილებლად უნდა მოისმინოთ ქართული ნაციონალური სიმღერა, რომელიც გამორჩეულია თავისი პოლიფონიურობით. გალაქტიონ ტაბიძე წერდა: „არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში“. უნდა ისიამოვნოთ ნაციონალური ცეკვებით. ქართული ცეკვა მრავალფეროვანია, ყოველ კუთხეს გააჩნია თავის ტრადიციებზე და ადათ წესებზე დაფუძნებული ქორეოგრაფია.

ფასდაუდებელია ქართული ხუროთმოძღვრება. მრავალსაუკუნოვანი ეკლესია მონასტრები, კლდეში ნაკვეთი ქალაქები, სადაც სანთლის შუქზე იქმნებოდა გენიალური ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, საეკლესიო მსახურთა მიერ.

აღსანიშნავია კლდეში ნაკვეთი ქალაქები: ვარძია, დავიდ გარეჯი, უფლისციხე.

საქართველოს შეუძლია იამაყოს იუნესკოს მემკვიდრეობის ძეგლებით. გელათის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც აგებულია მეთორმეტე საუკუნეში დავით აღმაშენებლის მიერ. აქ შემონახულია ხელნაწერთა და ჭედური ხელოვნების უნიკალური ნიმუშები. მონასტერში ფუნქციონირებდა აკადემია, რომელიც ქვეყნის ფარგლებს გარეთაც საკმაოდ ცნობილი იყო.

ქალაქ მცხეთაში მდებარე ტაძრები: სვეტიცხოველი და ჯვარი. სვეტიცხოველი განეკუთვნება მეთერთმეტე საუკუნის ძეგლს, უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს მის სტუმარზე ის ფაქტი, რომ სწორედ ტაძარშია ასვენია იესო ქრისტეს კვართი.

ჯვრის სამონასტრო კომპლექსი, აშენებულია მეექვსე - მეშვიდე საუკუნეებში.

უშგული - სოფელი ზემო სვანეთში, რომელიც მიჩნეულია ყველაზე მაღალ დასახლებულ პუნქტად ზღვის დონიდან. ზღვის დონიდან მისი სიმაღლეა 2200მ.

საქართველო ითვლება ღვინის სამშობლოდ, აქ უძველესი დროიდან გამოყავდათ სხვადასხვა ყურძნის ჯიშები. დღეისათვის, ღვინოს ამზადებენ, როგორც თანამედროვე სტანდარტებით და ტექნიკით, ასევე ძველი მამა-პაპური ტრადიციების ნიადაგზე. ღვინის წარმოების მიხედვით, განსაკუთრებით ცნობილია კახეთის რეგიონი. აქ წარმოდგენილია ბევრი ქარხანა, რომლებიც მუდმივ მზადყოფნაში არიან უმასპინძლონ სტუმრებს. ქართული ღვინო კარგადაა ცნობილი საზღვარგარეთ: ხვანჭკარა, საფერავი, წინანდალი, ქინძმარაული, მუკუზანი, თელიანი და სხვა მრავალი.

ისტორიამ შემოგვინახა ლეგენდები და ფაქტები, რომ საქართველო იყო არგონავტების, მარკო პოლოს, ბევრი ცნობილი მოგზაურის  მასპინძელი ქვეყანა. საუკუნეების მანძილზე  მის ტერიტორიაზე გადიოდა ცნობილი აბრეშუმის გზა.

ტურები საქართველოში ნებისმიერი მიმართულებითაა შესაძლებელი, წელიწადის ნებისმიერ დროს!
საქართველო მიმზიდველია წელიწადის ნებისმიერ დროს. ზამთარში შეგიძლიათ დაისვენოთ სამთო-სათხილამურო კურორტებზე. თქვენ გეპატიჟებათ ბაკურიანი, გუდაური და მესტია.  აქ მოწყობილია თანამედროვე სათხილამურო ტრასები და წარმოდგენილია ფეშენებელური სასტუმროები, რომლებიც დამსვენებელს სთავაზობენ მაღალი დონის სერვისს.

 

გაზაფხულზე ქვეყანა იწვევს კულტურული ტურიზმის მოყვარულებს. ასევე მოთხოვნადია ისეთი ტურიზმის სახეობები როგორიცაა: ჯომარდობა, პარაგლაიდინგი, ჯირითი, ველო ტური, ჯიპ ტური.

შავი ზღვის ულამაზესი სანაპირო განსაკუთრებით პოპულარული ხდება ზაფხულის პერიოდში. ცნობილი კურორტებია: ბათუმი, ჩაქვი, ურეკი, ქობულეთი, ანაკლია, სარფი, გონიო, გრიგოლეთი. აქ წარმოდგენილია, როგორც დაბალ ბიუჯეტიანი, ასევე მაღალ ბიუჯეტიანი სასტუმროები. ისეთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები: შერატონი, რედისონი, ჯორჯია პალასი, ინტურისტი და სხვა მრავალი. საქართველო, სტუმრებს სთავაზობს უნიკალურ შანსს - შესაძლებელია შუა ზაფხულში ისრიალო მესტიაში, სულ რაღაც ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ, კი გაცურავო კამკამა შავი ზღვის წყალში. ზღვისპირა კურორტებზე დასვენებასთან ერთად შესაძლებელია ადგილობრივი ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. შესაძლებელია მთიანი აჭარის მონახულება, განსაკუთრებით საინტერესო და შთამბეჭდავია სოფელი ქედა. შეუძლებელია დაისვენოთ შავ ზღვაზე და არ მოინახულოთ ქალაქი ბათუმი და მისი ბოტანიკური ბაღი. ბათუმის ბოტანიკური ბაღი დაარსდა 1912 წელს, კრასნოვის მიერ. აქ წარმოდგენილია მცენარეთა 5000-ზე მეტი ენდემური ჯიში. ბევრი მათგანი უნიკალურია და შეტანილი წითელ წიგნში.

რადგან საქართველო ღვინის ქვეყანაა, შემოდგომის პერიოდში განსაკუთრებით პოპულარულია ღვინის ტურები. შესაძლებელია  მონაწილეობის მიღება რთველში და შემდეგ ღვინის დამზადებაში.

საქართველო ეს არის დაუვიწყარი შთაბეჭდილებების ქვეყანა, შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის მოგზაურობის და დასვენების არჩევა. ეს ქვეყანა გპირდებათ დაუვიწყარ ემოციებს. ეს არის ქვეყანა, საიდანაც არასოდეს არ მოგინდებათ გამგზავრება!

     
  საქართველოს შესახებ