მანქანების გაქირავება თბილისში

 

 
 

 

 
 

კონკორდ თრეველის ლოგო

ტელ.: +995 (32) 222-51-51
მობ.: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
WAP:
http://wap.concordtravel.ge
ფორუმი:
http://forum.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge

concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga,
concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga  




Bookmark and Share Concordtravel.ge Bookmark and Share Concordtravel.ge

Concord Travel Guide School
გიდების სკოლა, Guide School
Школа Гидов Guide Schule
ტურ ოპერატორის ტრენინგი
 

დასვენება უცხოეთში

შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს
Concord Travel-ის საკუთარი საავტომობილო კომპანია



საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
 
    კონკორდის სერვისები
 

ტურები კავკასიაში

 

გიდის მომსახურება

 

ფოტოგრაფი, ოპერატორი

 

სასტუმროს დაჯავშნა

 

ავია, რკინიგზის ბილეთები

 

სავიზო საკითხები

 

რესტორნის, კაზინოს დაჯავშნა

 

შეხვედრების ორგანიზება

 

ბიზნეს მოგზაურობა

 

მაღალი კლასის ტრანსპორტი

 

აეროპორტის ტრანსფერი

   
    საქართველოს შესახებ
 

საქართველოს შესახებ

 

საქართველოს რუქა

 

ზოგადი ცნობები საქართველოზე

 

საქართველოს ისტორიიდან

 

საქართველოს გეოგრაფია

 

საქართველოს კულტურა

 

საქართველოს რეგიონები

 

იუნესკოს მემკვიდრეობა

 

ფლორა და ფაუნა საქართველოში

 

ქართული ღვინო და სამზარეულო

  საქართველოს კურორტები
   
    ტურები საქართველოში
  ექსკურსიები კულტურული
  სათავგადასავლო არქეოლოგიური
  მუზეუმები ცნობ. უცხოელ
  საშობაო ტური ზამთრის ტურები
  ღამის თბილისი ექსპრეს ტური
  ეკო ტური ექსტრემალური
  მომხიბვლელი ექსკლუზიური
  სუვენირები ღვინის ტურები
  ახალგაზრდული კორპორატიული
  ოჯახური არდად. კაზინო ტური
     
    სასტუმროები
  თბილისი ბათუმი ქუთაისი
  სიღნაღი თელავი გურჯაანი
  გუდაური ბაკურიანი ახალციხ
  ზუგდიდი ბაზალეთი ყაზბეგი
  ნუნისი რაჭ ქობულეთი
  ურეკი გონიო კვარიათი
  ჩაქვი ბორჯომი თუშეთი
  ხევსურეთი სვანეთი შემოგარენი
  ნაფარეული ცემი სარფი
  ანაკლია წყალტუბო თიანეთი
  ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის.
 

  Валютный курс

 
    Погода
 
 

Concord Online   Assistance,Concord  Online Consultant

საქართველოს კურორტები
 
საქართველო ცნობილია ზამთრისა და ზაფხულის კურორტებით.
 
 
 

 

გუდაური    
 
Resorts in, Georgia  
   

პოპულარული სათხილამურო კურორტი საქართველოში _ ის მდებარეობს თბილისიდან 120 კმ-ში (ზღვის დონიდან 2000 მ-ზე). გუდაური პოპულარულია, როგორც ქართველ ისე უცხოელი მოთხილამურეებში. გუდაურში შეგიძლია დატკბე ზამთრის პეიზაჟებით, ლამაზი ცითა და მზიანი დღეებით. გუდაური მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ცენტრია სათხილამუროდ.

 
 
 
 

 

ბათუმი    
 
Resorts in, Georgia  
   

ბათუმი მდებარეობს თბილისიდან 350 კმ-ში, შავი ზღვის სანაპიროზე, თურქეთის საზღვრიდან 15 კმ-ში (9,5 მილი). ბათუმი არის მიმზიდველი ქალაქი და პოპულარული კურორტი მათთვის, ვისაც უყვარს ზღვა და დასვენება. ბაღები და ქუჩები გაფორმებულია ისეთი ეგზოტიკური მცენარეებით, როგორებიცაა: პალმები, ბამბუკები, ევკალიპტები, მაგნოლიები, დაფნები და ა.შ.
ქალაქის ჩრდილოეთით არის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც მდიდარია სუბრტოპიკული და ტროპიკული მცენარეებით. ბათუმი ჩაისა და ციტრუსის მოყვანის ცენტრია. ზაფხული თბილია და სასიამოვნო. ის მშვენიერი ადგილია დასასვენებლად.

 
 
 
 

 

გრიგოლეთი    
 

გრიგოლეთი მდებარეობს ლანჩხუთის რაიონში. ფართო, ქვიშიანი სანაპირო გაჯერებულია მაგნიტით, რომელიც სამკურნალოდ გამოიყენება. მთელ სანაპიროს მიჰყვება ფიჭვის ხეები.

 
 
 
 

 

ქობულეთი    
 
Resorts in, Georgia  
   

ქობულეთი გაჭიმულია შავი ზღვის სანაპიროზე. პლაჟი ქვიანია. მცენარეულობა, ძირითადად, წარმოდგენილია ჩაით, ბამბუკით და სხვა ტროპიკული მცენარეებით. ზაფხული არის ძალიან თბილი. აქ შეგიძლიათ დაისვენოთ ცურვითა და აქტიური გართობით.

 
 
 
 

 

მწვანე კონცხი  
 
Resorts in, Georgia  
   

Iსაქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ზღვისპირა კურორტია მწვანე კონცხი, რომელიც ბათუმიდან 9 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს და განლაგებულია ზღიდან 70-92 მ.-ის სიმაღლეზე. ისტორიულად ამ ადგილს "სასირე ყელი" ეწოდება. სახელწოდება "მწვანე კონცხი", მისი მარადმწვანე საფარველის გამო უწოდეს მას რუსულენოვანმა დამსვენებლებმა. ამ ადგილის კეთილმოწყობით XIX ს.-ის ბოლო წლებიდან დაინტერესდნენ. ჯერ კიდევ 1903 წელს ბათუმის ექიმთა საზოგადოების ინიციატივით მწვანე კონცხზე მოეწყო რკინიგზელთა კლიმატური სადგური, რომელიც მთელი წლის განმავლობაში მუშაობდა. სწორედ მწვანე კონცხის ულამაზეს ფერდობებზეა გაშენებული მსოფლიო მნიშვნელობის ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით დამსვენებელი და სტუმარი ათვალიერებს. მწვანე კონცხზე განლაგებულია კეთილმოწყობილი სანატორიუმები, სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები. მწვანე კონცხის ზღვისპირა ზოლი საუკეთესო ადგილია არა მხოლოდ ცურვისა და მზის აბაზანების, არამედ დაივინგის მოყვარულთათვისაც.

 
 
 
 

 

ურეკი  
 
Resorts in, Georgia  
   

ურეკი ზღვის კლიმატური კურორტია, არის დასასვენებელი სახლები, პანსიონატები, შენდება ახლებიც. უკანსკნელ წლებში აქ საფუძველი ჩაეყარა დასასვენებელ-გასართობ კომპლექსს „იმედის ქალაქი“. კლიმატი ნესტიანი სუბტროპიკულია. გამორჩეულია მაგნიტური თვისებების მქონე ქვიშით. სასარგებლოა გულ-სისლძარღვთა დაავადებების, პერიფერიული ორგანოების და საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოების სამკურნალოდ.

 
 
 
 

 

ბაკურიანი  
 
Resorts in, Georgia  
   

პოპულარული მთის კურორტი საქართველოში – ბაკურიანი მდებარეობს ბორჯომის ხეობაში (ზღვის დონიდან 1700 მ-ზე). მას გარს არტყავს წიწვოვანი მცენარეებით დაფარული მთები. ზამთარი ცივია, მაგრამ არამკაცრი. დღეები ყოველთვის მზიანია და სასიამოვნო. ფიჭვის სურნელით გაჯერებული ჰაერი აქტიურ დასვენებას უწყობს ხელს.

 
 
 
 

 

ბახმარო  
 
Resorts in, Georgia  
   

ზღვისა და მთის ჰაერის მასების შერწყმა, მზის რადიაციის, განსაკუთრებით ულტრაიისფერი გამოსხივების, მაღალი ინტენსივობა. სუსტი, უმეტესად ზღვიური ქარები. ზამთარი ზომიერად რბილი (იანვრის საშუალო ტემპერატურა -5,2°C), ზაფხული ზომიერად გრილი (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 13,4°C). ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 1869 მმ, მზის ნათების ხანგრძლივობა 1975 სთ. წელიწადში, შეფარდებითი სინოტივე 73%.

 
 
 
 

 

ნუნისი  
 
Resorts in, Georgia  
   

ხალხური გადმოცემით ნუნისის წყლის სამკურნალოდ გამოყენება IX საუკუნის პირველ ნახევარში დაუწყიათ. ადგილობრივმა მოსახლეობამ შეამჩნია, რომ შინაური ცხოველები ნუნისის მინერალური წყლის საშუალებით მუნისაგან იკურნებოდნენ. შემდგომში მისი გამოყენება მოსახლეობას თავადაც უცდია და არაჩვეულებრივი შედეგის მოწმეც გამხდარა. მოკლე ხანში ნუნისის წყალი ცნობილი გახდა და საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უამრავი ხალხი ჩამოდიოდა სამკურნალოდ.

 
 
 
 

 

შოვი, უწერა  
 
Resorts in, Georgia  
   

კურორტი შოვი დაარსდა 1929 წელს. იგი მდებარეობს ზემო რაჭაში, მდინარე ჭანჭახის მარცხენა ნაპირზე, რომელიც მდინარე რიონის მარჯვენა შენაკადია.
შოვი ზღვის დონიდან 1650 მეტრზე მდებარეობს და ამიტომ ალპურ კურორტებს მიეკუთვნება. ჩრდილოეთიდან მას კავკასიონის მაღალი მწვერვალები ესაზღვრება, რომელთა საშუალო სიმაღლე 4000 მ აღემატება . სამხრეთით, დასავლეთით და აღმოსავლეთით იკვეთება კავკასიონის ქედებით. ამგვარი განლაგება ტერიტორიას იცავს ჩრდილოეთის ცივი ქარებისაგან.

კურორტი უწერა - კურორტის ტიპიკლიმატო-ბალნეოლოგიური მდებარეობს მდ. რიონის მარჯვენა სანაპიროზე ქ.ონიდან 10 კმ-ში. მიეკუთვნება მთის კურორტის ტიპს. ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე. არის მთიანი ზონა, გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, უნიკალური სამკურნალო-მინერალური წყლებით, იგი მთლიანად მოქცეულია წიწვოვან-ნაძვნარ და შერეული ტყის შუაგულში. ჰავა და ულამაზესი ბუნება საუკეთესო სამკურნალო საშუალებაა. აქ ადგილი აქვს შერეულ სამკურნალო ფაქტორს. ბუნებრივ სამკურნალო საშუალებას წარმოადგენს ჰავა და 28 სახის მინერალური წყლები, რომელიც თვითდინებით მოედინება. ბუნებრივ სამკურნალო ფაქტორს წარმოადგენს მაღალი მთის კლიმატი. ჰავა გამოირჩევა მკვეთრი მოქმედებით მოზარდთა გაკაჟების და პროფილაქტიკის მიზნით ხოლო მინერალური წყლები თავისი გემოვნური თვისებების გარდა უებარი საშვალებაა კუჭნაწლავის დაავადებათა სამკურნალოდ.

 
 
 
 

 

ბორჯომი  
 
Resorts in, Georgia  
   

ბორჯომი ბალნეოლოგიური და კლიმატური კურორტია, მდებარეობს ბორჯომის ხეობაში, მტკვრის, გუჯარეთის წყლის და ბორჯომულას ნაპირებზე, ზღვის დონიდან 900 მ სიმაღლეზე, ბორჯომი-ხარაგაულის ეროვნული ნაკრძალის აღმოსავლეთით. აქ ხშირად ისვენებდნენ რუსეთის საიმეპერატორო ოჯახის წევრები, სახელმწიფო და კულტურის მოღვაწენი: მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი, გ.დიმიტროვი და სხვები. ბორჯომში არის განთქმული მინერალური წყლების ჩამომსხმელი ქარხანა, რომელიც ამჟამად საქართველოს პირველი საექსპორტო პროდუქტია. 

 
 
 
 

 

საირმე  
 
Resorts in, Georgia  
   

ის მდებარეობს ქუთაისის სამხრეთით 55 კმ-ში, 950 მ-ზე ზღვის დონიდან, მდ. წაბლარის წყლის ხეობაში. მთები, რომლებიც მდებარეობს მის გარშემო დაფარულია ფოთლოვანი ხეებით (მუხა, წიფელი და ა.შ) და აგრეთვე, წიწვოვანი ტყეებით. კლიმატი განპირობებულია მისი მდებარეობით სუბტროპიკულ სარტყელში. კურორტის მთავარი ფაქტორი არის მინერალური წყლები, რომლებიც მე-19 საუკუნის ბოლოდანაა ცნობილი. კურორტი მუშაობს თბილ სეზონზე (მაისიდან ნოემბრამდე).

 
 
 
 

 

წყალტუბო  
 
Resorts in, Georgia  
   

წყალტუბო მდებარეობს მდ. წყალტუბოს ხეობაში. ქუთაისის ჩრდილო-დასავლეთით 9 კმ-ში. თბილისიდან 235 კმ-ში და შავი ზღვიდან 70 კმ-ში. ზამთარი ძალიან რბილია და ზაფხული ძალიან თბილი. წყალტუბოს მინერალურ წყალს აქვს მყარი ქიმიური შემადგენლობა. წყლის ბუნებრივი ტემპერატურა არის +33 - +35 გრადუსი, ამიტომ მისი მიღება შესაძლებელია წინასწარი გათბობის გარეშე.

 
 
     
  საქართველოს შესახებ