მანქანების გაქირავება თბილისში

 

 
 

 

 
 

კონკორდ თრეველის ლოგო

ტელ.: +995 (32) 222-51-51
მობ.: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
WAP:
http://wap.concordtravel.ge
ფორუმი:
http://forum.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge

concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga,
concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga  




Bookmark and Share Concordtravel.ge Bookmark and Share Concordtravel.ge

Concord Travel Guide School
გიდების სკოლა, Guide School
Школа Гидов Guide Schule
ტურ ოპერატორის ტრენინგი
 

დასვენება უცხოეთში

შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს
Concord Travel-ის საკუთარი საავტომობილო კომპანია



საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
 
    კონკორდის სერვისები
 

ტურები კავკასიაში

 

გიდის მომსახურება

 

ფოტოგრაფი, ოპერატორი

 

სასტუმროს დაჯავშნა

 

ავია, რკინიგზის ბილეთები

 

სავიზო საკითხები

 

რესტორნის, კაზინოს დაჯავშნა

 

შეხვედრების ორგანიზება

 

ბიზნეს მოგზაურობა

 

მაღალი კლასის ტრანსპორტი

 

აეროპორტის ტრანსფერი

   
    საქართველოს შესახებ
 

საქართველოს შესახებ

 

საქართველოს რუქა

 

ზოგადი ცნობები საქართველოზე

 

საქართველოს ისტორიიდან

 

საქართველოს გეოგრაფია

 

საქართველოს კულტურა

 

საქართველოს რეგიონები

 

იუნესკოს მემკვიდრეობა

 

ფლორა და ფაუნა საქართველოში

 

ქართული ღვინო და სამზარეულო

  საქართველოს კურორტები
   
    ტურები საქართველოში
  ექსკურსიები კულტურული
  სათავგადასავლო არქეოლოგიური
  მუზეუმები ცნობ. უცხოელ
  საშობაო ტური ზამთრის ტურები
  ღამის თბილისი ექსპრეს ტური
  ეკო ტური ექსტრემალური
  მომხიბვლელი ექსკლუზიური
  სუვენირები ღვინის ტურები
  ახალგაზრდული კორპორატიული
  ოჯახური არდად. კაზინო ტური
     
    სასტუმროები
  თბილისი ბათუმი ქუთაისი
  სიღნაღი თელავი გურჯაანი
  გუდაური ბაკურიანი ახალციხ
  ზუგდიდი ბაზალეთი ყაზბეგი
  ნუნისი რაჭ ქობულეთი
  ურეკი გონიო კვარიათი
  ჩაქვი ბორჯომი თუშეთი
  ხევსურეთი სვანეთი შემოგარენი
  ნაფარეული ცემი სარფი
  ანაკლია წყალტუბო თიანეთი
  ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის.
 

  Валютный курс

 
    Погода
 
 

Concord Online   Assistance,Concord  Online Consultant

საქართველოს "იუნესკოს" კულტურული მემკვიდრეობა
 
იუნესკოს ეკუთვნის 191 ერი. ორგანიზაციის შტაბ-ბინა პარიზშია; მას ასევე 50 წარმომადგენლობითი ოფისი, რამდენიმე ინსტიტუტი და ცენტრი აქვს მსოფლიოში. წარმომადგენლობით ოფისთა უმრავლესობა ე.წ. კლასტერული ოფისებია, რომლებიც სამ ან მეტ ქვეყანას კურირებს, თუმცა გარდა ამისა არსებობს რეგიონალური ოფისებიც. იუნესკო საკუთარ დანიშნულებას ხუთი ძირითადი პროგრამით ახორციელებს, ესენია: განათლება, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, სოციალური და ჰუმანური მეცნიერებები, კულტურა და კომუნიკაციები და ასევე ინფორმაცია. იუნესკო აფინანსებს წერა-კითხვის გავრცელების, ტექნიკურ, მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამებს; საერთაშორისო მეცნიერებათა პროექტებს; რეგიონალური და კულტურის ისტორიის პროექტებს; კულტურული მრავალფეროვნების პოპულარიზაციას; საერთაშორისო ურთიერთდახმარების შეთანხმებებს მსოფლიო კულტურული და ბუნებრივი მეკვიდრეობის შენარჩუნებასა და ადამიანთა უფლებების დაცვასა და მისთ.
 
 
 

ბაგრატის ტაძარი და გელათის მონასტერი

 
 
Bagrati, UNESCO, Georgia  
   
Gelati, UNESCO, Georgia  
   

ბაგრატის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა".

გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. გელათის სამონასტრო კომპლექსიღვთისმშობლის მიძინების სახელობის ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი შვერილი აფსიდი.

 
 
 
 

მცხეთის ისტორიული მონუმენტები

 
 
Mtskheta, Jvari, UNESCO, Georgia  
   
Svetitskhoveli, Mtskheta, UNESCO, Georgia  
   

ჯვრის მონასტერი მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას".

სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან(ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობააა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ. ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია.

მცხეთამ და მისმა შემოგარენმა ("დიდი მცხეთა"), როგორც საქართველოს ტერიტორიაზე ერთ-ერთმა უძველესმა დასახლებულმა ადგილმა, XIX საუკუნიდან მიიქცია საისტორიო სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა ყურადღება. 1874 წლიდან მცხეთაში სამთავროს სამაროვანს თხრიდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოება. გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა გაიშალა 1930-იანი წლებიდან (ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია; შემდეგ წლებში ა. კალანდაძე, მ. ივაშჩენკო, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ა. აფაქიძე და სხვები). სადირექტივო ორგანოების გადაწყვეტილებით 1940 არქეოლოგიურ და არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები, 1957 — ძვ. მცხეთის ტერიტორია მდინარეებს არაგვსა და მტკვარს შუა ბებრის ციხამდე, 1966 — მცხეთის ტერიტორია მთლიანად. 1968 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმი.

1975 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). სხვადასხვა დროს მცხეთასა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი: სამაროვნები და ნამოსახლარები (ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი რკინის ხანამდე). ანტიკური ხანის სხვადასხვა სახის სათავდაცვო და საქალაქო ნაგებობები (სასახლის, აბანოების ნანგრევები), "სახლი საკრძალავი", მავზოლეუმის ტიპის აკლდამის ნაშთები, სამაროვნები (არმაზისციხე, არმაზისხევი, მოგვთაკარის უბანი და სხვა), შემოტანილი და ადგილობრივი წარმოების ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების მაღალმხატვრული ნაკეთობანი, მინისა და კერამიკული ჭურჭელი, მეთუნეთა ნამოსახლარი და სამაროვანი, კერამიკული სახელოსნოსა და და მარნის ნანგრევები (კარსნისხევი) და სხვა. ადრინდელი ფეოდალური ხანის სამაროვნები (სამთავრო, ქ. მცხეთა, კოდმანი, მუხათგვერდი, არმაზისხევი, კარსანი, არაგვის მარცხენა ნაპირი და სხვა). რკინის სადნობი სახელოსნო, საკულტო და საცხოვრებელი ნაგებობათა ნაშთები (გრძელი მინდორი, სარკინე, ნასტაკისი, მთა-ქართლი), სათავდაცვო და საკულტო ნაგებობები (ავჭლისკარი, წიწამურის სერი, ღართისკარი, ძალისი), ეპიგრაფიკული ძეგლები ბერძნულ-ებრაული და არმაზულ-არამეული წარწერები (არმაზისხევი, სამთავრო, ავჭალისკარი). მცხეთის კარიბჭე, კათალიკოსის სასახლე, ტაძრის ნაშთები.

არქეოლოგიური ძეგლების, ეპიგრაფიკული მასალისა და წერილობითი წყაროების საშუალებით ხერხდება მცხეთის ისტორიის, საქალაქო ცხოვრებისა და ხუროთმოძღვრული სახის აღდგენა.

 
 
 
 

ზემო სვანეთი

 
 
Svaneti, UNESCO, Georgia  
   

უშგული  სოფელი სვანეთში, საქართველო, იუნესკოს მსოფლიო მემკვირეობის ძეგლი. ზღვის დონიდან 2200 მ-ზე მდებარეობით ევროპის ყველაზე მაღალ სოფლად ითვლება. მდებარეობს მთა შხარას ძირას. სოფელში დაახ. 70 კომლი სახლობს. წელიწადში ექვსი თვე არემარე თოვლით არის დაფარული და ხშირად ერთადერთი გზა მესტიისკენ გადაკეტილია. სოფელში ხშირია ტიპიური სვანური თავდაცვითი კოშკები. მე-12 საუკუნით დათარიღებული უშგულის ეკლესია მდებარეობს განაპირა გორაზე.

 
     
  საქართველოს შესახებ