მანქანების გაქირავება თბილისში

 

 
 

 

 
 

კონკორდ თრეველის ლოგო

ტელ.: +995 (32) 222-51-51
მობ.: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
WAP:
http://wap.concordtravel.ge
ფორუმი:
http://forum.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge

concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga,
concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga concord travel, concord language, travel in georiga  




Bookmark and Share Concordtravel.ge Bookmark and Share Concordtravel.ge

Concord Travel Guide School
გიდების სკოლა, Guide School
Школа Гидов Guide Schule
ტურ ოპერატორის ტრენინგი
 

დასვენება უცხოეთში

შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს
Concord Travel-ის საკუთარი საავტომობილო კომპანია



საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
 
    კონკორდის სერვისები
 

ტურები კავკასიაში

 

გიდის მომსახურება

 

ფოტოგრაფი, ოპერატორი

 

სასტუმროს დაჯავშნა

 

ავია, რკინიგზის ბილეთები

 

სავიზო საკითხები

 

რესტორნის, კაზინოს დაჯავშნა

 

შეხვედრების ორგანიზება

 

ბიზნეს მოგზაურობა

 

მაღალი კლასის ტრანსპორტი

 

აეროპორტის ტრანსფერი

   
    საქართველოს შესახებ
 

საქართველოს შესახებ

 

საქართველოს რუქა

 

ზოგადი ცნობები საქართველოზე

 

საქართველოს ისტორიიდან

 

საქართველოს გეოგრაფია

 

საქართველოს კულტურა

 

საქართველოს რეგიონები

 

იუნესკოს მემკვიდრეობა

 

ფლორა და ფაუნა საქართველოში

 

ქართული ღვინო და სამზარეულო

  საქართველოს კურორტები
   
    ტურები საქართველოში
  ექსკურსიები კულტურული
  სათავგადასავლო არქეოლოგიური
  მუზეუმები ცნობ. უცხოელ
  საშობაო ტური ზამთრის ტურები
  ღამის თბილისი ექსპრეს ტური
  ეკო ტური ექსტრემალური
  მომხიბვლელი ექსკლუზიური
  სუვენირები ღვინის ტურები
  ახალგაზრდული კორპორატიული
  ოჯახური არდად. კაზინო ტური
     
    სასტუმროები
  თბილისი ბათუმი ქუთაისი
  სიღნაღი თელავი გურჯაანი
  გუდაური ბაკურიანი ახალციხ
  ზუგდიდი ბაზალეთი ყაზბეგი
  ნუნისი რაჭ ქობულეთი
  ურეკი გონიო კვარიათი
  ჩაქვი ბორჯომი თუშეთი
  ხევსურეთი სვანეთი შემოგარენი
  ნაფარეული ცემი სარფი
  ანაკლია წყალტუბო თიანეთი
  ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის.
 

  Валютный курс

 
    Погода
 
 

Concord Online   Assistance,Concord  Online Consultant

საქართველოს შესახებ
 
ქართული ღვინო და სამზარელო
 
ქართული ღვინო ისტორიით ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. დღეისთვის ნაპოვნი ყველაზე ადრეული ნიშნები მევენახეობისა და ღვინის წარმოებაზე მიუთითებს საქართველოში ღვინის კულტურის არსებობაზე დაახ. 7000 წლის წინ, რაც საქართველოს ღვინის სამშობლოს სტატუსს ანიჭებს.

ყველაზე განთქმული მევენახეობით საქართველოს რეგიონებს შორის არის კახეთი (რომელიც იყოფა თელავისა და ყვარელის მიკრორეგიონებად), მას მოჰყვება ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, ასევე აფხაზეთი.

ქვემო ქართლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ იქნა ყურძნის წიპწები, რომელიც ძვ.წ. 7-6-ე ათასწლეულებს განეკუთვნება და ენეოლითური პერიოდით თარიღდება. 6-5-ე ათასწლეულებით ჩვენს ერამდე დათარიღდა ანაკლიის დიხა-გუძუბაში აღმოჩენილი წიპწები, რის შედეგადაც დადასტურდა, რომ ჯერ კიდევ ნეოლითის დროს, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში იცნობდნენ ვაზის კულტურას და მას საკმაოდ დიდი როლი ეკავა ადვილობრივი მოსახლეობის სამეურნეო ცხოვრებაში. ასევე ნაპოვნია კულტურული ვაზის უშუალო წინაპარი - გარეული ვაზი-კრიკინა (უზურვაზი), რომელიც დღეს წითელ წიგნშიც არის შეტანილი. ეს კი იმის მაჩვენებელიც არის, რომ გარდა ვაზის კულტურისა, მევენახეობის კულტურამ აქ ყველა მისთვის დამახასიათებელი საფეხური გაიარა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე აღმოჩენილია ენეოლითის დროინდელი ძველისძველი მარანი, აქ ღვინის შესანახად გამოიყენებოდა უზარმაზარი, მიწით დაფარული თიხის ქვევრები. აგრეთვე აღმოჩენილია ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს ფიალები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ალაზნის ველის სამაროვნები (ძვ.წ. III-II ათას.). ამ მხრივ ძალიან მდიდარია მტკვარ-არაქსის კულტურის ქართული კერები. გათხრების შედეგად აღმოჩენილია მცხეთის რაიონის მახლობლად (ბაგინეთში) სხვადასხვა კერამიკული ჭურჭელი, რომელიც თარიღდება ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით. ბორჯომში ნაპოვნია 11, ვარძიაში კი - 100-მდე ქვევრი, რომელთა შორის ერთ-ერთი იყო ორმაგკედლიანი, თერმოსის მსგავსი, რაც თავისთავად უნიკალური მოვლენაა და მეტყველებს იმაზე, რომ მისი ავტორები კარგად იცნობდნენ ქიმიას, ფიზიკას და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს.

ჩვენი მატერიალური მემკვიდრეობა აგრეთვე იცნობს: ყურძნის სახლავ სპეციალური დანებს, ღვინის დასაწურ მოწყობილობებს, თიხის და ლითონის ჭურჭელს, სხვადასხვა ფორმისა და სახის სასმისებს, ღვინის დასაყენებელ და შესანახ ქვევრებს და სხვა. ეს კულტურული კერები მდებარეობენ, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტიაზე. კერძოდ: შულავერი, მცხეთა, თრიალეთი, ბიჭვინთა, ალაზნის ველი, მესხეთი და სხვა. მეღვინეობის ამსახველი სხვადასხვა ორნამენტებიან ჭურჭელი აღმოჩენილია სამთავისში, იყალთოში, ზარზმაში, გელათში, ნიკორწმინდაში, ვარძიასა და საქართველოს სხვა რეგიონებში.

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია თრიალეთის კულტურა (ძვ.წ. III-II ათასწ.), სადაც უნიკალური ღვინის თასები , ბარძიმები, დოქები და სხვა სახის ჭურჭელია აღმოჩენილი. მათ შორის გამორჩეულია ვერცხლის ცნობილი თასი, რომელზეც გამოსახულია რელიგიური რიტუალი, რაც ღვინის თანხლებით სრულდებოდა და საკმაოდ მასშტაბური უნდა ყოფილიყო ორნამენტული კომპოზიციის მიხედვით. აგრეთვე აღსანიშნავია, ოქროს თასი, რომელიც მოპირკეთებულია სხვადასხვა სახის პატიოსანი თვლებით. ასეთი ბარძიმები უმთავრესად მათრობელისითხის - ღვინის დასალევად გამოიყენებოდნენ. ამაზე მიუთითებს მათ ზედაპირზე დალექილი ნარჩენებიც.

სრულიად ახლახანს (2006 წ.) მცხეთასთან აღმოჩენილ იქნა "თამადის" პატარა ბრინჯაოს სკულპტურა, რომელიც ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისით დათარიღდა. ამ სკულპტურაში კაცის ქანდაკს ხელში უჭირავს ყანწი (ძველქართულად - ჯიხვი).

ვაზის კულტთან არის დაკავშირებული ქრისტიანობის გავრცელებაც საქართველოში. როცა წმინდა ნინომ, საკუთარი თმით ვაზისგან შეკრა ჯვარი და იმით უქადაგა ქართლოსის ნათესავთ ქრისტეს რჯული. საფიქრებელია, რომ ვაზის ჯვარი წარმართულ საქართველოშიც ღვთაებრივ სიმბოლოდ, საიდუმლოს ზიარად ითვლებოდა, რისი ჯვარად ქცევაც ერის სულიერების უმაღლეს ცოდნასთან ზიარების ნიშანი იყო. აღსანიშავია, რომ საქართველს გორდა, არც ერთ ქრისტიანულ ქვეყანაში არ არსებობს "ვაზის ჯვრის კულტი".
     
  საქართველოს შესახებ