|
|
|
|
|
|
სასტუმრო
სახლი მთიები თიანეთში |
|
|
|
|
სასტუმრო სახლი (გესტჰაუსი, საოჯახო სასტუმრო) "მთიები" მდებარეობს დაბა თიანეთის ცენტრში მყუდრო ადგილას. "მთიები" დამსვენებლებს სთავაზობს წყნარ, კომფორტულ გარემოს. დასასვენებელი სახლი მოიცავს 5 კეთილმოწყობილ საძინებელ ნომერს (სამ- და ოთხადგილიან ოთახებს, სულ 17 ადგილი), საშხაპეებს ორივე სართულზე, მისაღებ ოთახს, სადაც შესაძლებელია შეხვედრებისა და სემინარების ჩატარება. დამსვენებლების განკარგულებაშია დიდი ხეხილიანი ეზო ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი ექსპონატებით, ავტოსადგომი.
კვება - ადგილობრივი ნატურალური პროდუქტებით.
"მთიების" სიახლოვესაა მდ. იორი, "ხაწირის" წიწვოვანი ტყე, თანამედროვე სპორტული მოედანი, დარბაზი ტრენაჟორებით, ბიბლიოთეკა, ინტერნეტ-კაფე, ეთნოგრაფიული და პოეტ მირზა გელოვანის მუზეუმები. თიანეთის რაიონის ტერიტორიაზე მდებარეობს ჟალეთის ბაზილიკა, წმ. არჩილ მეფის მონასტერი, ყვარას ეკლესია, ბოჭორმის ციხე-სიმაგრე, ჟებოტის სამონასტრო კომპლექსი, ცხრაკარა, კვეტერა. |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
ლაშქრობები და პიკნიკები |
|
ტრენაჟორები, ქართული ცეკვის გაკვეთილები |
|
ადგილობრივი ტრადიციული საკვები პროდუქტების მომზადების დემონსტრირება და დაგემოვნება |
|
თევზაობა |
|
ცხენით გასეირნება |
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
კონკორდ მოტორსი - მანქანების გაქირავებისა და სატრანსპორტო მომსახურეობის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო სერვისების სრულ პაკეტს. |
|
|
|
გსურთ საუკეთესო მომსახურება? დაგვიკავშირდით და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ! |
|
|
|
|
|
|
|
|