|
ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ).
ადგილობრივი მოსახლეობა ამ
ადგილს ''მზიურ ველს'' უწოდებს.
სასტუმრო
"პრემიერ პალასი"
ბაკურიანში მდებარეობს ბორჯომის რაიონის დაბა
ბაკურიანში. სასტუმრო "პრემიერ პალასი"
გათვლილია 225 დამსვენებელზე, 1, 2 და 3
ადგილიანი კომფორტული ნომრებით. თქვენს
განკარგულებაშია: ევროპული და აზიური ბარი,
ღამის კლუბი, ინტერნეტ კაფე, სათამაშო
აპარატები, საბავშვო ოთახი (ძიძის სერვისი),
საუნა, საბილიარდე, მაგიდის ჩოგბურთი,
საკონფერენციო დარბაზი 100 კაცზე,
თხილამურების გაქირავება და ინსტრუქტორის
მომსახურება. გამოცდილი მზარეულები, როგორც
ეროვნული, ასევე ევროპული კერძების ფართო
არჩევანს გთავაზობენ. თქვენ მოგემსახურებათ
კვალიფიციური პერსონალი, აქ დაგხვდებათ
ქართული სტუმართმოყვარეობა, სითბო და
მყუდროება.
კომფორტული
დასვენების და ავტომანქანის
უსაფრთხოების მიზნით სასტუმროს
აქვს საკუთარი ავტოსადგომი და
უზრუნველყოფილია დაცვის
სამსახურით. ნომრის ღირებულებაში
შედის სამჯერადი კვება (შვედური
მაგიდა), საცურაო აუზი და
სატრენაჟორო დარბაზი.
|
|