გურია დასავლეთ საქართველოს იმ ერთ კუთხეთაგანია რომელიც გამოირჩევა თავისი ორიგინალურობით და განუმეორებლობით. თუნდაც სახელწოდება გურიის წარმოშობის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს, რომელთა შორის ცნობილია ერთ -ერთი: თითქოს ინდოეთის მეფეს უბრძანებია მთელი ქვენიერების „ულამაზესი ხალხი“ (გურიები) შეეკრიბათ მიეყვანათ მასთან. თითქოს ასეც მომხდარა და ინდოეთში მგზავრობის დროს გზაში გაუგიათ რომ ის მეფე გარდაცვლილა და ამ დროს თურმე ის ხალხი ყოფილან დღევანდელი გურიის ტერიტორიაზე და დარჩენილან იქვე, იმ ადგილის სახელი კი გურია გამხდარა. გურია რუალურად ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია VII - VIII საუკუნეებიდან, მურვან ყრუს შემოსევების პერიოდში. XIII საუკუნიდან კი გურიის სამთავრო თავისი ერითავით - გურიელით არის უკვე ცნობილი. გურიის მთავრების რეზიდენცია იყო დღევანდელ სოფელ გურიანთას ადგილას. XIX საუკუნიდან გურია საქართველოს სხვა კუთხებთან ერთად შევიდა მეფის რუსეთის შემადგენლობაში.
დღევანდელი გურია შედგება სამი რაიონისაგან: ოზურგეთის, ლანჩხუთის და ჩოხატაურის რაონებისაგან. გურია აქვს თითქმის 25 კმ-იანი შავი ზღვის სანაპირო ზოლი და გურიის საკმაო ნაწილი მოქცეულია სუბტროპიკულ ზონაში. მიუხედავად შავი ზღვის სანაპირო ზოლისა გურია მაინც, ძირითადად მთიანი მხარეა ანუ თქვენ ერთდროულად შესძლებთ დასვენებას როგორც მთაში ასევე ზღვაზე. გაიცნობთ ხალისიან და ენა კვიმატ გურულებს, გასიჯავთ ადგილობრივი ჯიშის ყურძნისაგან დაყენებულ ღვინოს და „ჭაჭის“ არაყს. გურული „ჭაჭის არაყი“ მთელ საქართველოში გამორჩეულია თავისი მაღალი გრადუსით. აღსანიშნავია აგრეთვე რომ გურიაში შემორჩენილია რამდენიმე აბორიგენული ყურძნის ჯიშები: ჩხავერი, კამური და სხვა. ასევე შემორჩენილია რამდენიმე ველური ჯიში, რომლებიც შეგვხდებათ მაღალ მთიან და ტყიან ადგილებში (სურები). XIX საუკუნიდან გურიაში, კერძოდ მის სუბტროპიკულ არეალში საკმაო წარმატებით გავრცელდა ჩაის კულტურა, რაც დღესაც წარმატებით გრძელდება.
ძველი დროიდან გურულები მთელს საქართველოში გამოირჩეოდნენ ცხენზე ჯდომის ოსტატობით. ამერიკულ კინო არქივებში შემორჩენილია გურულების ჯირითი ამერიკაში. ცალკე აღნიშვნის ღირსია კიდევ ერთი გურული ფენომენი - „ფირალობა“ - რომელიც ასევე XIX საუკუნიდან გავრცელდა გურიაში. ფირალები იყვნენ ტყეში გავარდნილი მთავრობისათვის მოუხელთებელი „კეთილი ყაჩაღები“ რომლებიც იბრძოდნენ სამართლიანობის აღდგენისათვის ანუ ებრძოდნენ მთავრობას (მეფის რუსეთს) და დიდი სიყვარულით სარგებლობდნენ მოსახლეობაში, საიდანაც ჰქონდათ კიდეც დიდი მხარდაჭერა. ფირალებზე შექმნილია უამრავი ლექსი და სიმღერა. |