შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს |
|
|

საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
|
| |
|
|
| |
ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის. |
|
|
|
რაჭა, ჩემი სიყვარული (9 დღე)
| დღე 1 |
ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ კომპანია “კონკორდ თრეველის” წარმომადგენელები: ტურ მენეჯერი და გიდი. სატუმროში განთავსება.
ღამისთევა თბილისში. |
|
დღე 2
|
თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება. სამების ტაძარი, მეტეხის ეკლესია (XIIIს), ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები, ნარიყალას ციხე (V-IVს), სიონი (XIIს) და ანჩისხატის ეკლესია (VIს).
ღამისთევა თბილისში.
|
|
დღე 3
|
ექსკურსია საქართველოს ძველ დედაქალაქში მცხეთაში (3000 წლის) ქალაქი მუზეუმი, ჯვრის მონასტერი, სვეტიცხოვლის ტაძარი. ქუთაისში გამგზავრება.
ღამისთევა ქუთაისში.
|
დღე 4
|
ბაგრატის ტაძრის (XIს) და გელათის მონასტრის (XIIს) მონახულება. რაჭის ლანდშაფტების და ნიკორწმინდის დათვალიერება, რომელიც აშენდა ბაგრატ III მეფობის დროს 1010-1014 წ. ტაძარი დამშვენებულია XVII ს –ის ფრესკებით. ტაძარი მოხატულია მშვენიერი ორნამენტებით.
ღამისთევა ონში.
|
|
დღე 5
|
სინაგოგა, რომელიც მდებარეობს ონში.აშენდა 1895წ. ეს არის მნიშვნელოვანი არქიტექტურული შენობა. არქიტექტურის მუზეუმი. მდებარეობს ონში.აშენდა 1952 წ . მუზეუმში დაცულია დაახლოებით 1400-მდე მთავარი და დამატებითი ექსპონატი.
უწერა- კურორტი ონში. ზღვის დონიდან 1050 მეტრზე. ონიდან 10 კილომეტრში, მდიდარია მინერალური წყლებით. კურორტის ტერიტორიაზე არის წმინდა მარიამის ეკლესია X-XIს. ეკლესიის აღდგენა მოხდა 1992 2002წ-ში.
ღამითევა ონში.
|
|
დღე 6
|
კურორტ შოვში გამგზავრება. მინერალური წყლების ნახვა. შოვი მდებარეობს ზღვის დონიდან 1520 მეტრზე და ონიდან დაშორებულია 30 კილომეტრით. მინერალური წყლები მდიდარია ნატრიუმით. კალციუმით, ჰიდრო -კარბონატებით. მამისონის ბილიკი მდებარეობს კავკასიონის მთავარ ზონაზე. მდინარე არდონსა და მდინარე ჩანჩახზე. სიგრძე 2619 მეტრი. სუბ-ალპურ და ალპურ ზონაში.
ღამისთევა ონში.
|
|
დღე 7
|
ბარაკონი-წმინდა მარიამის ეკლესია. ის წარმოადგენს ძველად აშენებულ ეკლესიას. არის ძალიან მნიშვნელოვანი ეკლესია რაჭისთვის. მიეკუთვნება საქართველოს არქიტექტურის ბოლო პერიოდს. აშენებულია 1753 წ, რაჭის მთავრის, როსტომის ბრძანებით.
დაბრუნება და ღამისთევა თბილისში.
|
| დღე 8 |
თავისუფალი დრო. გამოსამშვიდობებელი საღამო და ვახშამი რესტორანში. ღამისთევა თბილისში. |
| დღე 9 |
აეროპორტში წასვლა და გამგზავრება. |
სხვა დეტალებთან დაკავშირებით მოგვწერეთ
-
შენიშვნა: ტურის ხანგრძლივობა შეესაბამება თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების რეისებს.
-
ტურის ღირებულებაში შედის:
აეროპორტის ტრანსფერი
ტრანსპორტირება
ექსკურსია-მძღოლი
სასტუმრო (ქალაქებში)
სასტუმრო სახლი (პროვინციებში)
3-ჯერადი კვება
მინერალური წყალი
მუზეუმების ბილეთები
ქართული სუვენირი-საჩუქარი
DVD თითოეულ მოგზაურს (ოპერატორი გადაგიღებთ შესანიშნავ ფილმს)
-
ტურის ღირებულებაში არ შედის:
ავია-ბილეთები
1-ადგილიანი ნომერი სასტუმროში
სამოგზაურო დაზღვევა
|
|
| |