Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
       
  კონკორდ თრეველ-ი ქუთაისში    
       
 

ქუთაისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქლაქია. ამ ქალაქში უძველესი ძეგლებიცაა, თანამედროვე შენობებიც და საოცარი სტუმართმოყვარეობაც.

ლეგენდის თანახმად, დღევანდელი ქალაქის ტერიტორიაზე საუკუნეების წინ კოლხეთის სამეფო არსებობდა. მეფე აიეტი მართავდა მას, ოქროს საწმისის მფლობელი. სწორედ მაშინ დაიბადა მითები ცნობილი არგონავტების შესახებ. ქალაქში სეირნობისას თქვენ გიყვებიან ლეგენდას: სადღაც შორს , საუკუნეებს მიღმა ამ ტერიტორიაზე ჩქეფდა რძის, ღვინის, წყლის და სურნელოვანი ზეთის შადრევნრბი.... სადღაც სასახლეში კოლხი მედეა ამზადებს თავის იდუმალ წამლებს და იაზონს მოელის... მეფე აიეტი მიწას ხნავს თავისი ოქროსჩლიქება, ცეცხლისმფქვეველი ხარებით და ურჩხულის კბილებს თესავს.... მეფე აიეტი სასახლეში ბოლთას სცემს და თავის ოქროს საწმისს დაეძებს....
ეს ლეგენდარული ქალაქი საუკუნეების მანძილზე ინტერესის სფეროს წარმოადგენდა მრავალი ქვეყნის მეფისა თუ მხედართმთავრისათვის.

სწორედ ასეთ საინტერესო და მდიდარი ისტორიის მქონე ქალაქში ტურისტულმა კომპანიამ "კონკორდ თრეველ" -მა გაიხსნა ფილიალი ( აღმაშენებლის ქ. № 127). აქ თქვენ დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური პერსონალი და საუკეთესო მომსახურება. ქალაქი ქუთაისი ავირჩიეთ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორის გამო, ქუთაისში მდებარეობს დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც ეშვება თვითმფრინავები ბევრი ქვეყანიდან.
გარდა ამისა ქალაქის ინფრასტრუქტურა დღითი დღე იზრდება. 2012 წელს ქუთაისში გადმოიტანეს საქართველოს პარლამენტი ახალ, თანამედროვე შენობაში.
თითქმის ყველა ადამიანს უყვარს მოგზაურობა და საინტერესო ლამაზი ადგილების მონახულება. ბევრი მოგზაურობის წინ ინტერნეტში ეძებს ტურ კომპანიებს. საძიებო სიტყვების: "ტურისტული კომპანია ქუთაისში" ან "ტურისტული სააგენტო ქუთაისში" თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ კომპანია "კონკორდ თრეველ"-ი
კომპანია ბაზარზე უკვე დიდი ხანია არსებობს, მას ენდობიან და კარგად იცნობენ საერთაშორისო ასპარეზზე. იგი გთავაზობთ არა მხოლოდ საუკეთესო ტურებს საქართველოში, არამედ სამხრეთ კავკასიაშიც (სომხეთი და აზერბაიჯანი). ჩვენ გთავაზობთ გარანტირებულ, ასევე ტურებს, რომლებიც თქვენთვის სასურველ პერიოდში შედგება.

საქართველო ზღვისპირა და მთიანი ქვეყანაა, ამიტომ ჩვენი კომპანიის მეშვეობით თქვენ გეძლევათ საშუალება დაისვენოთ და გაეცნოთ საქართველოს წლის ნებისმიერ პერიოდში.
კომპანიას ჰყავს მრავალი პარტნიორი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ინტერესი „კონკორდ თრეველ“-ის მიმართ იზრდება ყოველ დღე, ამიტომაც ის აპირებს გახსნას ფილიალი ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

ტურისტული კომპანია "კონკორდ თრეველ“-ი ეს არის გარანტია დაუვიწყარი ექსკურსიებისა და ტურები საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. შემოგვიერთდით და ჩვენთან ერთად აღმოაჩინეთ ამ ქვეყნების დაუვიწყარი და ზღაპრულად ლამაზი ადგილები ...



   
       
  გალერეა    
       
  ძვირფასო სტუმრებო, კონკორდ თრეველი  გთავაზობთ გამოფენა-გალერეას, სადაც თითოეული ნიმუში თქვენთვის უფასოა.

თქვენს ოცნებებს საზღვარი არა აქვს?

არც ჩვენს ფანტაზიებს.....

ეს საჩუქრები ჩვენი ექსკლუზივია და რაც მთავარია, ქართველი მხატვრების შემოქმედებაა.
ჩვენთვის ყველაზე მთავარი სტუმრის განწყობაა.               

ჩვენს მიერ შემოქმედებითად შესრულებული თითოეული
ტური გვინდა დაუვიწყარი გახდეს თქვენთვის!