Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

ღვინის ტური საქართველოს გარშემო

აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო - 11 დღე


იქ სადაც ღვინო და ვაზი გაიდიალებულია, იქ სადაც ვაზის სიუჟეტი არქიტექტურაში, ფოლკლორში, პოეზიაში და კულინარიაში, იქ სადაც ღვინის კულტურას მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია გააჩნია. ჭეშმარიტი ღვინის მოყვარულთათვის და გურმანებისათვის, ტური რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

კონკორდ ტრეველი გთავაზობთ ღვინის ტურს საქართველოს გარშემო. თქვენ ესტუმრებით საქართველოს ულამაზეს კუთხეებს : ღვინის სამშობლოდ აღიარებულ კახეთის რეგიონს, მრავალფეროვან ქართლს, სტუმართმოყვარე იმერეთს, მშვენიერ სამეგრელოს, მთიან რაჭას.

ღვინის ტურის განმავლობაში თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ პირადად მიიღოთ მონაწილეობა ღვინის დაწურვაში, გაეცნოთ თითოეული კუთხისათვის დამახასიათებელ ღვინის მომზადების ტექნოლოგიას.


დღე 1:  

თბილისში ჩამოსვლა. სიღნაღში გამგზავრება. სასტუმროში დაბინავება.

დღე 2:

სიღნაღი, XVIII-XIX საუკუნეების ქალაქი მუზეუმი, შემორჩენილია თავისი პირვანდელი სახით, აქვე იხილავთ XVIII საუკუნის მარნის ნაშთებს.

მირზაანი, ცნობილი მხატვრის ნიკო ფიროსმანის სახლ მუზეუმი, ფიროსმანის ტექნოლოგიით დამზადებული ღვინის დაგემოვნება.

ბოდბე, XI საუკუნის ეკლესია, ადგილი სადაც განისვენებს  ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინო

ახაშენი, ცნობილი ქართული ღვინის მარკის ახალშენის ღვინის ქარხნის მონახულება, ღვინის დეგუსტაცია.

მუკუზანი. მუკუზანის ღვინის ქარხნის მონახულება, გაეცნობით ქართული ღვინის ტექნოლოგიას.

წინანდალი. ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ მუზეუმის, ჭავჭავაძეების მონახულება, ექსკურსია ღვინის ენოთეკაში, სადაც თქვენ გაეცნობით კახური ღვინის მომზადების უძველეს ტექნოლოგიას და თავისებურებას.

თელავი. სასტუმროში დაბინავება

დღე 3:

თელავი. ერეკლე II ის სახლ მუზეუმის მონახულება

ძველი და ახალი შუამთა. დედათა მონასტერი XVI საუკუნის, VI საუკუნის ძველი შუამთის ეკლესია, სადაც მოგეცემათ შესაძლებლობა იხილოთ სურვილების ქვევრი და პირადად ჩაუთქვათ სურვილი.

იყალთო. იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, VI -  XII საუკუნე, ცნობილი აკადემია კავკასიაში, რომელთანაც ცნობილი შუა საუკუნეების პოეტის, შოთა რუსთაველის სახელია დაკავშირებული.

ალავერდი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების უნიკალური ნიმუში, ენოთეკა, XVII – XVIII საუკუნეების მარანი.

თელავის ღვინის ქარხნის მონახულება. კახური სამზარეულო კახელი გლეხის ოჯახში.
თელავი სასტუმროში დაბინავება.

დღე 4:

თელავი.

გურჯაანის ყველაწმინდა  VIII საუკუნის ორგუმბათოვანი ეკლესია, მამათა მონასტერი

მანავი. ცნობილი ღვინის მარკის მანავის მწვანის სამშობლო, აქ თქვენ არათუ დაადეგუსტირებთ ამ უგემრიელეს დელიკატურ ღვინოს, არამედ ადგილობრივი გლეხები გაგარკვევნ ქართული ღვინოს მომზადების თავისებურებებში

დავით გარეჯი. უდაბურ ადგილას კლდეში აშენებული ქვის კომლექსები, ეკლეისია მონასტრები. მამათა მონასტერი VI საუკუნე.

თბილისი.

დღე 5:

მცხეთა. საქართველოს ძველი დედაქალაქი. ქალაქი-მუზეუმი ცნობილი თავისი ანტიკური და შუასაუკუნეების ძეგლებით, მართმადიდებლური ქრისტიანული სიძველეებით.

უფლისციხე. ანტიკური კლდეში ნაკვეთი ციხე ქალაქი VI –IV საუკუნეები.

ატენი,  VII საუკუნის ეკლესია, ქართლლი გლეხის ოჯახში ქართლული ღვინო ატენურის დაგემოვნება.

ქუთაისი.  სასტუმროში დაბინავება. ღამის ქუთაისი: ბაგრატის ტაძარი, XI საუკუნის ეკლესიის ნანგრევები ქუთაისი მთაზე რომელიც ქალაქს გადაჰყურებს. იმერული ღვინის ციცქა ცოპლიკაურის დაგემოვნება. იმერული სამზარეულო. სუფრა.

დღე 6:

ქუთაისი – ბანძა,  ქართული ღვინო ოჯალეშის სამშობლო, აქვე ღვინის ქარხანაში დააგემოვნებთ ღვინოს და გაეცნობით დასავლეთ საქართველოს განსხვავებულ ღვინის დამუშავების ტექნოლოგიას, გაეცნობით ღვინო ოჯალეშის წარმოშობის ისტორიას.

ზუგდიდი, დადაინების სახლ მუზეუმის მონახულება, სადაც მსოფლიო ისტორიის უნიკალური ნიმუშები ინახება: ნაპოლეონის თაბაშირის ნიღაბი, უძველესი ქართული ხელნაწერები, ხატები, ცნობილი მხატვრების ნახატები. სასტუმროში დაბინავება. მეგრული სამზარეულო.

დღე 7:

ზუგდიდი – ნიკორწმინდა. XI საუკუნის ეკლესია.

ჭრებალო. რაჭული ღვინის ხვანჭკარას ღვინის ქარხნის მონახულება, ღვინის დამზადების ტექნოლოგიის გაცნობა. რაჭული სამზარეულო. ადგილობივ სასტუმრო სახლში დაბინავება.

დღე 8:

ჭრებალოუბისა. XVI საუკუნის ეკლესია.

სამთავისი -  XI საუკუნის ეკლესია.

თბილისი ღამის ტურის თბილისში.

დღე 9:

თბილისი. ექსკურია თბილისში, თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერება. ძველი თბილისი: დედოფალ დარეჯანის XVIII საუკუნის სასახლე, მეტეხის XIII საუკუნის ეკლესია, გოგირდის აბანოები ადგილი რომელსაც ლეგენდა თბილისი დაარსებას მიაწერს, ნარიყალას ციხესიმაგრე თბილისის ერთ ერთი ყველაზე უადრესი არქიტექტურული ძეგლი. გამოსამშვიდოებებლი ქართული ტრადიციული ვახშამი

დღე 10:   თავისუფალო დრო. გამგზავრება.

 

 
     
 
  Sightseeing