ხეტიალი თუშეთში, ხევსურეთში (9 დღე)
იქ, სადაც ტრადიცია ჯერ კიდევ ცოცხალია, იქ სადაც ველური ბუნებაა, იქ სადაც ერთმანეთს ცვლის გაუვალი ტყეები, ალპური ზონა, მთის ჩანჩქერები, იქ სადაც, პირვანდელი სახით შემორჩენილი უძველესი კოშკებია. იქ სადაც მინიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან 1800 მეტრია. იქ სადაც კლდეებიდან კავკასიონის მთების სიამაყე ჯიხვები იმზირებიან. განთიადი რომელიც არასოდეს დაგავიწდებათ, ნისლში გახვეული კავკასიონის მთები რომელიც მხოლოდ სიზმარში დაგსიზმრებიათ.
ლაშქრობები გიყვართ? გიზიდავთ სიძველეები? მთა თქვენი სტიქიაა?
კონკორდტრეველი მთაში ხეტიალის მოყვარულთ სთავაზობს სპეც ტურს, მთიანი საქართველო.
მარშუტში შედის საქართველოს მთიანი ულამაზესი მხარეები
თუშეთი-ხევსურეთი-ფშავი-მთიანეთი.
დღე 1: თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დაგვხდებათ კონკორდ ტრაველის წარმომადგენელი მანქანით. გამგზავრება თელავში *, სადაც დაგაბინავებთ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში.
დღე 2: თელავის ღირსესანიშნაობების დათვალიერება.
12-00 თელავიდან გასვლა.
13-00 ალავერდის საკათედრო ტაძრის მონახულება**
14-00. ალავერიდადნ გასვლა
მანქანით “აბანოს”უღელტეხილზე ასვლა.***
18-00 სოფელ ომალოში ჩასვლა.
ომალოს თუშური კოშკების მონახულება. კარვების გაშლა.
დღე 3: 8:00 მანქანით ომალო- -დართლო-პარსმა-გირევი. სოფელ გირვიდან თქვენ ფეხით მოგიწევთ ხევსურეთის მიმართულებით წასვლა და აწუნთას უღელტეხილზე გადასვლა.
18:00 კარვების გაშლა.დაბანაკება.
დღე 4: 8:00 სოფელი მუცო
დღე 5: 8:00 სოფლები: მუცო, შატილი. ხეტიალი. შატილის კოშკში დაბინავება
დღე 6: 8:00 შატილიდან გამოსვლა. დათვის ჯვრის უღელტეხილზე**** გადასვლა
18:00 ბარისახოში ჩასვლა, სადაც დაგვხდებათ ჩვენი მანქანა და წაგიყვანთ ჩარგალში***** (ფშავის ულამაზეს სოფელში). კარავში დაბანაკება.
დღე 7:
8:00 ჩარგალიდან გამომგზავრება ყაზბეგში. გზად სიონის ეკლესიის ნახვა.
13:00 ყაზბეგში ჩასვლა. გერგეტის სამებაზე****** ასვლა.
18:00 მყინვარწვერის მეტეო ცენტრთან დაბინავება.*******
დღე 8: 8:00 გამომგზავრება თბილისისკენ მანქანით. გზად ანანურის( XVII), მცხეთის (სვეტიცხოველი XI ს. ჯვრის მონასტერი VI –VII ს.ს.) მონახულება. ღამის ტური თბილისში, თბილისის სიძველეების დათვალიერება(მეტეხის ეკლესია XIII ს. ნარიყალა V ს, აბანოთუბანი VIIს.).გამოსამშვიდოებებლი ვახშამი. ქართული სამზარეოლს დაგემოვნება.
დღე 9: გასეირნება თბილისში. გაცილება აეროპორტში.
* თელავი - ქალაქი განლაგებულია ცივი-გომბორის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში, თბილისიდან 70 კილომეტრში. ზღვის დონიდან 490 მეტრი. Mოსახლეობა 21,8 ათასი ( 2002). თელავი ცნობილია I საუკუნიდან, ითვლებოდა მნისვნელოვან სავაჭრო ცენტრად ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის საქარავნო გზაზე. XI და XVII-XVIII საუკუნეებში კახეთის სამეფოს დედაქალაქი იყო.
***
თუშეთში რომ მოხვდე, საქართველოს ერთერთი ყველაზე მაღალი გზა (2917მ) უნდა გადაკვეთო ,,აბანოს” უღელტეხილზე”.
**** დათვის ჯვრის უღელტეხილი ზღვის დონიდან (2600 მეტრი)
*****
ტურის განმავლობაში თქვენ თან გახლდებათ ორი გიდი-ინსტრუქტორი.
******
ჩარგალი საქართველოს მთიანი მხარის ულამაზესი დასახლება, ცნობილი ქართველი მწერლის ვაჟა ფშაველას დაბადების ადგილი
******* გერგეტის სამება XIV საუკუნის ეკლესია. ზღვის დონიდან
********მყინვარწვერი ზღვის დონიდან 5047 მ.