Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
მცხეთა-მთიანეთი
 

მცხეთა - მთიანეთი
მცხეთა მთიანეთი საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და მდიდარი ისტორიის მქონე რეგიონია, მისი ფართობი შეადგენს 6785 კვადრატულ მეტრს.  რეგიონი აერთიანებს ახალგორის, დუშეთის, მცხეთის, ყაზბეგის და თიანეთის მუნიციპალიტეტებს ადმინისტრაციული ცენტრი კი ქალაქი მცხეთაა, ისტორიულად საქართველოს უძველესი დედაქალაქი.  რეგიონის ძირითად ეკონომიურ საქმიანობას წარმოადგენს მეცხოველეობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა, თუმცა ბოლო ათწლეულში არანაკლებ განვითარდა ტურიზმი და დღესდღეობით ტურისტული საქმიანობა რეგიონის მოსახლეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.

მცხეთა მთიანეთის ღირსშესანიშნაობები
მცხეთა მთიანეთი უამრავ ღირსშესანიშნაობას სთავაზობს არა მარტო ადგილობრივებს, არამედ მის ყველა სტუმარს. იგი გამოირჩევა მთისა და ბარის გასაოცარი კომბინაციით, რაც კიდევ უფრო მეტად მიმზიდველსა და მრავალფეროვანს ხდის მას. ქალაქი მცხეთა ქალაქი მუზეუმის სახელით არის ცნობილი და იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში ერთ-ერთ ღირსეულ ადგილს იკავებს - არა მარტო ქართველები ამაყობენ მისით!  ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი ამშვენებენ მას და ხაზს უსვამენ ქალაქის რელიგიურ მნიშვნელობას.
რეგიონის მნიშვნელობას სამხედრო გზის არსებობაც მოწმობს. ძველი ბერძენი ისტორიკოსის სტრაბონის ცნობით ჯერ კიდევ ჩვენ წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში არსებობდა ვიწრო გზა დღევანდელი სამხედრო გზის ადგილას. საუკუნეების მანძილზე ამ გზას არ დაუკარგავს მნიშვნელობა და მნიშვნელოვანია დღესაც არა მარტო საქართველოსთვის არამედ მთელი ამიერ და იმიერ კავკასიისთვის.
რეგიონის ღირსშესანიშნაობების უმეტესი ნაწილი სწორედ სამხედრო გზაზე მდებარეობს. ანანურის ციხის კომპლექსი, ჟინვალის წყალსაცავი, გუდაურის - საქართველოს წამყვანი სამთო სათხილამურო კურორტის გუდაურის პოპულარობასაც თავის დროზე სწორედ სამხედრო გზამ შეუწყო ხელი.
არანაკლები პოპულარობით სარგებლობს ყაზბეგი, იგივე სტეფანწმინდა. იშვიათია ესტუმროს საქართველოს ნებისმიერი ეროვნების ადამიანი და არ მოინახულოს ყაზბეგი. ულამაზესი ბუნება, გერგეტის წმინდა სამების ეკლესია და მის გვერდით მყინვარწვერის მარადიული თოვლით დაფარული კალთები გულგრილს არავის ტოვებს. პირიქით, ბუნების  ეს ენით აღუწერელი ჰარმონია კვლავ სტუმრობას გადააწყვეტინებს მნახველს.
რეგიონის ერთ-ერთ ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს ასევე შატილი. ხევსურეთის ეს სოფელი წარმოადგენს ბუნებისა და არქიტექტურის გასაოცარ ნაზავს და ამით იგი არა მარტო ქართულ არამედ მსოფლიო არქიტექტურაში  წარმოადგენს უნიკალურ ნიმუშს.
ეწვიეთ მცხეთა მთიანეთის რეგიონს, სადაც თქვენ გელით დაუვიწყარი და შთაბეჭდილებებით აღსავსე მოგზაურობა, რომელსაც ანალოგი ძნელად თუ მოეძებნება.

     
  საქართველოს შესახებ