 |
|
|
|
 |
|
|
|
ბაგრატის ტაძარი - ძველი ქართული
ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI
საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის
წარწერის თანახმად, "ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223"
(1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი
ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს
ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების
დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის
დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს
ოსმალთა".
გელათის მონასტერი - ქართული ხუროთმოძღვრული ანსამბლი, შუა
საუკუნეების საქართველოს უმნიშვნელოვანესი ცენტრი. აგებულია ქ. ქუთაისის
ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით 11 კმ-ზე, მდინარე წყალწითელის ხეობაში. დაარსებულია
1106 წელს დავით აღმაშენებლის თაოსნობით. შემოზღუდულია გალავნით. ანსამბლში
შედის სხვადასხვა დროინდელი (ძირითადად XII-XIII სს.) შენობები. გელათის
სამონასტრო კომპლექსიღვთისმშობლის მიძინების სახელობის
ცენტრალურ-გუმბათოვან მთავარ ტაძარს ორ ბოძსა და საკურთხეველის კედლებზე
დაყრდნობილი გუმბათი აქვს, აღმოსავლეთ მხარეს კი - სამი წახნაგოვანი
შვერილი აფსიდი. |
 |
|
|
|
 |
|
|
|
ჯვრის მონასტერი –
მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი
დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს.
მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს.
ქტისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის
მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ
კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის
არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას".
სვეტიცხოველი - XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი,
ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან(ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი).
მდებარეობს თბილისიდან 20 კმ-ზე, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი
ისტორიული საეკლესიო ნაგებობააა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის.
იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანულ საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტს
წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმ.
ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია.
მცხეთამ და მისმა შემოგარენმა ("დიდი
მცხეთა"), როგორც საქართველოს ტერიტორიაზე
ერთ-ერთმა უძველესმა დასახლებულმა ადგილმა, XIX საუკუნიდან მიიქცია
საისტორიო სიძველეებით დაინტერესებულ მკვლევართა ყურადღება. 1874 წლიდან
მცხეთაში სამთავროს სამაროვანს თხრიდა კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა
საზოგადოება. გეგმაზომიერი არქეოლოგიური კვლევა გაიშალა 1930-იანი წლებიდან
(ი. ჯავახიშვილი, ს. ჯანაშია; შემდეგ წლებში – ა.
კალანდაძე, მ. ივაშჩენკო, გ. გობეჯიშვილი, გ. ლომთათიძე, ა. აფაქიძე და
სხვები). სადირექტივო ორგანოების გადაწყვეტილებით 1940 არქეოლოგიურ და
არქიტექტურულ ნაკრძალად გამოცხადდა არმაზის მიდამოები, 1957 — ძვ. მცხეთის
ტერიტორია მდინარეებს არაგვსა და მტკვარს შუა ბებრის ციხამდე, 1966 —
მცხეთის ტერიტორია მთლიანად. 1968 წლიდან მცხეთა ქალაქ-მუზეუმი.
1975 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის,
არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მცხეთის მუდმივმოქმედი
არქეოლოგიური ექსპედიცია (ხელმძღვანელი ა. აფაქიძე). სხვადასხვა დროს
მცხეთასა და მის შემოგარენში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი:
სამაროვნები და ნამოსახლარები (ადრინდელი ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელი
რკინის ხანამდე). ანტიკური ხანის სხვადასხვა სახის სათავდაცვო და საქალაქო
ნაგებობები (სასახლის, აბანოების ნანგრევები), "სახლი
საკრძალავი", მავზოლეუმის ტიპის აკლდამის ნაშთები,
სამაროვნები (არმაზისციხე, არმაზისხევი, მოგვთაკარის უბანი და სხვა),
შემოტანილი და ადგილობრივი წარმოების ოქროს, ვერცხლის, ძვირფასი ქვების
მაღალმხატვრული ნაკეთობანი, მინისა და კერამიკული ჭურჭელი, მეთუნეთა
ნამოსახლარი და სამაროვანი, კერამიკული სახელოსნოსა და და მარნის
ნანგრევები (კარსნისხევი) და სხვა. ადრინდელი ფეოდალური ხანის სამაროვნები
(სამთავრო, ქ. მცხეთა, კოდმანი, მუხათგვერდი, არმაზისხევი, კარსანი,
არაგვის მარცხენა ნაპირი და სხვა). რკინის სადნობი სახელოსნო, საკულტო და
საცხოვრებელი ნაგებობათა ნაშთები (გრძელი მინდორი, სარკინე, ნასტაკისი,
მთა-ქართლი), სათავდაცვო და საკულტო ნაგებობები (ავჭლისკარი, წიწამურის
სერი, ღართისკარი, ძალისი), ეპიგრაფიკული ძეგლები ბერძნულ-ებრაული და
არმაზულ-არამეული წარწერები (არმაზისხევი, სამთავრო, ავჭალისკარი). მცხეთის
კარიბჭე, კათალიკოსის სასახლე, ტაძრის ნაშთები.
არქეოლოგიური ძეგლების, ეპიგრაფიკული მასალისა და წერილობითი წყაროების
საშუალებით ხერხდება მცხეთის ისტორიის, საქალაქო ცხოვრებისა და
ხუროთმოძღვრული სახის აღდგენა. |