|
სასტუმრო თორი, რომელსაც ხელსაყრელი მდებარეობა აქვს, მდებარეობს ქალაქის ცენტრში, მას ესაზღვრება ორი ულამაზესი პარკი. თორი დაშორებულია მხოლოდ რამდენიმე წუთის სავალზე კინოთეატრ რუსთაველიდან, ოპერის თეატრიდან და ქალაქის მრავალი მნიშვნელოვანი ღირსშესანიშნაობებიდან. სარეგისტრაციო დაფა მუშაობს 24 საათის განმავლობაში. სასტუმროს შემადგენლობაშია 41 კომფორტული ნომერი, მათ შორისაა ხუთი აპარტამენტი. სასტუმროს, ასევე აქვს თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზი. თითოეული ნომერი აღჭურვილია ტელევიზორით, მინი ბარით, უკაბელო ინტერნეტით, ფენით, კონდიციონერით, გათბობის სისტემით. ასევე ნომრების შემადგენლობაშია სააბაზანო ოთახი, აბაზანით და შხაპით. სტუმრების განკარგულებაშია ასევე საზაფხულო ტერასა - კაფეტერია. სასტუმროს, ასევე აქვს უფასო პარკინგის საშუალება. თორი თავის სტუმრებს სთავაზობს ისეთი განტვირთვის საშუალებებს როგორიცაა, თანამედროვე ფიტნეს დარბაზი, ბილიარდის მაგიდა, საუნა, მასაჯი. ფასი მოიცავს ასევე საუზმეს. თორის მაღალკვალიფიცირებული მომსახურე პერსონალი მაქსიმალურადაა ორიენტირებული გაითვალისწინოს სტუმრების მოთხოვნები და მიაწოდოს საუკეთესო სერვისი. |
|