Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

      ღვინის ტურები საქართველოში                                

   
  ქართული ღვინის არომატი ღვინის ტური (10 დღე)           
   
 

კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი  -  განთქმულია მეღვინეობით. აქ თქვენ გელით ამ რეგიონებისთვის დამახასიათებელი კერძები, ღვინოები და უნიკალური ტრადიციები. ჩვენთან ერთად მოგზაურობა საშუალებას მოგცემთ დააგემოვნოთ ცნობილ ღვინის მწარმოებელთა ბრწყინვალე პრიდუქცია. თქვენ შეძლებთ გაიცნოთ, როგორც მცირე უცნობი მწარმოებლები, ასევე მსოფლიოში განთქმული ქართული ბრენდები.  თქვენ შეხვდებით ადგილობრივ ღვინის მწარმოებლებს და მიწვეული იქნებით ქართულ ოჯახებში. ამ დასვენების დღეებში თქვენ შეძლებთ დატკბეთ სადილებით, ვახშმებით, პიკნიკებითა და მარნებსა და ღვინის ქარხნებში დეგუსტაციებით.

 
     
   
 
დღე 1   თბილისში ჩამოსვლა
აეროპორტში დახვედრა. სასრუმროში განთავსება.
ღამისთევა თბილისში
   
       
დღე 2  

თბილისი / გურჯაანი / თელავი
თავისი უძველესი ტრადიციებითა და სტუმართმოყვარეობით განთქმულ რეგიონში - კახეთში გამგზავრება. ჩვენ მოვინახულებთ გურჯაანის ღვინის სახლს, რომელიც საკუთარი ყურძნისგან დაწურულ ღვინოს აწარმოებს. მას განსაკუთრებული ისტორია აქვს. პროფესიონალი სომელიე გაუძვება ჩვენთვის გამართულ ღვინის დეგუსტაციას. ჩვენ დავესწრებით ქართული არყის წარმოებას ("ზავოდობას"), რომელიც ძალიან საინტერესო პროცესს წარმოადგენს.  ასევე ვნახავთ როგორ ცხვება ტრადიციული ქართული პური და მზადდება ჩურჩხელა.  მოვინახულებთ  გურჯაანის ყველაწმინდის ეკლესიას (მე-8 - მე-9 სს), რომელიც ერთადერთი ორგუმბათიანი ტაძარია საქართველოში; ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის მონახულების შემდგომ, ჩვენ გავემართებით მცირე, ლამაზი კახური ქალაქის - ყვარელის მოსანახულებლად. აქ გავსინჯავთ მშრალ და ნახევრად-ტკბილ ღვინოებს, მათ შორის ქინძმარაულს. ჩვენი შემდეგი მასპინძელი კახეთში, სოფელ ხოდაშენში მდებარე ბადაგონის ღვინის ქარხანაა. კომპანია სოფელ ზემო ხოდაშენში 2002 წელს დაარსდა. ამჟამად ის ფლობს 3 კმ2 ფართობის, ნარჩევი ქართული ყურძნის ჯიშებისგან შემდგარ ვენახებს, ყვარელის, მუკუზანის, ახაშენის, აკურისა და ოჯალეშის რაიონებში. მისი პროდუქცია მოიცავს ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორიცაა წინანდალი, მუკუზანი, ქინძმარაული, გურჯაანი, საფერავი, ახაშენი და მრავალი სხვა. ამის შემდგომ ჩვენ გავემართებით ალავერდის მონასტრის ღვინის მარანში. ის მე-15 საუკუნეში იქნა აგებული, კახეთის სამეფოს პოლიტიკური და ეკონომიკური აღმავლობის დროს; დღის ბოლოს ვეწვევით ალავერდის ტაძარს (მე-11.).
ღამისთევა თელავში

   
       
დღე 3  

თელავის ღირსშესანიშნაობების მონახულება / ღვინის კომპანიები
თელავის ღირსშესანიშნაობების მონახულების შემდგომ ჩვენ გავემართებით ძველი და ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის (მე-5 -მე-17სს) სანახავად. ღვინის დეგუსტაცია 1915 წელს დაარსებულ თელავის ღვინის მარანში. კომპანია, რომელიც აზავებს უძველესი ტრადიციების ხელოვნებას, ქართული ღვინის წარმოების თანამედროვე, რთულ ტექნოლოგიებთან. 1997 წელს დაფუძნებული ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა  – თელიანი ველი ქართული ტრადიციული ღვინის წარმოების მემკვიდრეა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მოტივირებული ახალგაზრდა პროფესიონალების ცოდნის მეშვეობით აწარმოებს თავის პროდუქციას
ღამისთევა თელავში

   
     
დღე 4  

თელავი / წინანდალი / თბილისი
მივემგზავრებით ზღაპრულად ლამაზ სოფელ წინანდალში. ჩვენ მოვინახულებთ თავადისა და პოეტის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმსა და ბოტანიკურ ბაღს, ასევე წინანდლის ღვინის ქარხანასა და უძველესი ღვინოების კოლექციით განთქმულ ენოთეკას. შემდგომ ჩვენ გველის მე-5 საუკუნეში დაარსებული იყალთოს მონასტერი, იმ დროისათვის უდიდესი და ცნობილი საგანმანათლებლო ცენტრი. ამას მოსდევს ღვინის დეგუსტაცია ტყუპების მარანში, სოფელ ნაფარეულში. მოვინახულებთ გრემს, მე-16 საუკუნის ხუროთმოძღვრების ძეგლს - სამეფო ციტადელსა და მთავარანგელოზის ეკლესიას კახეთში. შემდეგი ძეგლია ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც საქართველოს კულტურულ ცენტრებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია.
საღამოს თბილისში დაბრუნება.
ღამისთევა თბილისში

   
     
დღე 5  

თბილისი / მცხეთა / ატენი / ამბროლაური
ჩვენ მივემგზავრებით ქართლის ერთ-ერთი ულამაზესი სოფლის - ატენისაკენ, საქართველოს ძველი დედაქალაქის, მცხეთის (UNESCO-ს მემკვიდრეობის ძეგლი) გავლით. გზაზე მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს (მე-6ს.) და დიდებულ სვეტიცხოველის ტაძარს (მე-11ს.). ატენის ხეობაში შევძლებთ დავტკბეთ ზღაპრული ლანდშაფტით, მოვინახულოთ ატენის სიონი (მე-7ს.) და დავაგემოვნოთ ღვინო ატენური.
საღამოს რაჭაში გამგზავრება.
ღამისთევა ამბროლაურში

   
     
დღე 6  

ამბროლაური / უწერა / შოვი
დღეს დავტკბებით რიონის ხეობის ულამაზესი ბუნებითა და კავკასიონის თოვლით დაფარული მთებით. ჩვენ გავემგზავრებით შოვის კურორტზე. გზაზე ასევე შევჩერდებით კურორტ უწერაში და გავსინჯავთ მის სამკურნალო წყლებს. ნაშუადღევს დავბრუნდებით ამბროლაურში. უკანა გზაზე მოვინახულებთ ღმრთისმშობლის სახელობის ბარაკონის ეკლესიას (მე-18.).
 ღვინის დეგუსტაცია ამბროლაურის ღვინის ქარხანაში.
ღამისთევა ამბროლაურში.

   
     
დღე 7  

ამბროლაური / ბუღეული
საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ტაძრის - ნიკორწმინდის (მე-11ს.) მონახულების შემდგომ, გავემართებით სოფელ ხვანჭკარას ღვინის ქარხნისკენ. იქ დავაჭაშნიკებთ ადგილობრივი წარმოების ნახევრად ტკბილ წითელ ღვინოს - ხვანჭკარას და ნახევრად მშრალ  თეთრ ღვინოს - თეთრას. გზად ჩვენ ვნახავთ სოფელ ბუღეულის მთის ფერდობებზე გაშენებულ სახლებს და ვეწვევით ბუღეულის ღვინის ქარხანას. კომპანია ალექსანდროული ფლობს პირველადი დამუშავებისა და ბოთლებში ჩამოსხმის ქარხანას, რომელიც ბუღეულის დასახლებაში მდებარეობს და დამხმარე შენობა-ნაგებობებთან ერთად 2 ჰექტრამდე ფართობი უჭირავს. ქარხანა აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. აქ ხდება განთქმული ღვინოების ხვანჭკარას, ბარაკონის, ალექსანდროულისა და თეთრას ბოთლებში ჩამოსხმა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ამჟამად, ქარხნის წარმადობა და სამრეწველო მოცულობა საკმარისია 250 ტონა ნედლეულის (ყურძნის) გადამუშავებისა და მისგან წარმოებული პროდუქციის რეალიზაციისათვის. ქარხანა წელიწადში 1 მილიონ ბოთლამდე ღვინოს აწარმოებს.
ღამისთევა ამბროლაურში

   
     
დღე 8   ამბროლაური / ლეჩხუმი
მივემგზავრებით რაჭის მეზობელ რეგიონში ლეჩხუმში. სოფელ ორბელში დავაგემოვნებთ ადგილობრივი მეღვინეების ნაწარმს: ტვიშს, უსახელოურს და ოჯალეშს.
გამგზავრება
იმერეთში.

ღამისთევა ქუთაისში
   
     
დღე 9   ქუთაისი
UNESCO-ს მემკვიდრეობის ძეგლების - ბაგრატის ტაძრისა (მე-11ს.) და გელათის მონასტრის (მე-12 ს.) მონახულება. შემდგომ მივემართებით მოწამეთას სამონასტრო კომპლექსის (მე-8 - მე-11 სს.) სანახავად, რომელიც ლამაზადაა განლაგებული ორ მდინარეს შორის, ქუთაისის მახლობლად. ასევე მოვინახულებთ სათაფლიას მღვიმეებს, სადაც დინოზავრის ნაკვალევია აღმოჩენილი.
ღამისთევა ქუთაისში
   
     
დღე 10  

ქუთაისი / თბილისი / გამგზავრება
დაბრუნება თბილისში. თბილისის ღირსშესანიშნაობების მონახულება: მეტეხის ეკლესია (მე-13.); ძველი თბილისი; გოგირდის აბანოები; ნარიყალას ციხე (მე-4 ს.); სიონი (მე-13.) და  ანჩისხატის ეკლესია (მე-6.); სამების საკათედრო ტაძარი (მე-3 ათასწლეული).
გამოსამშვიდობებელი ვახშამი ქართულ რესტორანში ხალხური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით.
ტრანსფერი აეროპორტში.

   
   
     
   
  საჭიროების შემთხვევაში მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას
   
 

შენიშვნა: ტური უნდა დაიგეგმოს ჩამოსვლისა და გამგზავრების დროების მიხედვით.

 
 
 
პაკეტი შეიცავს:
   
ტრანსფერს აეროპორტი – სასტუმრო – აეროპორტი
ქვეყნისშიდა ტრანსპორტირებას
გიდის მომსახურებას
განთავსებას სასტუმროში (ქალაქებში) ორადგილიან ნომრებში
განთავსებას სასტუმრო სახლებში (სოფლებში)
სრულ სამჯერად კვებას
დღეში ერთ ბოთლ მინერალურ წყალს ადამიანზე
მუზეუმში შესასვლელ ბილეთებს
ქართულ სუვენირს საჩუქრად
CD მოგზაურობის სურათებით
გამოსამშვიდობებელ ვახშამს ქართულ რესტორანში
ღვინის დეგუსტაციას

პაეტში არ შედის:
   
ავიაბილეთის ფასი
ერთადგილიანი ნომრის ღირებულება
სხვა ალკოჰოლური სასმელები, აღნიშნულის გარდა
სამოგზაურო დაზღვევა