შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს |
|
|

საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
|
| |
|
|
| |
ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის. |
|
|
რეკომენდებული სასტუმროები
|
|
|
|
|
|
|
| |
|
| |
|
| |
სსასტუმრო ამბასადორი
   რეკომენდებული |
| |
|
| |
სასტუმრო ''ამბასადორი'' გახლავთ 4/5 ვარსკვლავიანი თანამედროვე ტიპის სასტუმრო, რომელიც განლაგებულია თბილისის ისტორიულ ცენტრში, კერძოდ მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, ანჩისხატის ეკლესიასა და მარიონეტების თეატრს შორის. სასტუმროდან ფეხით სავალ მანძილზეა თბილისის ფინანსური ცენტრი, მაღაზიები, მუზეუმები, გალერეები, თეატრები და კულტურული სანახაობები.
სასტუმროში განთავსებულია 42 ნომერი და თითოეული მათგანი, პრეზიდენტის ნომრის ჩათვლით, არის ინდივიდუალურად მოწყობილი და წარმოადგენს კლასიკური და თანამედროვე დიზაინის ელემენტების კომბინაციას. ''ამბასადორში'' ნომრების უმრავლესობას გააჩნია აივანი, საიდანაც იშლება შესანიშნავი ხედი მდინარე მტკვარზე, ძველი თბილისის ქუჩებსა თუ ზამთრის ბაღზე.
სასტუმროს თითოეული ნომერი კეთილმოწყობილია ყველა ისეთი თანამედროვე საშუალებით, როგორიცაა ფერადი ტელევიზორი, სამუშაო მაგიდა, ტელეფონი, კონდიციონერი ინდივიდუალური სამართავი პულტით, მინი-ბარი და ფართო სააბაზანო ოთახი. ლუქსის ნომრებში არის ჯაკუზი.
სასტუმრო ''ამბასადორში'' არის ახალი საკონფერენციო დარბაზი, რომელიც გათვლილია დაახლოებით 100 კაცზე. დარბაზი აღჭურვილია ყველა საჭირო თანამედროვე აუდიო-ვიდეო მოწყობილობით.
VIP შეხვედრებისათვის სასტუმროში გამოყოფილია 30 კაცზე გათვლილი ელეგანტურდ მოწყობილი ოთახი. სასტუმროს გამოცდილი მომსახურე პერსონალი სიამოვნებით მოგემსახურებათ და შემოგთავაზებთ თქვენს მიერ არჩეულ კერძებს VIP ოთახში სასადილოდ.
''ამბასადორის'' ტერასაზე განთავსებული რესტორანი არს საუკეთესო ადგილი სტუმრებისთვის, რომელიც განთავსებულია მე-4 სართულზე. რესტორანში ყოფნისას თქვენ წინ გეშლებათ ქალაქის უმშვენიერესი ხედი. რესტორან ''ამბასადორის'' სამზარეულოში დასაქმებული მზარეულები შემოგთავაზებენ უგემრიელესი ქართული და ინტერნაციონალური კერძების ფართო არჩევანს. აღსანიშნავია, აგრეთვე შენობის ბოლო სართულზე განთავსებული მყუდრო სასადილო ოთახი, რომელიც გათვლილია 10 კაცზე.
თავისი შესანიშნავი ადგილმდებარეობით, საუკეთესო თანამედროვე კეთილმოწყობებითა და მეგობრული პერსონალით, სასტუმრო ''ამბასადორმა'' მოკლე დროში მოიპოვა ურყევი რეპუტაცია. სტუმრებს არასოდეს დაავიწყდებათ ''ამბასადორიდან'' დანახული თბილისის ულამაზესი ხედები.
|
|
| |
|
| |
|
|
| |
|
| |
| |
 |
კონდიცინირება |
 |
სამუშაო ნათურა |
 |
მინი ბარი |
 |
საკაბელო ტელევიზია |
 |
ინტერნეტი |
 |
ტელეფონი |
 |
სეიფი |
 |
თმის საშრობი, აბაზანის ხალათი, ფლოსტები |
 |
ფიტნესი და საუნა |
 |
ბიზნეს ცენტრი |
|
|
 |
აეროპორტის ტრანსფერი |
 |
24 საათიანი მისაღები |
 |
სადილი ოთახში |
 |
24 სააათიანი დაცვა |
 |
სამედიცინო დახმარება |
 |
ძიძა |
 |
გაღვიძების სერვისი |
 |
ადმინისტრაციული მომსახურება |
 |
კონდიციონერი |
 |
აუდიო-ვიზუალური მომწყობილობა, ტექნიკოსი |
 |
კოპირება / ბეჭვდვა / ფაქსი |
 |
საჩუქრების მაღაზია |
 |
სამრეცხაო |
|
|
| |
|
|
| |
|
| |
|
| |
|
|
|
| |
| კონკორდ მოტორსი - მანქანების გაქირავებისა და სატრანსპორტო მომსახურეობის კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატრანსპორტო სერვისების სრულ პაკეტს. |
| |
 |
| |
| გსურთ საუკეთესო მომსახურება? დაგვიკავშირდით და დანარჩენზე ჩვენ ვიზრუნებთ! |
| |
 |
| |
|
|
|
|
|