|
იფრინეთ და დატკბით საქართველოს ლანდშაფტით
ჩვენთან დაუვიწყარი დროის გატარება შეგიძლიათ; სულ რაღაც 25-30 წუთში გადაუფრენთ საგურამოს, ჯვარს და სვეტიცხოველს, ნახავთ ბაზალეთის ტბას, ქსნის და არაგვის ხეობებს, ჟინვალისა და სიონის წყალსაცავებს, დატკბებით კავკასიონის მწვერვალების, მყინვარების, ვულკანური პლატოების, კანიონების და ქედების დიდებული პანორამით.
კავკასია უნიკალური რეგიონია ლანდშაფტების რაოდენობის, კონტრასტულობის, და მრავალფეროვნების თვალსაზრისით; ქვემო ივრის უდაბნოებიდან აჭარის სუბტრიპიკებამდე ფრენის დრო 1 საათზე ოდნავ მეტია;
ორ საათში მოასწრებთ ცენტრალური კავკასიონის - შხარას, თეთნულდისა და უშბის, ან სამხრეთ საქართველოში ჯავახეთის პლატოს, ფარავნისა და ტაბაწყურის ტბების, ახალქალაქის ნახვას.
ალავერდის, გრემის, შუამთის მონახულებას საათზე ნაკლები დრო სჭირდება; და, რაც მთავარია, შეგიძლიათ თქვენ თვითონვე ჰაერში შეცვალოთ ფრენის გეგმა, თუმცა, ცხადია, ყველაფერი უსაფრთხოების ფარგლებში უნდა იყოს; თქვენ შეგიძლიათ ჩაფრინდეთ კურდღელაურის აეროპორტში და დატკბეთ ალაზნის ველის ხედებით.
|