ფოლკლორული თეატრი “ნაბადი” წარმოგიდგენთ სრულიად განსხვავებული და უნიკალური შინაარსის წარმოდგენას. ფოლკლორის თეატრში ცეკვით, სიმღერით და პლასტიკით გადმოცემულია აზიისა და ევროპის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ისტორია. თეატრის სახლწოდება მომდინარეობს ქართული სიტყვიდან ნაბადი და აქვს კიდევ მეორე მნიშვნელობა “ახლადდაბადებული”.
თეატრის დამაარსებლები პატივს სცემენ ტრადიციებს და განაგრძობენ მათ გადაცემას თაობიდან თაობაზე. ამავდროულად აღნიშვნის ღირსია სპექტაკლი ნაბადი, რომელიც თაეტრის სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. თეატრის 90 წუთიან წარმოდგენაში ნაჩვენებია საქართველოს წარსული, ტრადიციები, კულტურა, ქართველი ხალხის ხასიათი და მითოსი. (წარმოდგენის მიმდინარეობის დროს თქვენ გაგიმასპინძლდებიან უნიკალური ქართული ღვინით და ტკბილეულით). თეატრში ყურადღება გამახვილებულია მოქმედებაზე და პლასტიკაზე და არა მეტყველებაზე, რაც უფო საინტერესესოს და მიზიდველს ხდის წარმოდგენას.
|