2 დღე. თბილისის ღირსშესანიშნაობების დათვალიერება: სამების საკათედრო ტაძარი (II ათასწლეული), მეტეხის ტაძარი (XIII საუკუნე), ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები (V საუკუნე), ნარიყალას ციხე (IV საუკუნე), სიონის საკათედრო ტაძარი (VI საუკუნე) და ანჩისხატის ეკლესია (VI საუკუნე).
3 დღე. გამგზავრება გორში. იოსებ სტალინის მუზეუმის მონახულება. ატენის სიონის ეკლესიის (VI საუკუნე) ნახვა, ცნობილი ატენური ღვინის გასინჯვა. ღამისთევა გორში.
4 დღე. გამგზავრება კახეთში (ცნობილი რეგიონი ღვინის წარმოებაში, მდიდარია სხვადასხვა სახეობის ღვინით). მცხეთის მონახულება ( საქართველოს ძველი დედაქალაქი, ქალაქი მუზეუმი). მეორე საუზმე. გზის გაგრძელება კახეთისკენ და ბოდბის მონასტრის მონახულება. წმინდა ნინოს საფლავის ნახვა (საქართველოს განმანათლებელი). სადილი სიღნაღში (თვალწარმტაცი ქალაქი, რომელიც ალაზნის ველს გადმოყურებს), ღვინის დაგემოვნება, ღამისთევა სიღნაღში.
5 დღე. ალექსანდრე ჭავჭავაძის (კახეთის თავადი) სახლ-მუზეუმის მონახულება სოფ. წინანდალში. უძველესი ღვინის სახეობების გასინჯვა და ადგილობრივი მარანის მონახულება. ალავერდის საკათედრო ტაძრისა და იყალთოს მონასტრის მონახულება. ღამისთევა თელავში.
6 დღე. თელავის ღირსშესანიშნაობების მონახულება. მეფე ერელე II-ის სასახლის დათვალიერება. ღვინის გასინჯვა ,,თელიანი ველის” ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილ ქარხანაში. მეორე საუზმე. ახალი და ძველი შუამთის მონასტრების მონახულება. დაბრუნება თელავში. თავისუფალი დრო. სადილი. ღამის გათენება თელავში.
7 დღე. თბილისში დაბრუნება. მეორე საუზმე. თავისუფალი დრო. სადილი. თბილისის აეროპორტში გაცილება. გამგზავრება.