Car rental in Tbilisi

 

 
 
 

 

 

Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

ლაშქრობა ველურ ბუნებაში (6 დღე)

მანგლისი – კლდეკარი


ისტორიული ძეგლები, ხშირი ტყით დაფარული მთები, ალპური ზონა, ზღვის დონიდან 1700 მეტრი.  კანიონები, ციხესიმაგრეები, ადგილები საიდანაც მდინარეები იღებენ სათავეს ტბაში ნავით თევზაობა .
მსგავს ბუნების მრავალფეროვნებას ყველგან ვერ ნახავთ, ადგილები რომელიც არ დაგავიწყდებათ, ადგილები რომელიც მოგენატრებათ.

დღე 1: თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დახვედრა. დაბა მანგლისი, თბილისიდან 60 კილომეტრში, ისტორიული ადგილი, განთქმული თავისი ბუნებით და სიძველეებით. სასტუმრო სახლში დაბინავება.

დღე 2: მანგლისი. XI საუკუნის ეკლესიის მონახულება, ეკლესიის რომლის სახელთანაც მრავალი სასწაულია დაკავშირებული. სოფელი პოლიანა, ტრიალ მინდორზე განლაგებული ტყით გარემოცული სოფელი განთავსებული მანგლისიდან 9 კილომეტრში გორაკზე, სოფელი პოლიანიდან ტყით ასვლა გორაკზე, რომელზეც გვიანი შუასაუკუნეების საყდარია.  საყდართან არის დიდი ჯვრის ფორმის ქვა, რომელთანაც ადგილობრივთა ცრურწმენაა დაკავშირებული: ქვის ადგილიდან ძვრის შემთხვევაში ამინდის ცვალებადობა, ბაშკოვის ტბა, ალპურ ზონაში. ზღვის დონიდან 1700 მეტრში.  გასაბერი ნავით თევზაობა. დაბანაკება.

დღე 3: ბაშკოვის ტბა – ალპური ზონით კლდეკარში გადასვლა.  კლდეკარი მდებარეობს ტბიდან 18 კილომეტრში. კლდეკარი, IX – XII საუკუნეების ქართველ დიდაზნაურთა ბაღვაშთა საგვარეულო ციხესიმაგრის ნანგრევები. კანიონები, მდინარე ალგეთის ხეობაში დაბანაკება. ულამაზესი ხეობა, ხშირი დაბურული ტყით. დაბანაკება.

დღე 4: ალგეთის ხეობით სოფელ არხოტში გადასვლა. მანძილი - 12 კილომეტრი. შუასაუკუნეების დარბაზული ეკლესია, რომლის გარშემო თევზის ფხის გამოსახულებიანი ქვებია მიმობნეული, რომელთაც მეცნიერები ამინდის წარმართულ ღვათაებასთან აკავშირებენ. მანგლისი - არხოტიდან 15 კილომეტრში . მანგლისში დაბანაკება გამოქვაბულებთან, ალგეთის ხეობის მარჯვენა ნაპირზე, მანგლისიდან 3 კილომეტრში. ამ ადგილას შუასაუკუნეებში მამათა მონასტერი იყო განლაგებული, დღესდღეობით უმოქმედოა, აქ იხილავთ კლდეში ნაკვეთ სენაკებს რომელიც არსენას* გამოქვაბულის საახელითაა ცნობილი – მანგლისი ტყე პარკში გასეირნება.

დღე 5: მანგლისი აქ თქვენ დაგხვდებათ ჩვენი მანქანა. დიდგორი, დიდგორის მუზეუმის მონახულება. ამ ადგილთან ქართველთა ყველაზე ძლევამოსილი გამარჯვებაა დაკავშირებული, 1121 წელს საქართველოს 40 000 ლაშქრმა, მეფე დავიტ აღმაშენებლის სარდლობით 300 000 ისლამური ქვეყნების კოალიცია დაამრცხა, რომელთაც ცნობილი სარდალი  ნეჯმნ იდნ ილღაზი მეთაურობდა. ბეთანია, XIII საუკუნის ეკლესია, მოქცეული ხეობაში, მონასტერი მოქმედია, მონასტერში შემორჩენილია დედოფალი თამარის** ფრესკა ( 1184- 1213 ) – თბილისი. სასტუმრო სახლში დაბინავება.  ღამის ტური თბილისში. თბილისის ღირსესანიშნავი ადგილების მონახულება. გამოსამშვიდობებელი ვახშამი, ქართული ტრადიციული სამზარეულო.

დღე 6: თბილისი . თავისუფალი დღე. გამგზავრება.


*არსენა XIX საუკუნის სახალხო გმირი, ქართველი რობინ ჰუდი.
** თამარი( 1184 -1213) გაერთიანებული საქართველოს უდიდესი მეფე, რომლის მეფობის ხანას ოქროს ხანადაც მოიხსენიებენ საქართველოს ისტორიაში.

შენიშვნა:
ლაშქრობაში წასვლა რეკომენდირებულია ივნისის ბოლოდან სექტემბრის პირველ ნახევრამდე.