Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

კახეთის ტური + ხეტიალი


დღე 1: თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დახვედრა. თელავში გამგზავრება. ღამისთევა თელავში.

დღე 2:  თელავი. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის და ერეკლე II ის სამეფო სასახლის მონახულება. ძველი და ახლი შუამთის ეკლესიების – იყალთოს სამოანსტრო კომპლექსის მონახულება. ღამისთევა თელავში.

დღე 3: თელავი, ალავერდი, XI საუკუნის საკათედრო ტაძარი. გრემი, ეკლესია და სამეფო სასახლე XVI-XVII საუკუნეებში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, VI-XVII საუკუნეების. აქვე შემორჩენილია წარმართული ხანის ტაძრებიც, ნეკრესში მდებარე ველზე. სამონასტრო კომპლექსი დღესდღეობით მოქმედია და იქ ბერები ცხოვრობენ.
ყვარელში გამგზავრება. ყვარელშიდაბინავება.

დღე 4: ყვარელი. გამოჩენილი ქართველი საზოგადო მორვაწის კოტე მარჯანიშვილის სახლ მუზეუმი და მარანის მონახულება. გამოჩენილი ქართველი საზოგადო მოთვაწის ილია ჭავჭავძის სახლ მუზეუმის მონახულება. ყვარლიდან გამომგზავრება. გზად თქვენ გაივლით გურჯაანში.
გურჯაანი კახეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი, რომელიც სახელგანთქმულია ამავე სახელწოდების ღვინით. გურჯაანის შემოგარენში არის შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი – ყოვლადწმინდის ეკლესია, რომელიც VIII ს-ით თარიღდება.  აგურით, რიყის ქვითა და შირიმით ნაგები ტაძარი ორი გუმბათით არის დაგვირგვინებული, რაც უნიკალური შენთხვეაა ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ამჟამად აქ მამათა მონასტერია და გურჯაანელი ეპისკოპოსის რეზიდენცია.
გურჯაანი_წინანდალი. წინანდალში თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის XIX საუკუნის სახლ მუზეუმის მონახულება. ესტუმრებით ენოთეკას და დააგემოვნებთ ქართულ ღვინოს.
წიანანდალში დაბინავება.

დღე 5:  სიღნაღი-ბოდბე, სიღნაღიდან 2 კმ-ში მდებარეობს ბოდბის მონასტერი, რომელიც დაარსდა ქართველთა გამანათლებლის - წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას და, შესაბამისად, ერთ-ერთ უწმინდესი ადგილი არის ქრისტიანთათვის. ამჟამინდელი ეკლესია, წმ. გიორგის სახ. სამნავიანი ბაზილიკა აგებულია IX საუკუნეში, წმინდანის განსვენების ადგილას, ძველი ეკლესიის საფუძველზე.
მონასტრის ქვემოთ მდებარე ხევში მდებარეობს წმ. ნინოს წყარო  სადაც სამლოცველო და განსაბანელია .წყაროს შენარჩუნებლი აქვს სამკურნალო თვისებები. ბოდბის მონასტრის ყველა მნახველი აუცილებლად ჩადის წყაროზე.
სიღნაღში დაბრუნება. XVIII-XIX საუკუნეების ქალაქი მუზეუმი, შემორჩენილია თავისი პირვანდელი სახით, XVIII-XIX საუკუნეების ქართული საერო არქიტექტურით. სიღნაღში დაბინავება. საღამოს სიღნაღის დათვალიერება.

დღე 6: სიღნაღიდან გამოსვლა. სიღნაღი-დავით გარეჯი.
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი:
სიღნაღიდან  65 კილომეტრში, კახეთში,. სამონასტრო კომპლექსის დაარსებას ისტორიული წყაროები VII საუკუნეში მოღვაწე მეუდაბნოე ბერის დავით გარეჯელის სახელს უკავშირებენ.. გარეჯის სამონასტრო კომპლექსი 25 კილომეტრზეა განთავსებული და 19 მცირე მონასტერ-კომპლექსს მოიცავს, რომელთაგან  ერთი, ბერთუბნის, აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. სწორედ იქ არის თამარის. დედოფალი  თამარი (1184-1213) ერთიანი საქართველოს მეფე. ოთხი შემორჩენილი ფრესკიდან ერთ-ერთი. კომპლექსიდან კილომეტრნახევარში ჯანდარის ტბა და აზერბაიჯანის საზღვარია. მთავარი მონასტრის ტერიტორიაზე 5 ათასი კელიაა.
თბილისში ჩამოსვლა. სასტუმროში დაბინავება. საღამოს ტური თბილისში.

დღე 7-13: თბილისი-ყაზბეგი
ყაზბეგში, სტეფანეწმინდაში ტრანსპორტიერბა. სასტუმრო სახლში დაბინავება.
ყაზბეგში ერთი კვირით დარჩენა. 
ყაზბეგში გირჩევთ ნახოთ გერეგტის სამება, XIV საუკუნის ეკლესია, მიხვიდეთ მყინვარწვერის მეტეო სადგურამდე, მთა ზღვის დონიდან 5267 მეტრი. მოინახულოთ ყაზბეგის ულამაზესი ადგილები ჯუთა-ჭაუხები, შემდეგ გადახვიდეთ აბუდელაურზე,როშკაში, გირჩევთ ასევე სიონის ეკლესიის და ციხესიმაგრეების მონახულებას. თურის განმავლობაში შეგიძლიათ იცხოვროთ კარვებში ან გუესტ ჰაუსში, რომელიც წინასწარი შეთანხმებით თქვენი ნებისმაებრ დაჯავშნული იქნება.
ყაზბეგის ტურის განმავლობაში ჩვენს წარმომადგენელს მუდმივი კონტაქტი ექნება თქვენთან ტელეფონის საშუალებით. ყაზბეგის მოხეტიალე ტურის მეშვიდე დღეს ჩამოგაკითხავთ კონკორდ ტრეველის მანქანა და ჩვენი ტურ ოპერატორი, რომელიც თბისლისკენ გზად დაგათვალიერებინებთ საქართველოს სხვა ღირსესანიშნაობებს თბილისამდე.

დღე 13: თბილისისკენ გამომგზავრება. სიონი, ულამაზესი ადგილი ყაზბეგიდან 2-3 კილომეტრში, ძველი ციხესიმაგრეებით და IX საუკუნის სიონის ეკლესიით, ქართული ბაზილიკა. ჯვრის უღელტეხილი - 2379 მ. ზღვის დონიდან. ანანური, გზად თბილისისკენ, ფასანაურიდან XVII საუკუნის ეკლესია. თბილისი. დაბინავება სასატუმროში. მცხეთა, 21 კილომეტრში თბილისიდან, არაგვისა და მტკვრის  გზაშესაყართან, საქართველოს უძველესი დედაქალაქი. ჯვრის მონასტერი ( VI – VII ს.ს.). სვეტიცხოველი (XI ს.). თბილისში სასტუმროში დაბინავება. საღამოს ტური თბილისში.

დღე 14: ტური თბილისში: ანჩისხატი ( VI  საუკუნის ეკლეისია),სამების ეკლეისია,  მეტეხის ეკლესია (XIII საუკუნის ეკლესია), გოგირდის აბანოები(VII-VIII საუკუნეები), ნარიყალის ციხესიმაგრე, ადრეული შუასაუკუნეები.
საღამოს გამგზავრება.