Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

კულტურული გრძელი ტურები

ტური ”სამი დედაქალაქი”

გინდათ სრული წარმოდგენა შეგექმნათ საქართველოს უძველეს და ულამაზეს დედაქალაქებზე? ნახოთ იუნესკოს მიერ დაცული კულტურული ძეგლები? იმოგზაუროთ შუა საუკუნეების საქართველოში? მოინახულოთ უძველესი ქალაქი ვანი? ესტუმროთ სათაფლიას, სადაც ოდესღაც დინოზავრებს უცხოვრიათ და თავიანთი ნაკვალევი დაუტოვებიათ? შეიაროთ გელათის აკადემიაში, სადაც ბევრ გამოჩენილ მეცნიერს თუ ფილოსოფოსს უსწავლია? გაეცნოთ უნიკალურ ქართულ სიწმინდეებს? დაინტერსედით? მაშინ სამი დედაქალაქის ტური სწორედ რომ თქვენთვისაა შექმნილი.


დღე 1: თქვენი არდადეგებიც დაიწყო. გიდი დაგხვდებათ აეროპორტში, საიდანაც გაემგზავრებით დასავლეთ საქართველოს უძველეს დედაქალაქში - ქუთაისში.

ღამისთევა ქუთაისში საოჯახო სასტუმროში.

დღე 2: 15:00 სთ. დღეს თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ დაათვალიეროთ ძველი კოლხეთის ლეგენდარული ქალაქი-ქუთაისი. პირველ რიგში ვესტუმრებით იუნესკოს მიერ დაცულ უნიკალურ ძეგლს-ბაგრატის ტაძარს (მე-11ს.), რომელიც გახლავთ შუა საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესიის შესანიშნავი ნიმუში. უძველესი ეკლესიის ნანგრევები ამაყად გადაჰყურებს ქალქს უქიმერიონის გორიდან, საიდანაც ქალაქზე შესანიშნავი პანორამა იშლება. მართალია ტაძარი თურქების მიერ დანგრეულ იქნა 1691 წელს, მაგრამ მისი ნანგრევები თქვნ გაგახსენებთ საქართველოს დიდიებულ წარსულს. ღამისთევა ქუათაისში საოჯახო სასტუმროში.

დღე 3: 16:00 სთ. ქუთაისიდან გაემგზავრებით უძველეს და  ქალაქ ვანში (ჩვ. წ. აღ. მე-6-1-ლი სს.). იგი მდებარეობს უძველესი კოლხეთის ტერიტორიაზე მდ. სულორის დასავლეთ სანაპიროზე. ადგილი ცნობილია არქეოლოგიური გათხრებით, რომელიც აქ ბოლო ასი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ტერიტორიაზე აღმოჩენილ იქნა კოლხური ქოთნები, ოქროს სამკაულები, ბრინჯაოს სკულპტურები, ბერძნების მიერ შემოტანილი ფუფუნების საგნები და მრავალი სხვა ნაკეთობანი. არქეოლოგიური გათხრები აქ დღესაც ტარდება იმ იმედით, რომ საქართველოს ისტორიისა და ძველი ბერძნების კოლონიზაციის პერიოდის შესახებ ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს მოეფინება ნათელი. გზად ქუთაისისკენ შევივლით ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციაში–გეგუთის ნანგრევებში. ეს იყო გამოჩენილი ქართველი მეფეებისსაყვარელი ადგილი : დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამისა და თამარ მეფის. 15:00 სთ. ლანჩის დრო.

ლანჩის შემდეგ გავემგზავრებით საქართველოს უძველესი კულტურული ძეგლის გელათის მონასტრის სანახავად. ძეგლი აგებულია მე-12 ს-ში დავით აღმაშენებლის მიერ. აქვეა გელათის აკადემიაც-მეცნიერების უმნიშვნელოვანესი კერა, სადაც თქვენ ჯერ კიდევ შეგიძლიათ ნახოთ იმდროინდელი სკამები, არამარტო სტუდენტების არამედ თვით უდიდესი მასწავლებლის დავით აღმაშენებლის. გელათის აკადემიას მეორე “ათენსაც ” კი უწოდებენ. აქ ათასობით სტუმარი მოდის წლის განმავლობაში. შუადღით გაემგზავრებით მოწამეთა მონასტრის მოსანახულებად, რომელიც განეკუთვნება მერვე-მეათე საუკუნეებს. ეს არის თქვენი სურვილების ასრულების ადგლი. მონასტერში არსებული პატარა გვირაბის წყალობით, სადაც გაძრომისას სასურველი სურვილის ჩაფიქრების შემთხვევაში, იგი აუცილებლად აგისრულდებათ.

დღე 4: 8:00 სთ. დღეს გაემგზავრებით სათაფლიაში, სადაც მდებარეობს სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების კარსტული მღვიმე. მისი პარამეტრებია: 300 მ. სიგრძე, სიგანე-12 მ, სიმაღლე-10 მ. სათაფლიის ტერიტორიაზეა ასევე დინოზავრების უნიკალური 200-მდე ნაკველევი. აქვეა სათაფლიის ნაკრძალი, რომელიც თავის დროზე შექმნილია 5 კარსტული მღვიმისა და დინოზავრის ნაკვალევის დასაცავად. სათაფლიიდან გაემგზავრებით ბალნეოლოგიურ კურორტისაკენ წყალტუბოში. თუ კი არსებობს უნიკალური წყაროები, ეს არის სწორედ წყალტუბოში,რომელიც პირდაპირ მიწიდან ამოდის. აქ თქვენ მოგეცემთ უნიკალური შანსი მიიღოთ თბილი მინერალური რადიოაქტიული წყლის ერთ სააათიანი აბაზანა ექსკლუზიურად, რომელიც ეკუთვნოდა გამოჩენილ ქართველ საზოგადო მოღვაწეს, იოსებ სტალინს.
16:00 სთ. ლანჩის შემდეგ გაემგზავრებით საქართველოს ყოფილი დედაქალაქისკენ-მცხეთა. გზად შესაძლებლობა გექნებათ დაათვალიეროთ იუნესკოს მიერ დაცულ კულტურული ძეგლი-სამთავისი (მე-11ს.) საღამოს მცხეთაში ჩასვლა და ღამის გათევა საოჯახო სასტუმროში.

დღე 5: 10:00 სთ. დღეს ესტუმრებით ჯვრის მონასტერს (მე-6ს) და სვეტიცხოვლის ტაძარს (მე-11 ს.), რაც ამ პერიოდის საქართველოს ქრისტიანული არქიტქტურის შესანიშნავი მაგალითებია . ასევე მოინახულებთ მცხეთის მეფეების ყოფილ რეზიდენციასაც-სამთავროს მონასტერს. თავისუფალი დრო ქალაქ მცხეთის გასაცნობად.

დღე 6: 8:00 სთ. გამგზავრება საქართველოს ამჟამინდელ დედაქალაქში-თბილისში. თბილისზე საერთო შტაბეჭდილების შესაქმნელად ტური დაიწყება მამადავითის ეკლესიიდან, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ უმაღლეს ადგილას მდებარეობს. აქედან მთელ თბილისზე შესანიშნავი პანორამა იშლება. მე-6 საუკუნეში, ერთ-ერთმა ასურელმა მამამ, დავით გარეჯელმა ზუსტად ამ ადგილას საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანული სალოცავის მშენებლობას. საუკუნეების განმავლობაში რამოდენიმე ეკლესია აუშენებიათ აქ, თუმცა ამჟამად არსებული ეკლესია 1871 წელშია აგებული.

შემდეგი გაჩერებაა ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც ქალაქის მთავარ ციტადელს წარმოადგენს. იგი თარიღდება მე-4 საუკუნით. ამ ადგილიდანაც გექნებათ შესაძლებლობა კვლავ ზემოდან გადახედოთ დედაქალქს, თუმცა ამჟამად სხვა კუთხიდან.

ტური გრძელდება მეტეხის ეკლესიის დათვალიერება. ეს მე-13 საუკუნის ეკლესია ცენტრალურ გუმბათოვან არქიტექტურულ სტილს განეკუთვნება. ლანჩის შემდეგ თბილისის უძველესი კულტურული ძეგლის-ანჩისხატის მონახულებას შეძლებთ. იგი თარიღდება მე-6 საუკუნით, რომელსაც პირვანდელი სახე კარგად აქვს შემონახული.

სიონის საკათედრო ტაძრის მონახულების ჯერიც დადგა. ტაძრის დღევანდელი სახე მე-13 საუკუნით თარიღდება, თუმცა გარკვეული ცვლილებები შეტანილ იქნა მე-17-19 საუკუნეებში. ელიას მთაზე ნახავთ საქართველოს უდიდეს და უმღლეს საკათედრო ტაძარს-სამების ეკლესიას. მისი მშენებლობა დაწყებული იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში.

დღის განმავლობაში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთვის შემდეგ, კარგი იქნებოდა თბილისის ძველ უბანში მდებარე გოგირდის აბაზანების მიღება და განტვირთვა. რადგანაც საქართველო ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობითა და უგემრიელესი სამზარეულოთი, სამი ულამაზესი დედაქალაქის გაცნობის შემდეგ ლოგიკური იქნებოდა რესტორანში ქართული კერძების დაგემოვნება და დაუვიწყარი დროის გატარება ეროვნული მუსიკისა და ცეკვების თანხლებით.