Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

Lermontov in Georgia
ცნობილი უცხოელები საქართველოში

ლერმონტოვის მოგზაურობა საქართველოში (7 დღე)


Хотя я судьбой на заре моих дней,
      О южные горы, отторгнут от вас,
Чтоб вечно их помнить, там надо быть раз:
      Как сладкую песню отчизны моей,
                                          Люблю я Кавказ.

 

იხილეთ ადგილები, სადაც ვითარდება მ. ლერმონტოვის უკვდავი თხზულებების მოქმედება, დატკბით საქართველოს მდიდარი ბუნებით, შუასაუკუნეების ქართული არქიტექტურით, იხილეთ მარად თეთრ თოვლში  გახვეული კავკასიის მთები, ესტუმრეთ  ქართული ღვინის ენოთეკას წინანდალში, მოინახულეთ ადგილები სადაც გაიარა ლერმონტოვმა.

დღე 1: თბილისში ჩამოსვლა. აეროპორტში დაგვხვდებათ კონკორდ თრეველის წარმომადგენელი. სასტუმროში დაბინავება.

Caucasus by Lermontov
დღე 2:
 ყაზბეგის ტური, დარიალის უღელტეხილი, “თამარის ციხე” დარიალის ხეობაში  კონუსისებურ კლდიან მთაზე, თერგის მარცხენა მხარეს (აქვე აღმართულია ძვ. წ. აღ. I საუკუნით დათარიღებული ციხესიმაგრე), გველეთი. თერგის ამ დასახლებულ ადგილას ჩაედინება პატარა მთის მდინარე გველეთისწყალი, რომელიც თვალწარმტაცი ჩანჩქერისგან წარმოიქმნება – ყაზბეგი, ასვლა ქვენამთის მთაზე, სადაც აღმართულია XIV საუკუნის გერგეტის სამება – მყინვარწვერის სათავეებთან მისვლა – დასვენება ყაზბეგში სასტუმროში.

დღე 3: ყაზბეგი – სიონი (ულამაზესი ადგილი ყაზბეგიდან 2-3 კილომეტრში, ძველი ციხესიმაგრეებით და IX საუკუნის სიონის ეკლესიით (ქართული ბაზილიკა ) – ჯვრის უღელტეხილი ( 2379 მ. ზღვის დონიდან) – ფასანაური ( მთიულეთის ულამაზესი დასახლება, საკურორტო ადკილი) – ანანური ( გზად თბილისისკენ, ფასანაურიდან XVII საუკუნის ეკლესია ) – თბილისი ( დასვენება სასტუმროში)

დღე 4:  თბილისი – მცხეთა ( 21 კილომეტრში თბილისიდან, არაგვისა და მტკვრის  გზაშესაყართან, საქართველოს უძველესი დედაქალაქი. XI ს. – ში აქ აღმართეს ქართული არქიტექტურის ცნობილი ძეგლები : სვეტიცხოველი ( სადაც ქართველი მეფების საძვალეა),  სამთავროს ტაძარი. მდინარეების შერწყმის საწინააღმდეგო მხარეს აღმართულია მსოფლიო არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუში ჯვრის მონასტერი ( VI – VII ს.ს.), პოემა “მწირის” მთავარი სიუჟეტი აქ ვითარდება) –  საღამოს ტური თბილისში. ( თბილისი მსოფლიოს ერთ ერთი უძველესი ქალაქი, არქეოლოგიური მონაცემებით, ეს ტერიტორია დასახლებული იყო ძვ.წ.აღ IV ათასწლეულში.  VI საუკუნიდან საქართველოს დედაქალაქი. ქალქის ძველ ნაწილში, მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს  აღმართულია მეტეხის ეკლესია ( 1272-1289), ნარიყალას ციხესიმაგრის ნანგრევები  ( ციხესიმაგრე არსებობს  ახ. წ. აღ . VI საუკუნიდან) თბილისის გოგირდის აბანოები ( VII-VIII საუკუნეები).

დღე 5: თბილისი – წინანდალი (ჭავჭავაძეების ყოფილი საგვარეულო სახლი კახეთის რეგიონში, თბილისიდან 180 კილომეტრში) სადაც ეხლა ჭავჭავაძეების სახლ-მუზეუმია.   აქვეა ქართული ღვინის ენოთეკა, სადაც დააგემოვნებთ ნამდვილ ქართულ ღვინოს.  
თბილისი ( დასვენება სასტუმროში).

დღე 6: თბილისის ღირსესანიშნავი ადგილების დათვალიერება, მოინახულებთ იმ ადგილებს, სადაც სტუმრობდა ლერმონტოვი.  გამოსამშვიდობებელი ვახშამი (ქართული სმაზარეულოს კერძების დაგემოვნება) – დასვენება სასტუმროში.

დღე 7: თავისუფალი დღე, გამგზავრება.