შემოურთდით ჩვენს RSS წყაროს |
|
|

საინფორმაციო პორტალი საქართველოს შესახებ
|
| |
|
|
| |
ესტუმრეთ საქართველოს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მიენდოთ ჩვენს გამოცდილ ტურ ოპერატორებს, რომლებიც შემოგთავაზებენ მთელს საქართველოში მოგზაურობის, უამრავ შესაძლებლობებს. დასაწყისისთვის შემოგთავაზებთ მოკლე ექსკურსიებს თბილისში, ქალაქში რომელიც მოქცეულია მთებს შორის და რომელიც მოგაჯადოვებთ თავისი უძველესი არქიტექტურით რომელიც გარს არტყავს თანამედროვე კომფორტულ სასტუმროებს, რესტორნებს, სამხატვრო გალერეებს და ა.შ. ჩვენი მთავარი მიზანია რომ დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი მოგზაურობა საქართველოში. ჩვენ მოხარულები ვართ შემოგთავაზოთ უამრავი შესაძლებლობა იმისა, რომ თქვენ შეიცნოთ საქართველო, მთელი მისი სიმდიდრით. აღმოაჩინეთ საქართველოს საზღვაო და სათხილამურო კურორტები. კონკორდ თრეველი გთავაზობთ განთავსებას საქართველოს ნებისმიერ კუთხესა და ქალაქში. გვაქვს საზღვაო სასტუმროები: ბათუმში, ანაკლიაში, გონიოსა და სარფში. ჩვენ ასევე უზრუნველგყოფთ სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, გამოცდილი გიდებითა და ნებისმიერი სახის ტრანსპორტით. იმოგზაურეთ სვანეთში, მესტიის ახალ სათხილამურო კურორტზე. კავკასიაში მოგზაურობა, მომაჯადოებელი და დაუვიწყარი გახდება თქვენთვის. |
|
|
|
შავი ზღვის სანაპირო (9 დღე)
| დღე 1 |
ჩამოსვლა თბილისის აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ კომპანია “კონკორდ თრეველის” წარმომადგენელები: ტურ მენეჯერი და გიდი. სატუმროში განთავსება.
ღამისთევა თბილისში. |
|
დღე 2
|
თბილისის ღირშესანიშნაობების დათვალიერება. სამების ტაძარი, მეტეხის ეკლესია (XIIIს), ძველი თბილისი, გოგირდის აბანოები, ნარიყალას ციხე (V-IVს), სიონი (XIIს) და ანჩისხატის ეკლესია (VIს).
ღამისთევა თბილისში.
|
|
დღე 3
|
ქუთაისის მონახულება (საქართველოს დასავლეთით). მეორე დიდი ქალაქი დაარსებული 40 საუკუნის წინ, დასავლეთ საქართველოს კოლხეთის ყოფილი დედაქალაქი, რომელიც დაკავშირებული იყო ოქრო საწმისთან და არგონავტებთან, ბაგრატის ტაძრის მონახულება (XIს) და გელათის ტაძარი (XIIს) სათაფლიის მონახულება, სადაც არის დინოზავრის ნაკვალევი. ღამისთევა ქუთაისში.
|
დღე 4
|
ბათუმში გამგზავრება, სუბტროპიკული ლანდშაპტების ნახვა, ციტრუსების და ჩაის პლანტაციების დათვალიერება.
ღამისთევა ბათუმში. |
|
დღე 5
|
“მწვანე კონცხი”, ბოტანიკური ბაღი, გონიოს ციხე.
ღამისთევა ბათუმში.
|
|
დღე 6
|
მთელი დღე ზღვის ტალღებში გართობა.
ღამისთევა ბათუმში.
|
|
დღე 7
|
უფლისციხე (II ს ჩ. წთ-მდე), წუღრუღაშენი (XIს) დმანისი (VI_VII ს) დაბრუნება თბილისში .
ღამისთევა თბილისში.
|
| დღე 8 |
თავისუფალი დრო. გამოსამშვიდობებელი საღამო და ვახშამი რესტორანში. ღამისთევა თბილისში. |
| დღე 9 |
აეროპორტში წასვლა და გამგზავრება. |
სხვა დეტალებთან დაკავშირებით მოგვწერეთ
-
შენიშვნა: ტურის ხანგრძლივობა შეესაბამება თქვენი ჩამოსვლისა და გამგზავრების რეისებს.
-
ტურის ღირებულებაში შედის:
აეროპორტის ტრანსფერი
ტრანსპორტირება
ექსკურსია-მძღოლი
სასტუმრო (ქალაქებში)
სასტუმრო სახლი (პროვინციებში)
3-ჯერადი კვება
მინერალური წყალი
მუზეუმების ბილეთები
ქართული სუვენირი-საჩუქარი
DVD თითოეულ მოგზაურს (ოპერატორი გადაგიღებთ შესანიშნავ ფილმს)
-
ტურის ღირებულებაში არ შედის:
ავია-ბილეთები
1-ადგილიანი ნომერი სასტუმროში
სამოგზაურო დაზღვევა
|
|
| |