Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

მარკო პოლოს ნაკვალევზე

დღე 1. თბილისში ჩამოსვალა. აეროპორტში დაგხვდებათ კონკორდ თრეველის წარმომადგენელი. ღამისთევა თბილისში, სასტუმროში.

დღე 2. თბილისის ღირსშესანიშნაობების ტური. დღის განმავლობაში ნახავთ ნარიყალას ციხესიმაგრეს, რომელიც ქალაქის მთავარ ციტადელს წარმოადგენს. იგი თარიღდება მე-4 საუკუნით, მეტეხის ეკლესიას, რომელიც მე-13 საუკუნისაა, იგი ცენტრალურ გუმბათოვან არქიტექტურულ სტილს განეკუთვნება.
ლანჩის შემდეგ თბილისის უძველესი კულტურული ძეგლის-ანჩისხატის მონახულებასაც შეძლებთ. იგი თარიღდება მე-6 საუკუნით, რომელსაც პირვანდელი სახე კარგად აქავს შემონახული. ასევე მოინახულებთ სიონის საკათედრო ტაძარს. ტაძრის დღევანდელი სახე მე-13 საუკუნით თარიღდება, თუმცა გარკვეული ცვლილებები შეტანილ იქნა მე-17-19 საუკუნეებში. ელიას მთაზე მოინახულებთ საქართველოს უდიდეს და უმღლეს საკათედრო ტაძარს-სამების ეკლესიას. მისი მშენებლობა დაწყებული იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში.
დღის განმავლობაში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დატვირთვის შემდეგ, უპრიანი იქნებოდა თბილისის ძველ უბანში მდებარე გოგირდის აბაზანების მიღება და განტვირთვა. ღამისთევა თბილისში, სასტუმროში.

დღე 3. დღეს ესტუმრებით საქართველოში ღვინით განთქმულ რეგიონს-კახეთს. პირველად შეივლით ბოდბის მონასტერში, სადაც საქართველოს განმანათლებლის წმინდა ნინოს საფლავია. ბოდბის მონასტერი მე-11ს-ით თარიღდება. ასევე ეწვევით პოეტ ალ. ჭავჭავაძის სასახლეს წინანდალში. აქვე შესაძლებლობა გექნებათ დააგემოვნოთ ქართული კერძები და ღვინო. გამგზავრება და ღამისთევა თელავში.

დღე 4. დღეს შესაძლებლობა გექნებათ მოინახულოთ და გაეცნოთ უძველეს ქართულ კულტურულ ძეგლებს, როგორიცაა: გრემის საეკლესიო კომპლქსი (მე-16ს.); იყალთოს სამონასტრო კომპლექსი (მე-15-17სს.); შუამთას საეკლესიო კომპლექსი (მე-6-8სს.) და ალავერდის ეკელსია (მე-11ს.) ღამისთევა თელავში.

დღე 5. გამგზავრება საქართველოს პატარა ისტორიულ-გეოგრაფიულ რეგიონში-ხევში. გზად ესტუმრებით საქართველოს უძველეს დედაქალაქსა და მუზეუმს ღია ცის ქვეშ-მცხეთა. აქ მოინახულებთ სვეტიცხოვლისა (მე-11ს.) და ჯვრის (მე-6ს.) უძველეს ეკლესიებს. გზად ასევე ნახავთ მე-17ს-ის ანანურის სამონასტრო კომპლექსს. სადილი ღია რესტორანში. ღამისთევა მაღალმთიან კურორტზე გუდაურში ან კიდევ ყაზბეგში.


დღე 6. ყაზბეგში გამგზავრება. წმინდა სამების ეკლესიის მონახულება, საიდანაც შესანიშანავი პანორამა იშლება ყაზბეგის მყინვარწვერზე. გამგზავრება სნოს ხეობაში, სადაც უხვადაა ბუნებრივი მინერალური წყაროები და ისტორიული ძველი კოშკები. Pიკნიკი სნოს ველზე. ღამისთევა ყაზბეგში ან გუდაურში.

დღე 7. გამგზავრება გორში. აქ თქვენ ესტუმრებით იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმს. სდილი რესტორანში. კლდეში ნაკვეთი ქალაქის მონახულება (ჩვ.წ.აღ.მე-11-9 სს.) ღამისთევა გორში.

დღე 8. დღეს ესტუმრებით ათენის სიონს, რომელიც მე-7 საუკუნით თარიღდება.
თბილისში გამგზავრება. ღამისთევა თბილისში, სასტუმროში.

დღე 9. თავისუფალი დრო. გამოსამშვიდობებელი სადილი ქართულ რესტორანში. ტრანსფერი აეროპორტში და გამგზავრება.