მოკლე ტურები და ექსკურსიები
თბილისის ტური
მოკლე ტური (5 საათი)
თბილისი არის საქართველოს დედაქალაქი და ყველაზე დიდი ქალაქი. იგი იკავებ 726 კმ2 ფართობს მტკვარის ორივე ნაპირზე და მისი მოსახლეობა უდრის 1480000 ადამიანს. დაარსებული ჩვ.წ. მე–5 საუკუნეში ვახტანგ გორგასლის მიერ (ქართლის მეფე) და გადაკეთებული დედაქალაქად ჩვ.წ. მე–6 სააკუნეში, თბილისი არის მნიშვნელოვანი ინდუტრიულ, სოციალურ და კულტურული ცენტრი. რამოდენიმე საინტერესო ადგილებს შორის შეგიძლიათ ნახოთ:
ანჩისხატის ეკლესია - აშენებული მე–5 და მე–6 საუკუნეებში, განლაგებულია ძველ თბილისში. არის სამ–ნავიანი ბაზილიკა.
სიონის საკათედრო ტაძარი - თავიდან იყო აშენებული მე–6 და მე–7 საუკუნეებში. მას მერე, იგი რამდენიმეჯერ იყო დანგრეული უცხოელი დამპყრობლების მიერ და რეკონსტრუირებული ქართველების მიერ. ახლადელი ეკლესია განახლებულ იქნა მე–13 საუკუნეში და, გარკვეული ცვლილებებით, მე–17 და მე–19 საუკუნეებში.
ნარიყალას ციხე–სიმაგრე - არსებობს მე–4 საუკუნის შუა წლებიდან. იგი იყო ოკუპირებული ირანელების, ჩრდილოეთ კავკასიელების, ბიზანტიელების და არაბი დამპყრობლების მიერ. სამეფო ტახტი აგრეთვე განლაგებული იყო აქ. წმ. ნიკოლოზის ეკლესია აშენებული ციხე–სიმაგრის შიდა ტერიტორიაზე მე–13 საუკუნეში. იგი განახლებული იქნა მე–20 საუკუნის მეორე ნახევარში
მეტეხის ღვთიშობლის ეკლესია - აშენებულია მე–5 საუკუნეში და განახლებულია მე–13 საუკუნეში. სამეფო ტახტიც იყო აქ განლაგებული, ნარიყალაში გადასვლამდე. მეტეხი არის ცენტრულ–გუმბათოვანი ეკლესია.
სამების საკათედრო ტაძარი - აგრეთვე, "ათასწლეულის შენობა". სამება არის ყველაზე დიდი მართლმადიდებური საკათედრო ტაძარი საქართველოში და ამიერკავკასიაში. იგი წარმოადგენს ჯვარ–გუმბათოვანი და ცენტრულ–გუმბათოვანი ეკლესიების ნაერთს. მისი სიმაღლე აღწევს 100 მეტრს.
სხვა დეტალები მისაწვდომია მიმართვის შემთხვევაში.
პაკეტში შედის:
ტრანსპორტი – ლუქსი ავტო ან მიკროავტობუსი
გიდი
ფოტო–ვიდეო ოპერატორი
ლანჩი
ხანგძლივობა – 5 საათი
საჩუქარი ჩვენი გალერეიდან
თბილისის გძელი ტურის ღისშესანიშნავი ადგილება დაემატა თბილისის მოკლე ტურს
მოკლე ტური (7 საათი)
მთაწმინდა – მამადავითის ეკლესია, ერთ-ერთი ასურელი მამის, დავით გარეჯელის სახელობის ეკლესია, რომელიც მოვიდა VI ს-ში და განამტკიცა ქრისტიანობა. ეკლესია აშენდა VI ს-ში. დღეისათვის ტერიტორიაზე არის ასევე მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი.
თბილისის ეროვნული მუზეუმი – სიმონ ჯანაშიას სახელობის, სადაც ინახება ქართული კულტურული მემკვიდერეობის განძი .აქ ინახება დმანისის გათხრების შედეგად აღმოჩენილი ადამიანის თავის ქალები და ყბის ძვლები, რომელიც 1.8 მილიონი წლისაა. ეს ნაწილები პირველად აღმოჩენილი იქნა ქართველი მეცნიერის, დავით ლორთქიფანიძის მიერ 1991 წ-ს. ადამიანის ძვლებთან ერთად ასევე აღმოჩენილი იქნა ცხოველეთა ნაშთებიც.
ეთნოგრაფიული მუზეუმი – მუზეუმი, სადაც წარმოდგენილია საქართველოს ყველა კუთხის სახლები და კოშკები.
სხვა დეტალები მისაწვდომია მიმართვის შემთხვევაში.
პაკეტში შედის:
ტრანსპორტი – ლუქსი ავტო ან მიკროავტობუსი
გიდი
ფოტო–ვიდეო ოპერატორი
ლანჩი
ხანგძლივობა – 5 საათი
საჩუქარი ჩვენი გალერეიდან
|