ტური “მთიულეთი-ხევი”
მთიულეთი აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული, მთიანი მხარეა, რომელიც კავკასიონის მთის სამხრეთ ფერდობზე მდებარეობს. ხევი კი არის პატარა ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე ჩრდილო-აღმოსავლეთ საქართველოში. ის ამჟამად ეკუთვნის ყაზბეგის რაიონს, რომელიც მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის რეგიონში. მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო ფერდობზე. ის სამი ხეობისაგან-თრუსოს, თერგის, სნოს ხეობებისგან
• ანანური. იგი მე-17 საუკუნის ძეგლია. რომლის შემადგენლობაშიც შედის კოშკი, მცირე გუმბათოვანი ეკლესია, დიდი გუმბათოვანი ტაძარი და სამრეკლო. ანანურის კომპლექსი გადაყურებს ჟინვალის წყალსაცავს, რომელიც აშენდა 1971 წელს.
• სოფელი სიონი (სტეფანწმინდის რაიონი). აქ არის მე-10-11 საუკუნეებში აშენებული კოშკი და ბაზილიკა.
• სოფელი აჩხოთი - საქართველოს კათალიკოს პატრიარქის ილია მეორის მშობლიური სოფელი. პატრიარქის კარმიდამოს ეზოში დგას ეკლესია.
• ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმი (ცნობილი ქართველი მწერალი). აქვეა 1809 წელს აშენებული ეკლესიაც.
• დარიალის ხეობა - პირველი ციხესიმაგრე აქ აღმართული იქნა ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-2 ათასწლეულში. მე-5 და მე-12 საუკუნეებში ის იქნა რესტავრირებული. ამჟამად აქ დიდი საეკლესიო კომპლექსი მდებარეობს.
• გერგეტის წმინდა სამების ეკლესია (მე-14 საუკუნე). იგი აგებულია მყინვარწვერის ფერდობზე, მდ. თერგის მარცხენა ნაპირზე. ეს კულტურული ძეგლი ევროპაში ყველაზე მაღალ ადგილას არის აშენებული. გერგეტი არის გუმბათოვანი ეკლესია სამრეკლოთი.
ფასი შეიცავს:
• ტრანსპორტირებას კომფორტული მინი ავტობუსით.
• გიდის მომსახურებას
• ვიდეო- / ფოტო ოპერატორის მომსახურებას
• ლანჩს
• საჩუქარს ჩვენი გალერიიდან.
ტურის ხანგრძლივობა - ერთი დღე.
|