Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
ქართული კულტურა
 
ქართული თეატრი და კინო
 

ქართულ თეატრს აქვს გრძელი ისტორია. თეატრის უძველესი სახეობა იყო "სახიობა" (ძვ.წთ. III საუკუნდან ახ. წთ. XVII საუკუნემდე). ქართული ნაციონალური თეატრი დაარსდა 1791 თბილისში, მწერილის, დრამატურგის და დიპლომატის გიორგი ავალიშვილის მიერ (1769-1850). XX საუკუნეში რუსთაველის თეატრში იდგმებოდა უილიამ შექსპირის და გერმანელი დრამატურგის ბერტოლტ ბრეჩტის საერთაშორისო წარმოდგენები.

პირველი კინო საქართველოში დაარსდა თბილისში, 1886 წლის 16 ნოემბერს. პირველი ქართული დოკუმენტური ფილმი (აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა –ლეჩხუმში) გადაიღო ვასილ ამაშუკელმა 1912წ. ამის შემდეგ, ალექსანდრე  წუწუნავამ 1916 წელს გადაიღო მხატრული ფილმი "ქრიტინე".

ომის შემდგომ პერიოდში ქართულ თეატრს და კინოს ჰქონდა კარგი რეპუტაცია მთელ საბჭოთა კავშირში. ამ პერიოდში ბევრმა ქართველმა რეჟისორმა მოიპოვა საერთაშორისო აღიარება. უნდა აიღნიშნოს, რომ პირველი თეატრი დაარსდა საქართველოში, გორში, სოფელ უფლისციხეში. უფლისციხე არის უძველესი კლდეში ნაკვეთი ქალაქი. ჩვენს წელთაღრიცვამდე II საუკუნის ბოლოს. უფლისციხე იყო განვითარებული ქალაქი, რომელიც მდებარეობდა აბრეშუმის დიდ სავაჭრო გზაზე.

 სტუმრებს ეხლაც შეუძლიათ იარონ ანტიკურ ქუჩებზე, ნახონ კლდეში გამოკვეთილი თეატრი, სამეფო დარბაზები და აფთიაქები. ბეღელის ნარჩენები, ყურძნის შესანახი ჭურჭლის ნაწილები გვაძლევენ საშუალებას ვიქონიოთ წარმოდგენა ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე.
 
რუსთაველის ეროვნული თეატრი, ტატიშევს და არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის დიზაინით არის აშენებული. ისაი პიტოევმა დაიწყო თეატრის რეკონსტრუქცია და თეატრი ამავდროულად გადააკეთა სავაჭრო სახლად. თეატრის შენობის აღდგენა დაიწყო 1998 წლის 18 თებერვალს.

1901 წლის 7 თებერვალს გაზეთი "ივერია" წერდა: "6 თებერვალს, დღის ორ საათზე, ქართველ ხელოვანთა საზოგადოების შენობა აკურთხეს გოლოვინის მოედანზე.

 შიმკევიჩის და ტატიჩევის გამოყენებული აქვთ როკოკოსა და ბაროკოს სტილის ფორმები. პირველად შენობა ფუნქციონირებდა როგორც ხელოვანთა საზოგადოების კლუბი და ასევე გამოყენებული იყო სხვადასხვა მიზნებისთვის.
 
პირველ სართულზე იყო მაყურებელთა ჰოლი, ხოლო მეორე სართულზე იმართებოდა კონცერტები. რესტორანი "ანონა" იყო ნახევრად სარდაფში, რომელიც შემდეგ გადაკეთდა კაფე-რესტორნად "ქიმერიონად" და ეს იყო ცისფერყანწელების რესტორანი. (ქართველ პოეტთა კავშირი). ცისფერყანწელთა თხოვნით, სარდაფის კედლებს დეკორაციები გაუკეთა სერგეი სუდეიკინმა. მათთან ერთად მუშაობდა სახელგანთქმული მხატვარი ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, კირილე ზდანიევიჩი და ზიგმუნდ ვალიშევსკი. მათ მოგვიანებით შეუერთდა ირაკლი კაკაბაძე, რომლის სახელი მნიშვნელოვანია ქართული კულტურისთვის.

საბჭოთა პერიოდში მათი შედევრები იკრძალებოდა და სამწუხაროდ ჩვენამდე ძალიან ცოტამ მოაღწია. მიხეილ ვორონცოვის დახმარებით დაიწყო ძველი ოპერის თეატრის მშენებლობა 1847 წელს და გაგრძელდა 4 წელი. თეატრის დიზაინი ეკუთვნის იტალიელ არქიტექტორს ანტონიო სკუდიერს. თეატრის შენობა მთელს კავკასიაში იყო ყველაზე დიდი, რომელიც განკუთვნილი იყო 800 ადამიანისთვის. ძველი ოპერა მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. შემდეგ აშენდა ახალი ოპერა რუსთაველის გამზირზე, შრეტერის დიზაინით. ეს თაეტრი ცნობილია როგორც "საგანძურის თეატრი", განკუთვნიალია 1200 ადამიანისთვის და ფუნქციონირებს დღესაც. ოპერის თეატრი გაიხსნა 1896 წლის 3 ნოემბერს , მიხაილ გლინკას ოპერით "ივან სუსანინი". შენობა მორთულია მაურიტული სტილით, ვიწრო სვეტებით და ლამაზი ორნამეტებით. წინა შესასვლელში არის მაურიტული სტილის ჭერი.

შენობის რეკონსტრუქცია დაიწყო 1982-1987 წლებში. აღდგენით სამუშაოებს ხელმძღვანელბდა არქიტექტორი ოთარ ნახუცრიშვილი, რომელმაც თეატრის ფასადებს დაუბრუნა თანამედროვე სახე. ამირან გოგოლაძემ აღადგინა "ქიმერიონის" ფრესკა. თეატრს აქვს სამი სცენა, რომელიც შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. მთავარი სცენა (783 ადგილით), საშუალო სცენა (300 ადგილით) და ექსპერიმენტალური სცენა (182 ადგილით). თეატრი საამაყოა იმითაც, რომ არის დარბაზები კონფერეციებისთვის, საშუალო ზომის ვესტიბიული დ პატარა ოთახი სტუმრებისთვის. 1949 წლის 9 იანვარს ოპერა მთლიანად დაიწვა. გადარჩა მხოლოდ გარეთა ფასადი. შენობა აღადგინეს ფოტოების მიხედვით.

ქართული თეატრის ისტორია წარმოუდგენელია "მარჯანიშვილის თეატრის" გარეშე. თეატრი დაარსდა კოტე მარჯანიშვილის მიერ 1928 წელს ქუთაისში. თეატრმა ეს სახელწოდება მიიღო კოტე მარჯანიშვილის გარდაცვალების შემდეგ 1933 წელს. ანტიკური, თანამედროვე და კლასიკური დრამები ამჟამადაც იდგმება თეატრის სცენაზე. ყველა ეს წარმოდგენა არის არის უნიკალური და თეატრის სიამაყე. მარჯანიშვილის თეატრი საზღვარგარეთ ხშირად მიდიოდა გასტროლებზე.  წარმატებული გასტროლები კვალს ტოვებდა ქართულ ნაციონალურ კულტურაში. ქართველი მაყურებელი არის პრიორიტეტი მარჯანიშვილის თეატრისთვის.  

     
  საქართველოს შესახებ