|
ბაკურიანი მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ბაკურიანისწყლის (გუჯარეთისწყლის შენაკადი) ნაპირას (ზღვის დონიდან 1700 მ, ბორჯომიდან 30 კმ).
ადგილობრივი მოსახლეობა ამ
ადგილს ''მზიურ ველს'' უწოდებს.
სასტუმრო "ვერე
პალასი" ბაკურიანში
ერთ-ერთი საუკეთესო მომსახურებითა და
ადგილმდებარეობით გამოირჩევა. სასტუმროში 43
კომფორტული, ულამაზესი დიზაინით
გაფორმებულინომერია, მათ შორის 36 ორადგილიანი
და 7 ლუქსი. სასტუმროს ერთდროულად 115 სტუმრის
მიღება შეუძლია რომელთაც თავაზობს შემდეგ
მომსახურებას: რესტორნები ''ვერე'' და
''ბაკურიანი'', ბარი, კაფე, ულამაზესი
დახურული საცურაო აუზი, ღამის კლუბი
დისკოთეკით, საბილიარდო, საუნა, ფიტნეს კლუბი,
მასაჟი. სასტუმრო ვერე პალასის ყველა ნომერი
აღჭურვილია ტელევიზორით სატელიტური არხებით,
სააბაზანოთი, უკაბელო ინტერნეტით, ცენტრალური
გათბობით, მაცივრით და მინი-ბარით. სასტუმროში
არის ქიმწმენდა, სამრეცხაო და 24 საათიანი
მომსახურება ნომრებში. სასტუმრო ვერე პალასს
ასევე გააჩნია ბიზნეს ცენტრი, საკონფერენციო
დარბაზი 80 ადამიანზე და სათამაშო აპარატები.
აქვე შესაძლებელია თხილამირების ქირაობა და
სამედიცინო დახმარების მიღება. სასტუმროს
კვალიფიციური პერსონალი სტუმრების
დასვენებისათვის არაჩვეულებრივად კომფორტულ
გარემოს ქმნის მთელი წლის განმავლობაში.
|
|