სასტუმროს გააჩნია შესაშური ადგილმდებარეობა, ადვილად მისაწვდომია ქალაქის ყველა საკვანძო წერტილი, ფეხითაც კი. სულ რაღაც, რამდენიმე წუთში აღმოჩნდებით მტკვარის სანაპიროზე.
სასტუმროს მდებარეობა იდეალურია, როგორც ტურისტებისთვის, ასევე საქმიანი ადამიანებისათვის.
მიმდებარე ქუჩების სიმწვანეში ჩაფლული და მოშორებული მაგისტრალური ქუჩების ხმაურს, სასტუმრო აღსავსეა სიმყუდროვით და სტუმართმოყვარე ატმოსფეროთი.
რესტორანი სთავაზობს, როგორც ტრადიციულ, ნაციონალურ, აგრეთვე კონტინენტალურ კერძებს და ადგილობრივი ღვინოების საუცხოვო ასორტიმენტს.
დახვეწილი სერვისი და ოთახების მყუდრო გარემო სასტუმროს უპირატესობებია. აღსანიშნავია, რომ 5 წლამდე ბავშვები განთავსდებიან უფასოდ, ხოლო უფრო მოზრდილი ბავშვებისათვის დამატებითი საწოლი თქვენი მოთხოვნისამებრ იქნება შემოთავაზებული. მაღალსიჩქარიან ინტერნეტი ფუნქციონირებს სასტუმროს ტერიტორიაზე და არის უფასო სტუმრებისათვის.