|
სასტუმრო ფლამინგო, რომელიც იტალიური დიზაინის შენობაა, მდებარეობს ქალაქ თბილისის ცენტრში ავლაბარში. სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს ისეთი ისტორიული ძეგლები, როგორიცაა მეტეხის ტაძარი, ფერიცვალების დედათა მონასტერი, დარეჯან დედოფლის სასახლე, დავით წინასწარმეტყველის ტაძარი. რიყის პარკი, საბაგირო სადგური, რომელიც უკავშირდება ნარიყალასა და თბილისის ბოტანიკურ ბაღს.
სასტუმრო მოწყობილია კლასიკურ სტილში. მშვიდი გარემო და მაღალი დონის მომსახურება სასტუმრო ფლამინგოს ადმინისტრაციის მთავარი საზრუნავია. მომსახურე პერსონალი მუდამ მზადაა გაუწიოს სტუმრებს საჭირო დახმარება. სასტუმროში ყველა პირობაა შექმნილი კომფორტული დასვენებისთვის. ამჟამად სასტუმროს აქვს 9 კომფორტაბელური ოთახი, 2 ლუქსი, 4 სინგლი, 2 დაბლი, 1 სამ ადგილიანი. ყველა ნომერი მოწყობილა თანამედროვე ავეჯით, გააჩნია თავისი სააბაზანო, მინი ბარი, კონდიციონერი, ტელევიზორი. უფასო უკაბელო ინტერნეტი ასევე ხელმისაწვდომია მთელი სასტუმროს ტერიტორიაზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ წინასწარ დაუკვეთოთ ბიზნეს ლანჩი და ვახშამი.
|
|