Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
ყაზბეგი

ყაზბეგი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი რეგიონის, ხევის ადმინისტრაციულ ცენტრს წარმოადგენს. იგი ზღვის დონიდან 1750 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს და განთქმულია თავისი შესანიშნავი ბუნებითა და ხედებით. მის ერთ-ერთ მთავარ მშვენებად მყინვარწვერი, იგივე ყაზბეგის მწვერვალი ითვლება, რომელიც 5047 მეტრით, სიდიდით მეორია საქართველოში სახელგანთქმული შხარას შემდეგ, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5068 მეტრს აღწევს. ყაზბეგის ღირსშესანიშნაობებში განსაკუთრებული ადგილი უკავია გერგეტის წმინდა სამების სამონასტერო კომპლექსს. გერგეტის სამება ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით მყინვარწვერის განუმეორებელი ფონის ხედზე. თუ ამინდმაც ხელი შეგიწყოთ და ყაზბეგში ჩასულს მზიანი ამინდი დაგხვდათ, მაშინ ნამდვილად გაგიმართლათ და შეგიძლიათ კავკასიის მთების დიდებული ხედებით და მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების ყურებით დატკბეთ.

ყაზბეგს ხშირად ორი სახელით მოიხსენიებენ, ყაზბეგითა და სტეფანწმინდით. მისი პირვანდელი სახელი სწორედ სტეფანწმინდაა, ყაზბეგის სახელწოდება კი უკავშირდება დიდი ქართველი მწერლის ალექსანდრე ჩოფიკაშვილის სახელს. ყაზბეგი ალექსანდრეს მამას ერქვა, მოგვიანებით კი ალექსანდრემ მამის სახელი ფსევდონიმად გამოიყენა და ალექსანდრე ყაზბეგი დაირქვა. ალექსანდრე ყაზბეგის სახელით გამოაქვეყნებული არაერთი ლიტერატურული შედევრი ღირსეულ ადგილს იკავებს ქართული ლიტერატურის ისტორიაში და მისი ნაწარმოებები, არაერთი წარმატებული ქართული ფილმის ფაბულაც გამხდარა. სწორედ ალექსანდრე ყაზბეგს უკავშირდება როგორც დაბის, ისე მყინვარწვერის სახელწოდება. ალექსანდრე ყაზბეგის ძეგლი დაბის ცენტრალურ მოედანზეა აღმართული, მისი სახლ-მუზეუმი კი ცენტრიდან დაახლოებით 500 მეტრითაა დაშორებული.

როგორც კი მთავარი მაგისტრალიდან ჩრდილოეთით გადაუხვევთ და საქართველოს მთავარ სამხედრო გზას დაადგებით, მაშინვე დაგეუფლებათ განცდა, რომ წინ არაჩვეულებრივად სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობა გელით. ყაზბეგში ჩასვლამდე უამრავი საინტერესო ადგილს გაივლით: ანანურის ციხე-სიმაგრე, რომელიც ამაყად გადაჰყურებს ჟინვალის წყალსაცავს; გუდაური - საქართველოს საუკეთესო სათხილამურო კურორტი; ჯვრის უღელტეხილი(2379 მეტრი), თავისი შესანიშნავი ხედებითა და განუმეორებელი სილამაზით; განთქმული მინერალური წყლები და არაერთი ტრადიციული სოფელი, გამორჩეული თავისი არქიტექტურით, ძეგლებითა და ისტორიებით. უღელტეხილამდე გზა მთიულეთის, იგივე თეთრ არაგვს მიუყვება, უღელტეხილის გადალახვის შემდეგ კი თქვენს მეგზურს მდინარე თერგი წარმოადგენს, რომელიც დარიალის ხეობის და რუსეთის გავლით საბოლოოდ კასპიის ზღვის აუზს უერთდება.

ყაზბეგი ერთნაირად იზიდავს როგორც ქართველ ისე უცხოელ დამსვენებლებს, გერგეტის სამების ულამაზესი სურათი კი არაერთი ქართული და უცხოური გამოცემის მთავარ გვერდზე იკავებს ღირსეულ ადგილს. იშვიათად თუ შეხვდებით საქართველოში ჩამოსულ ტურისტს, რომელიც არ სტუმრობს ყაზბეგს. ყაზბეგი ყველა გემოვნების დამსვენებელს იზიდავს: მათ, ვისაც უნდათ რომ უბრალოდ თავი გაარიდონ ქალაქის ხმაურს, მათ, ვისთვისაც მთაში დასვენება და ბუნებაში ხეტიალი განტვირთვისა და დასვენების უმთავრეს საშუალებას წარმოადგენს, მათ, ვისთვისაც მწვერვალების დაპყრობა და იშვიათი ბუნებით ტკბობა ცხოვრების მიზნად ქცეულა, და მათ, ვისაც უბრალოდ აინტერესებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა.

2011 წელს ყაზბეგის ღირსშესანიშნაობებს კიდევ ერთი ძეგლი შეემატა - დარიალის წმიდა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი. კომპლექსიდან 100 მეტრის მოშორებით უკვე საქართველო - რუსეთის მთავარი საზღვარი, ლარსის მთავარი გამშვები პუნქტი მდებარეობს. ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, რომ საქართველოს მთავარი სამხედრო გზა არც დღეს კარგავს თავის მნიშვნელობასა და დანიშნულებას და ამიერ და იმიერკავკასიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მთავარ მაგისტრალს წარმოადგენს.