ელეგანტური 4 ვარსკვლავიანი სასტუმრო, მდებარეობს ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ექსკლუზიურ მისამართზე. კერძოდ, უბან ორთაჭალაში, სადაც სათავეს იღებს ქალაქის დაარსების ისტორია. შესანიშნავი შესაძლებლობა ეძლევათ სტუმრებს ისიამოვნონ, რამდენიმე წუთიანი გასეირნებით, დაათვალიერონ ახლომდებარე ღირსშესანიშნაობები.
სასტუმროს სერვისი ფორმირებულია თითოეული სტუმრის ინდივიდუალიზმის გათვალისწინებით და ორიენტირებულია მათ დაკმაყოფილებაზე. არაფერია ყურადღებას მოკლებული: სივრცე, ინტერიერი და მაქსიმალური ზრუნვით აღსავსე მომსახურეობა. ამგვარად, სასტუმროში არის შექმნილი შესანიშნავი ფონი სასიამოვნო დასვენებისათვის.
სასტუმროს დახვეწილი ატმოსფერო, ასევე იდეალურია საქმიანი ვიზიტებისათვის. არც თუ ისე დიდ მანძილზე მდებარეობს აეროპორტი და ცენტრალური რკინიგზის სადგური, ასევე ქალაქის ეკონომიკური ცენტრი.
მიმღებში, თქვენ მუდამ გელით მაღალკვალიფიცირებული შტატი, რომელიც დაგაკვალიანებთ
ნებისმიერი ინფორმაციით ტურისტულ ან სხვა სფეროში.
სასტუმროს პერსონალი, მომსახურეობის სისტემა და ახლომდებარე არაჩვეულებრივი
პეიზაჟები გახდიან დაუვიწყარს თქვენს სტუმრობას ბაზალეთი პალასში.