|
შავი ზღვის სანაპირო ზოლს
კლიმატითა და სამკურნალო ქვიშით
თავისებურ ელფერს მატებს კურორტი
ურეკი.
ურეკის წვრილმარცვლოვანი
მაგნიტური ქვიშა შავი მურა
ფერისაა, რომლის ძირითადი
კომპონენტებია: მაგნეტიტი,
ტიტანომაგნეტიტი, ილენიტი,
პიროქსენი, კვარცი, აპატიტი,
ცირკონი და სხვა კომპონენტები,
რომლებიც ქმნიან მაგნიტურ ველს.
სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა
მიერ დადგინდა ურეკის ქვიშის
მაგნიტური ველის სასიკეთო გავლენა
ისეთ ავადმყოფობებზე,
როგორებიცაა: სისხლის მიმოქცევის
ორგანოთა, ნერვიული სისტემისა და
სუნთქვის ორგანოთა დაავადებები,
საყრდენ-მამოძრავებელი
აპარატებისა და ბავშვთა
კონტინგენტის დაავადებები.
ურეკის სანაპიროს სამკურნალო
ზოლზე მდებარეობს სასტუმრო
კომპლექსი ''ელიტა''. ბაღის
სიღრმეში დამსვენებელს 24 საათის
განმავლობაში მოემსახურება
ბარი-რესტორანი. აქ შეგიძლიათ
დააგემოვნოთ როგორც ნაციონალური,
ასევე ევროპული სამზარეულო, ხოლო
პროფესიონალი ბარმენი საუკეთესო
კოქტეილებითა და უახლესი
ბრენდებით გაგიმასპინძლდებათ.
სასტუმროს აქვს ინდივიდუალური
გასასვლელი სანაპიროზე და ყველაზე
სუფთა, კომფორტული პლაჟი
შეზლონგებითა და ქოლგებით.
ასევე პლაჟზე
ფუნქციონირებს სწრაფი კვების
რესტორანი და ბარი.
|
|