გილოცავთ შობა-ახალ წელს!!!
თუ ჯგუფური მოგზაურობა თქვენთვის საჭიროებას არ წარმოადგენს, ალბათ დაგჭირდებათ კერძო მანქანა ინდივიდუალური მოგზაურობისათვის. თუმცა თუ თქვენ გადაწყვეტთ იმოგზაუროთ კომპანიონებთან ერთად, მაშინ კონკორდ თრეველის წარმომადგენლები შექმნიან სწორედ თქვენთვის სპეციალურ ტურს, სადაც დღეების რაოდენობა, ტრანსპორტის სახე, ღამისთევის ადგილები და კულტურული ძეგლების არჩევანი თქვენზე იქნება დამოკიდებული. ქვემოთ იხილეთ მარშრუტის მაგალითი, სადაც მივუთითებთ ჩვენს შესაძლებლობებს. ტურის ფასი დამოკიდებული იქნება მოგზაურობაში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობაზე.
დღე 1: ჩამოსვლა თბილისში, აეროპორტში დაგხვდებათ კონკორდ თრეველის წარმომადგენელი. ღამისთევა თბილისში სასტუმროში.
დღე 2: თბილისის ღირსშესანიშნაობების ტური. მათ შორის ნახავთ: ნარიყალას ციხესიმაგრე, რომელიც თარიღდება მე-4 საუკუნით; მეტეხის ეკლესია (მე-13 საუკუნის კულტურული ძეგლი); ანჩისხატის ეკლესია (მე-6 საუკუნე); სიონის საკათედრო ტაძარი (იგი მე-13 საუკუნით თარიღდება, (თუმცა გარკვეული ცვლილებები შეტანილ იქნა მე-17-19 საუკუნეებში); ძველ თბილისში მდებარე გოგირგის აბანოები; სამების საკათედრო ტაძარი ( მე-2 ათასწლეული). ღამისთევა სასატუმროში, თბილისი.
დღე 3: სტუმრობა საქართველოს მევენახეობის მხაარეში-კახეთში. ამ რეგიონში ნახავთ ბოდბეს მონასტერს (მე-11ს.); საქართველოს განმანატლებელ წმინდა ნინოს საფლავს; ალექსანდერე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წინანდალში; შეგეძლებათ ასვე ქართული ღვინის დეგუსტაციაც. ღამისთევა თელავის სასტუმროში.
დღე 4: ახალი წლის წინა ღამის გატარება კახეთში. მოინახულებთ შემდეგ ღვინის ქარხნებს: “თელიანი ველი”; “ბადაგონი”; “თელავის ღვინის მარანი”. კახეთში ესტუმრებით ერთ-ერთ ადგილობრივ ოჯახს და მონაწილეობას მიიღებთ ქართულ წვეულებაში ქართული ღვინითა და სამზარეულოთი. ღამისთევა თელავში.
დღე 5: ალავერდის მონასტერის მონახულება (მე-11ს.). გამგზვრება საქართველოს მთიან რეგიონში ხევი. გზად შესაძლებლობა გექნებათ ნახოთ საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა და მუზეუმი ღია ცის ქვეშ. აქ არის ასევე სვეტიცხოვლის ტაძარი (მე-11ს.); ჯვრის მონასტერი (მე-6ს.); ასევე გზად ნახავთ ანანურის სამონასტრო კომპლექსს (მე-17ს). ღამისთვა სამთო-სათხილამურო კურორტ გუდაურში.
დღე 6-7: ორი დღის გატარება გუდაურში დასასვენებლად, ან თუნდაც სათხილამუროდ.
დღე 8: თბილისში დაბრუნება. თავისუფალი დრო. გამოსამშვიდობებელი საღამო ქართულ რესტორანში, ქართული ღვინისა და კერძების დაგემოვნება. აეროპორტში გაცილება.
|