Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
ხევი
 
ხევი განთქმულია თავისი საოცარი ბუნებით, სადაც დარიალის ვიწრო ხეობაში იბრძვის და გუგუნებს შმაგი თერგი. ირგვლივ ზეცამდის აწვდილი სალი კლდეებია, ძირს კი ვიწრო ბილიკები მიიკლაკნება, რომელთაც აქაფებული თერგის ზვირთები გამალებით ეხეთქებიან. მთის მაღალი წვერიდან ამაყად გადმოგვყურებენ ბახტრისა და დარიალის უძველესი ციხეები, თუმცა ხევის სიამაყე მაინც მყინვარწვერია. ხევის ამ დიადი ბუნებით დამტკბარს, არაერთ პოეტსა თუ მწერალს უძღვნია ქება-დიდება მისთვის (ლერმონტოვი, პუშკინი და სხვა). ხევი ხომ უცხოელი სტუმრებისა და მთამსვლელების აღთქმის ქვეყანაა, რომლებიც მყინვარწვერის ხშირი სტუმრები არიან.

ხევის რეგიონი კავკასიონის ჩრდილოეთ მხარეზე მდებარეობს მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში და უჭირავს დაახლოებით 520 კვადარატული კილომეტრი. აღმოსავლეთით მისი მოსაზღვრეა ხევსურეთი, დასავლეთით-ოსეთი, ჩრდილოეთით-ჩრდილო კავკასია, სამხრეთით კი კავკასიონის მთავარი ქედი. ამ ულამაზეს მხარეს გარს არტყია კავკასიონის ცამდის აწვდილი მთები და მყინვარები: ყურო, ვეშანროვანი, ნაროვანი, ხვედისი, შინო, ქამარჯინა, ართხმო, ღეჭია, ბახნო, ლიჯე, საკეცენი, ჩათა, ქუბასწვერი, დიდო, ნახერეთი, ხდე, დარიალა, მვირგვალის წვერი, ორწვერი, აბანო, დევდორაკი და სხვები. Aამ მთების სიმაღლე 2000-დან 5000 მეტრს აღწევს, ვულკანური წარმოშობის მყინვარწვერის სიმაღლე კი 5043 მეტრია.

ხევი მდიდარია მინერალური და გოგორდოვანი ცხელი წყაროებით. იგი მოქცეულია ალპების სარტყელში, შესაბამისად აქ უხვადაა ალპური მცენარეები და სუბალპური მდელოები. ტყეს აქ ნაკლებად თუ შეხვდებით.

თრუსოს ხევის მოსახლეობას კავკასიური ერების ერთგვარი ნარევს შეადგენს. საუკუნეების განმავლობაში აქ მოხევეები და ოსები ცხოვრობენ.

მოხერხებული გეოგრაფიულ მდებარეობიდან გამომდინარე, ხევს მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. ჯერ კიდევ უძველეს დროში ხევის ეს ვიწრო ხეობა დამაკავშირებელი ხიდი იყო არა მარტო ამიერ და იმიერ კავკასიას, არამედ აგრეთვე აზიასა და ევროპას შორის.
არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ, რომ აქ ადამიანს ჯერ კიდევ ძვ.წ. 1000-600 წლებში უცხოვრია. აქ ძირითადად მეცხვარეობას მისდევენ. მოხევეები სტუმართმოყვარე და მშრომელი ხალხია.სამხედრო გზაზე ჩამწკრივებულ სოფლებში აქა-იქ მოსჩანან ძველი ციხე-კოშკები.


ღირსშესანიშნაობები:
გერგეთის სამება XIV ს.
ბეთლემის გამოქვაბული მყინვარწვერზე
სპარსანგელოზის სალოცავი
არშის, სნოს და დარიალას ციხეები

     
  საქართველოს შესახებ