Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
ხევსურეთი
 
ეს ულამაზესი მხარე, ღრმა ხევებით დაღარული, კავკასიონის ბუმბერაზ მთებშია მოქცეული. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო-სამხრეთ მხარეზე. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ორ ნაწილად ჰყოფს, რომელთაც პირიქით და პირაქეთ ხევსურეთს უწოდებენ. პირიქითი ხევსურეთი შედგება არდოტის, შატილისა და არხოტის ხეობებისაგან, პირაქეთ ხევსურეთს კი არაგვის ხეობა შეადგენს. ხევსურეთს აღმოსავლეთით ჩეჩნეთი და თუშეთი, დასავლეთით - ხევი და მთიულეთი, ჩრდილოეთით – ქისტეთი, სამხრეთით კი ფშავი ესაზღვრება. დასავლეთ ხევსურეთის მთის კალთები ფოთლოვანი ტყითაა შემოსილი, აღმოსავლეთ ხევსურეთი კი მდიდარია ყვავილოვანი მცენარეებით აჭრელებული სუბალპური და ალპური მდელოებით. ხევსურეთში საცალფეხო გზებია.

ამ უმშვენიერეს მიდამოებში ადამიანს უძველესი დროიდან უცხოვრია, რაზედაც ბრინჯაოს ხანის აქ აღმოჩენილი ნივთებიც მოწმობენ. ხევსურები მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან, თუმცა ისინი უმეტესად ჯერ კიდევ წარმართულ კერპებს ეთაყვანებიან, ამიტომაც აქ წარმართული სამლოცველო უფრო მრავლადაა, ვიდრე ეკლესია-მონასტერი.

ხევსურეთის სიამაყეა მიუვალ კლდეზე შეფენილი სოფელი შატილი, რომელსაც გარესამყაროსთან ერთადერთი ბილიკი აკავშირებს. აქაური სახლები კოშკებს წარმოადგენენ, რომლებიც ერთგვარ თავდაცვით კედელს ქმნიან.


ღირსშესანიშნაობები:
შატილის ციხე-სოფელი
გუდანის ჯვარი
ანატორის ჯვარი
ხახმატის ციხე
ახიელის ციხე
ლებაისკარის ციხე
მუცოს ციხე

     
  საქართველოს შესახებ