სვანეთი - საქართველს ეს ულამაზესი მთიანი რეგიონი კავაკასიაში და არა მარტო კავკასიაში ერთ - ერთი ყველაზე მაღალ მთიანი დასახლებული ადგილია. სვანეთი მდებარეობს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, სადანაც იწყება მდინარეები ენგური და ცხენისწყალი. შემთხვევითი არ არის რომ საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა სწორედ სვანეთში მდებარეობს. შხარას ზუსტი სიმაღლე დღემდე სადაოა, ოფიციალურად ცნობილია ზღვის დონიდან 5068 მ, ხოლო ზოგიერთი წყაროს მონაცემებით 5210 მ-ია. ამ ცნობას გვაწვდიან იალბუზიდან გადაღებული ფოტოს საფუძველზე. მწვერვალ შხარას ძირში მდებარეობს სოფელი უშგული (ზღვის დონიდან 2200 მ). აქვეა მწვერვალები უშბა (ზვის დონიდან 4700 მ) და თეთნულდი (ზღვის დონიდან 4852 მ).
ისტორიულად სვანეთი იყო ძველი კოლხეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ ეგრისის სამეფოში. შუა საუკუნეებიდან კი გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა როგორც სვანეთის საერისთაო. სვანეთი ოდითგანვე იყოფოდა ზემო (დრევანდელი მესტიის რაიონი) და ქვემო (დღევანდელი ლენტეხის რაიონი) სვანეთად. ზემო სვანეთი ცნობილია „უბატონო“ სვანეთის სახელით ანუ დასახლებული იყო თავისუფალი ადამიანებით, სადაც არ იყო ბატონ - ყმობა. XIX საუკუნიდან სვანეთიც მეფის რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, მაგრამ დანამდვილებით შეიძლება ითქვს, რომ სვანეთში მეფის ძალაუფლება ნაკლებად ვრცელდებოდა. სვანეთი ბოლომდე დარჩა თავისუფალ „უბატონო სვანეთად“.
უძველესი დროიდან სვანეთი საქართველოს ეგრეთ წოდებული განძსაცავი იყო. ბარში ძნელ ბედობის ჟამს, (რაც არც თუ ისე იშვიათობა იყო) მთელი ქვეყნის სიმდიდრე - ძვირფასი ხატები, ჯვრები და სხვა საეკლესიო თუ საერო ძვირფასეულობა სვანეთის მიუალ მთებში ინახებოდა. მესტიის მუზემში დღესაც დაცულია ამ განძის საკმაო ნაწილი.
სვანეთში დღემდე შემორჩენილია ხელშეუხებელი ბუნება, მეტ - ნაკლებად შემორჩენილია ძველი წეს - ჩვეულებები და ცხოვრების წესი. დღემდე შემორჩენილია და ხელუხლებად დგას, სვანების უძველესი საცხოვრებელი, მრავალ სართულიანი, ეგრეთ წოდებული სვანური კოშკები, რომლებმაც გაუძლო მრავალ საუკუნეს და მრავალ მიწისძვრას. ამ კოშკების სიმაღლე 20 - დან 30 მ - მდე მერყეობს. თავისი ბუნებრივი პირობებიდან გამომდინარე სვანეთმა მოგვცა ბევრი სახელოვანი მთასვლელი: ალექსანდრე ჯაფარიძე, მიხეილ ხერგიანი და სხვა.
სვანეთში დღესაც ეწყობა საერთაშორისო ალპინიადები. სვანები არიან გამორჩეული მონადირეები. ისინი ნადირობის დროს იყენებენ სპეციალურ თხილის ტოტებისაგან დამზადებულ თხილამურებს. სვანეთის მთებში ბინადრობს იშვიათი ჯიშის მთის ცხოველები: ჯიხვი, არჩვი და სხვა.
სვანები ლაპარაკობენ საქართველოს სხვა კუთხეებისაგან მკვეთრად განსხვავებულ სვანურ დიალექტზე. სვანეთის მოსახლეობა მხოლოდ სვანებითაა დასახლებული. |