"კაცობრიობის ყველა დაავადება, ტრაგიკული ისტორიები, რომლითაც სავსეა
ისტორიის წიგნები, ყველა პოლიტიკური შეცდომა, ლიდერთა ყველა მარცხი
წარმოშობილია ცეკვაში გამოუცდელობის გამო" წერდა მოლიერი.
ჰეივლოქ ელიზი აღნიშავდა, რომ " ცეკვა ეს არის ყველაზე ამაღელვებელი,
აქტიური და ყველაზე მშვენიერი ხელოვნება, იმიტომ ეს არ არის უბრალოდ
აბსტრაქცია, "ეს არის ცხოვრება".
არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ " ნებისმიერი პრობლემის
მოგვარება შეიძლება ცეკვით". ეს შეიძლება ცოტა გადაჭარბებულად ჟღერდეს,
მაგარმ ნამდვილ ცეკვას მოაქვს ბედნიერება და სულის სიმშვიდე, სულ ცოტა
წარმოდგენის განმავლობაში.
თქვენ ალბათ გაგიკივირდებათ, რატომ არის ასეთი შეხედულება ცეკვაზე.
ქართველი ხალხისთვის ცეკვა არ არის მხოლოდ კულტურის ნაწილი, ეს მათი
ცხოვრებაა. უცხოელ სტუმრებს ხშირად უკვირთ, როცა ისინი საქართველოში
ჩამოდიან, რადგან ეს არის სრულიად განსხვავებული ქვეყანა. ისინი სრულიად
განსხვავებულ კულტურას ეცნობიან. ორიგინალური ქართული ცეკვები ასახავენ
საქართველოს ცხოვრების სხვადსხვა ასპექტს. ცეკვები იყოფა მათი წარმოშობის
მიხედვით და შეიცავენ სხვადასხვა რიტუალებს და ცერემონიებს. მთაში
შემორჩენილი კერპთაყვანისმცემლობა ზეგავლენას ახდენს ქართულ ნაციონალურ
ცეკვებზე.
ქართული ცეკვები იყობა სოლოდ, წყვილებად და ჯგუფურ ცეკვებად. ყველა
მოცეკვავე უნდა დაემორჩილოს მოთხოვნის საერთო წესებს და ასახოს ეს ცეკვაში.
ამავე დროს მოცეკვავემ არ უნდა დაკარგოს ინდივიდუალურობა. ზოგიერთი ცეკვა
მოითხოვს პარტნიორებს შორის სიმარდეში, ძალაში, მოძრაობებში. ახალ ქართულ
ფოლკლორულ ცეკვებში, რომელიც იქმნებოდა ბოლო 20, 30 წლის მანძილზე,
შეინიშნება ცვლილებები ქალთა ცეკვებში. ეს ცეკვები მოითხოვს უფრო მეტ
ენერგიას, აქტიურობას, მოძრაობებს, მაგრამ მაინც არ უნდა დაიკარგოს
ტრადიციული შტრიხები. კაცთა ცეკვებიც საამაყოა და გამოირჩევა მაღალი
ტექნიკით, მსოფლიოს სხვა ცეკვებისგან განსხვავებით. ისინი ცეკვავენ ფეხის
წვერებზე, სპეციალური ფეხსაცმლის გარეშე.
ქალების როლი ცეკვაში საინტერესოა. ქალი არასოდეს ცდილობს ღიად მიიზიდოს
პარტნიორი ცეკვის დროს, რადგან მას არ სურს შეამჩნიოს პარტნიორმა.
პარტნიორი ინარჩუნებს დისტანცეს ცეკვის დროს და პატივს სცემს მის სილამაზეს.
ჩვენი სურვილია გაეცნოთ ქართულ ფოლკლორულ ცეკვებს. ეს გასაოცარი და
მშვენიერი ცეკვები წარმოადგენენ საქართველოს ისტორიას, ტრადიციებს და
კულტურას.
ქართული ფოლკლორული ცეკვები არ არის ცნობილი მსოფლიოში, მაგრამ მაინც
დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მნახველზე. ქართული ცეკვის ანსაბლები ,
პროფესიონალებიც და მოყვარულების, დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებენ მთელს
მსოფლიოში. დახვეწილი მოძრაობები არა მარტო მაყურებელთა აღფრთოვანება
იწვევს, არამედ მოცეკვავეებსაც სიამოვნებას ანიჭებს.
სანამ ჩვენ თითოეულ ცეკვას სათითაოდ აგიღწერთ, გადავხედოთ ზოგადად მთელს
ცეკვებს. ყველა ცეკვა წარმოადგენს თავის მხარეს. მთის ცეკვები , როგორიცაა:
მთიულური, ხევსურული, ყაზბეგური, მკვეთრად განსხვავდება სხვა ცეკვებისგან.
მაგალითად აჭარული, დავლური ცეკვებისგან. ყველა ცეკვას აქვს თავის კოსტიუმი
საქართველოს კუთხეების მიხედვით. ყველა ცეკვა იდგმება სასცენო
წარმოდგენისთვის. ბევრი ცეკვა ილიკო სუხიშვილის და ნინო რამიშვილის მიერ არის
დადგმული (ქართული ნაციონალური ცეკვების დამაარსებლები). |