Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
რაჭა
 
რაჭა მდებარეობს საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე რიონისა და მისი შენაკადების ხეობაში. რაჭას ოთხივე მხრიდან მაღალი მთები აკრავს: ჩრდიოლეთით კავკასიონის ქედი, აღმოსავლეთით - ლიხის მთა, სამხრეთით - ნაქერალას მთა და დასავლეთით - სვანეთის მთები.

ვახუშტი ბატინოშვილის გადმოცემით, ამ ადგილს რაჭა შემდეგი შემთხვევის გამო დარქმევია: ერთ ქართველ მონადირეს, რომელიც აქ პირველად დასახლებულა, ნაქერალადან გადმოუხედავს, განცვიფრებულა რიონის ვიწრო და ღრმა ხეობით, იგი ჭისათვის მიუმსგავსებია და წამოუძახავს: "ეს რა ჭა ყოფილაო!" ამის შემდეგ ამ მხარეს რაჭა დარქმევია.

თავიდან რაჭა თაკვერთან ერთად ქმნიდა თაკვერის საერისთავოს, რომელიც ეგრისის სამეფოში შედიოდა. შემდეგ ლეჩხუმთან ერთად რაჭა-ლეჩხუმის საერისთავოში გაერთიანდა. X ს. ბოლოს შეიქმნა რაჭის საერისთავო, რომელიც XIII ს-დან იმერეთის სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა.

ისტორიულ-გეოგრაფიულად რაჭა იყოფა მთის რაჭად, ზემო და ქვემო რაჭად.

 
ღირსშესანიშნაობები:
ნიკორწმინდას ეკლესია (XI ს.),
მინდას ციხე,
ონის ციხე (შუა საუკუნეები),
პატარა ონი – დარბაზული ეკლესია (XI ს.),
შქმერის კარსტული მღვიმე (1720 მ.),
მთისკალთის(მრავალძალის) დარბაზული ეკლესია(X-XI სს., XIX ს.),
უწერა - დარბაზული ეკლესია,
ნანგრევები (X ს.), ღები,
გამაგრებული საცხოვრებელი (შუა საუკუნეები),
ბარაკონის ეკლესია (XVIII ს.),
ხვანჭკარის ციხე და ეკლესია (შუა საუკუნეები),
ხოტევის ციხე (შუა საუკუნეები),
ბუგეულის დარბაზული ეკლესია(XIV-XV სს.)
     
  საქართველოს შესახებ