Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
სამცხე-ჯავახეთი
 

     დღევანდელი ადმინისტრაციული რეგიონის, სამცხე-ჯავახეთის ძირითად ნაწილს უწინ წარმოადგენდა ისტორიული მესხეთის მხარე. ძირძველი ქართული ტომების საცხოვრებელი ადგილი.  ძველი წელთაღრიცხვის II ათასწლეულის მიწურულიდან მესხებს ჰქონდათ საკუთარი ძლიერი სამეფო, რომელიც დროთა განმავლობაში უამრავი ომების შედეგად განადგურდა და საბოლაოდ ძვ.წ. III საუკუნიდან მოექცა ფარსმან მეფის გაერთიანებულ სამფლობელოში. მესხეთი თავიდანვე დაყოფილი იყო სამ საერისთაოდ, მართალია IX საუკუნიდან კიდევ  ერთხელ გაძლიერდა მაგრამ XIII საუკუნიდან მოღოლთა შემოსევებმა და  დროთა განმავლობაში უამრავი დამპყრობლებისა და შემოსევების (არაბები, სპარსელები, ოსმალები) შედეგად მესხეთი საბოლაოდ მოექცა მუსლიმანური ორიენტაციის ქვეშ. საბოლაოდ XIX საუკუნიდან საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად მესხეთი  შევიდა  მეფის რუსეთის შემადგენლობაში.
ყველა ამ ისტორიული მოველენიებიდან გამომდინარე სამცხე - ჯავახეთი მდიდარია ისტორიულ -  ხუროთმოძღვრული ძეგლებით.  ერთ - ერთი ყველაზე შესანიშნავი ძეგლია XII საუკუნის ვარძია -  კლდეში ნაკვეთი ულამაზესი ქალაქი. თამარის ეპოქაში შექმნილ ვარძიას უკავშირდება უამრავი ლეგენდა თუ ისტორიული ფაქტები თამარ მეფის შესახებ. ულამაზესია X საუკუნის ხერთვისის, IX საუკუნის აწყურის, X – XI საუკუნის თმოგვის ციხეები და სხვა ისტორიული ძეგლები. ფუნქციონირებს X საუკუნის საფარის სამონასტრო კომპლექსი -  ჯაყელების ყოფილი  რეზიდენცია.
საქართველოს ეს კუთხე მდიდარია მინერალური წყლებით და ბალნეოლოგიური კურორტებით. სახელგანთქმული ბალნეოლოგიური  ქალაქ - კურორტი  ბორჯომი (ზღვის დონიდან 900 მ)  თავისი მინერალური წყლით დიდი ხანია ცნობილია საქართველოს საზღვრებს გარეთ. XIX საუკუნესა და XX  საუკუნის დასაწყისში ბორჯომი წარმოადგენდა რუსეთის მეფეთა - რომანოვების  რეზიდენციას.  ბორჯომში დასასვენებლად ნამყოფი არის უამრავი გამოჩენილი ადამიანი: რუსეთის რამდენიმე მეფე, მ.გორკი, პ.ჩაიკოვსკი, ი.სტალინი და სხვა.  სამთო - სათხილამურო კურორტი ბაკურიანი კი ზღვის დონიდან 1700 მ  სიმაღლეზეა, რომელიც საბჭოთა პერიოდში წარმოადგენდა სსრკ სათხილამურო ნაკრების ძირითად მოსამზადებელ  ბაზას. ბაკურიანი დღესაც საერთაშორისო მნიშვნელობის სამთო - სათხილამურო ცენტრია.  ბორჯომ - ბაკურიანი სამართლიანად ითვლება ზამთრის ოლიმპადის ერთ - ერთ ღირსეულ პრეტედენტ ადგილად. კურორტ აბასთუმანში განლაგებულია: ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტრო - ფიზიკური ობსერვატორია  და  სხვა ისტორიული ძეგლები. სამცხე - ჯავახეთიდან იწყება საქართველოს უდიდესი მდინარე მტკვარი (390 კმ).
მობრძანდით და  დაისვენეთ საქართველოს ერთ - ერთ ულამაზეს კუთხეში!

     
  საქართველოს შესახებ