Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
ქართლი
 
ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია ქვეყნის აღმოსავლეთში. ელინისტური ხანიდან მოყოლებული ქართლი ორ ნაწილად იყოფოდა: ზენა სოფელი (შიდა ქართლი, მხარე მტკვრის შუა დინებაზე) და ქვენა სოფელი (ქვემო ქართლი, მხარე მტკვრის ქვემო დინებაზე).

ქართლის ტერიტორია ძვ. წ. IV ს. იბერიის სამეფოში შედიოდა. იბერიის ანუ ქართლის სამეფო შეიქმნა ძვ. წ. IV- ახ. წ. V ს. აღმოსავლეთ საქართველოში. ძვ. წ. III ს. დასაწყისში იბერიის სამეფოში ძალაუფლება ხელში ჩაიგდო ადგილობრივი წარმოშობის პირმა ("მცხეთის მამასახლისების" საგვარეულოს წევრმა) ფარნავაზმა, რომლის დროსაც იბერიამ დიდ ძლიერებას მიაღწია. ფარნავაზმა ქართლის დედაქალაქად მცხეთა გამოაცხადა. ქართლის სამეფო როგორც ეკონომიურად, ისე პოლიტიკურად მეტად ძლიერი, ხოლო კულტურულად დაწინაურებული ქვეყანა იყო. ძვ. წ. 65 ქართლი დალაშქრა პომპეუსმა. I-II სს. ქართლი კვლავ გაძლიერდა და IIს. 30-50-იან წლებში, ფარსმან-II-ის მეფობის დროს ქართლის სამეფომ თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია. IV საუკუნეში ქართლში ვრცელდება ქრისტიანული რელიგია.

V საუკუნის ბოლოდან იწყება ქართლის საუკუნოვანი ბრძოლა ირანის აგრესიის წინააღმდეგ. ამ დროს ქართლის მეფე იყო ვახტანგ გორგასალი. მან დედაქალაქი მცხეთიდან თბილისში გადმოიტანა. VII-IX სს. ქართლში არაბები ბატონობდნენ. Xს. ქართლი გაერთიანებული ქართული სახელმწიფოს ცენტრი გახდა, ხოლო XV-XVIII სს. ჩამოყალიბდა ქართლის სამეფო, რომელიც 1801 წლამდე არსებობდა.

შიდა ქართლი ისტორიულად მოიცავდა ტერიტორიას, რომელიც შემოფარგლული იყო: აღმოსავლეთით - არაგვით, ჩრდილოეთით – კავკასიონით, დასავლეთით – ლიხის ქედით, სამხრეთით თრიალეთის ქედით.
 
ღირსშესანიშნაობები:
კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე,
გორის ციხე,
ატენის სიონის ეკლესია (VII ს.),
ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი (XII-XIII სს.),
სამთავისის ტაძარი (XI ს.),
წრომის ტაძარი,
ბულბულის ციხე,
რუისის ღვთისმშობლის ხუროთმოძღვრული კომპლექსი,
სამწევრისის ციხე-დარბაზის კომპლექსი,

მუზეუმები:
ი.გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი,
ორბელიანთა სასახლე-მუზეუმი (ლამისყანა),
სტალინის სახლ-მუზეუმი,


ქვემო ქართლი გამორჩეულია თავისი სიმწვანით, ტყეებით, ანკარა მდინარეებითა და ტბებით, უხვი ნადირითა და თევზებით, მინერალური და თერმული წყლებით. აქ გვხვდება ვულკანური წარმოშობის მთები, ვრცელი ველები და წინაალპური მთები, ნახევრადუდაბნო, მშრალი სუბტროპიკული და ალპურ ზონები. ქართლში კლიმატი თბილია, ჰავა - რბილი.

ქვემო ქართლს უძველესი ისტორია აქვს. მისი ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებით იყო დასახლებული. აქ შეიქმნა თრიალეთის ყორღანების დიდი კულტურა, რომელიც უფრო ძველია, ვიდრე ლეგენდარული კოლხეთი და მითი არგონავტებზე. მხარეში შეხვდებით V-VI სს. და შემდგომი პერიოდის ისტორიულ ძეგლებს, ასევე ძვ.წ. I ათასწლეულის ნაქალაქარსა და სხვა ღირსშესანიშნაობებს. უნიკალური არქეოლოგიური აღმოჩენაა პირველყოფილი ადამიანისა და მისი ადგილსამყოფელის ნაშთები დმანისის ნაქალაქარზე, რაც იმაზე მოწმობს, რომ დმანისელი ჰომინიდი ამ ტერიტორიაზე 1,8 მლნ წლის წინათ ბინადრობდა და რომ იგი უძველესია ევროპასა და აზიაში.

ქართული ეპიგრაფიკის უძველესი ნიმუში შემოგვინახა ბოლნისის სიონმა (V ს.).
 
ღირსშესანიშნაობები: (დაახლოებით 650 ისტორიული ძეგლი)
ბოლნისის სიონი (V ს.-შუა საუკ.),
წუღრუღაშენი (შუა საუკ.),
ვანათი (V-VI სს.),
სათხის (X-XI სს.),
აკვანების (VI-VII სს.),
ამაღლების (VI-II სს.) ეკლესიები.
კაზრეთის სამება (შუა საუკ.),
გარდაბნის ღვთისმშობლის ეკლესია (VI ს.).
აკაურთას, ნარდევანის,
სანთის ციკლოპური ციხეები (ძვ.წ.I ათასწლ.).
კარის ორბელიანის წმ. ნიკოლოზის ეკლესია (XVII-XVIII სს.).
ქოლაგირის ციხეგალავანი და ეკლესია (შუა საუკ., XVIII ს.),
ნასოფლარი ქოლაგირი,
საყდრისი (ძვ.წ. 3018-2929),
ბეთანიის (XII-XIII-შუა საუკ.),
მარტყოფის (1699,XIX ს.),
ვარდისუბნის (შუა საუკ.) მონასტრები.
ანტონ მარტყოფელის სვეტი (შუა საუკ.),
პეტრიანთ საყდარი (1014-22),
ეგრისის კომპლექსი (X-XIII სს.),
სიხუაანთ საყდარი (1034),
კვირაცხოველი (VI-VII სს),
დიდი გომარეთის ღვთისმშობლის (შუა საუკ.) და წმ.ნიკოლოზის (X .) ეკლესიები,
ელისპირის წმ. დემეტრეს ეკლესია (VIII-IX, XIX ს.),
რევაზაშენი (VIII-IX სს.).
დმანისისა (XIII ს.) და სამშვილდის (VIII-შუა საუკ.) ნაქალაქარები.
სიონი (1702),
წმ.მარინეს (გვიანი შუა საუკ.),
წმ. ბასილის (VIII-IX სს.),
ამაღლების (VIII-IX სს.), უკანგორის (V-VI სს.) ეკლესიები,
ლამაზი საყდრის მონასტერყ (შუა საუკ.),
მანგლისის (VI-XI სს., XIX ს.),
აბელიანის (1250-1259),
დრიანეთის (X-XIსს.) ეკლესიები.
გუდარეხის (შუა საუკ.),
სამღერეთის (XIIIს.) სამონასტრო კომპლექსები,
ქვაჯვარი (XIIIს.),
კოშკი "სალხინო" (1811),
ნადარბაზევი (სასახლე და გალავანი (X-XIსს.),
პირღებულის (X-XIIIსს.), ფიტარეთის (1213-22) მონასტრები.
ბირთვისის, ხულუტის, წოფის ციხეები (შუა საუკ.).
ანდრიას ნასახლარი (შუა საუკ.-XIII ს.),
ღოუბნის ორმოცმოწამის ეკლესია (XVI ს.),
 "დედა ღვთისა" (VIII-IX სს.),
ცხნარი (XIII ს.),
აიაზმის ღვთისმშობლის ეკლესია (VI-VII ს.),
არჯევან-სარვანის წმ. გიორგის ეკლესია (XI ს.),
ედიქილის წმ. დემეტრეს ეკლესია (შუა საუკ.),
ედიქილის სასახლე (შუა საუკ.),
თეჯისის წმ. კონსტანტინეს ეკლესია (შუა საუკ.),
მენჰირი (ძვ. წ. I ათასწლ.),
კუშჩის წმ. გიორგის ეკლესია (VI-VII სს.),
ქირიაქის წმ. გიორგის ეკლესია (XII-XIII სს.),
ქირიაქის ორმალიანი ხიდი (შუა საუკ.),
ჩათახის მონასტერი (XII-XIII სს.),
ჭოჭიანი (შუასაუკ.).

მუზეუმები:
რუსთავის,
ბოლნისის,
თეთრიწყაროსა და გარდაბნის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები.
ტანძიის სულხან-საბა ორბელიანის სახ. მემორიალური მუზეუმი,
ბოლნისის ღაზაროს აღაიანის სახლ-მუზეუმი,
დმანისის ისტორიულ-არქეოლოგიური ნიმუშების საექსპოზიციო დარბაზი,
წერაქვის მ. ჯავახიშვილის სახ. მემორიალური მუზეუმი,
შაუმიანის მელიქ ფაშაევის სახ. მემორიალური მუზეუმი. 
     
  საქართველოს შესახებ