Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 
საქართველოს რეგიონები
 
სამეგრელო
 

სამეგრელო, საქართველოს ერთერთი უმდიდრესი და ულამაზესი კუთხეა. მისი უძველესი ისტორია კი, უფრო საინტერესოს ხდის ამ მხარეს. სამეგრელო მდებარეობს რამდენიმე მდინარეს შორის: ცხენისწყალი, რიონი, ტეხურა, აბაშა, ესაზღვრება შავ ზღვას.
სამეგრელო,  გამოირჩევა იმითაც, რომ ამ რეგიონს საკუთარი ენა გააჩნია. პირველი თეატრალური წარმოდგენა „ოტელო“,  სწორედ სამეგრელოში დაიდგა, კერძოდ სოფელ ბანძაში. ეს მხარე გამოირჩევა უძველესი და უმდიდრესი ისტორიით გაჯერებული ძეგლებით.
მარტვილის მონასტერი, ეს ულამაზესი, შუა საუკუნეების ძეგლი, თავისი მრავლისმომცველი ისტორიით არც ერთ მნახველს არ ტოვებს გულგრილს.  ძველ დროში მონასტრის ადგილას იდგა მუხის უზარმაზარი ხე, იგი წარმოადგენდა ნაყოფიერებისა და გამრავლების სიმბოლოს,  ჭყონდიდელები მას ჩვილ ბავშვებსაც  კი სწირავდნენ. მას შემდეგ , რაც ანდრეა პირველწოდებულმა სამეგრელოში იქადაგა ქრისტიანობა, ეს  მუხის ხე მოჭრეს და სწორედ მის ადგილას აიგო მისივე სახელობის პირველი ტაძარი. მეათე საუკუნეში, მეფე გიორგი მეორემ ეს ტაძარი საეპისკოპოსოდ გამოაცხადა, მიაშენა ახალი ნაგებობები და მას მერე, ეს ტაძარი ატარებს მარტვილის მონასტრის სახელს. 
სამეგრელოში, კერძოდ ზუგდიდში, მდებარეობს ულამაზესი  დადიანების სასახლე. მუზეუმში წარმოდგენილია: უძველესი დროის ბრინჯაოს ნივთები, ტანისამოსი, ასევე უძველესი ფეოდალური დროის ექსპონატები, რელიგიური ნივთები. დადიანების სასახლეს კიდევ უფრო სანახაობრივს ხდის ულამაზესი  დადიანების დროინდელი ბოტანიკური  ბაღი.  სწორედ დადიანების მუზეუმში ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართი, რომელიც ლევან დადიანმა ხობის ეკლესიიდან გადმოასვენა თავის სასახლეში.  განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ასევე: ფრანგული კულტურის ნიმუშები, სურათები, ძეგლები და ნეაპოლის მეფის შვილიშვილის რელიკვიები.  ამ უკანასკნელს ,ცოლად ჰყავდა დავით დადიანის ქალიშვილი სალომე.
სამეგრელოს ერთერთი უძველესი ადგილია ნოქალაქევი, იგი მდებარეობს მდინარე ტეხურას მარჯვენა სანაპიროზე, როგორც ვარაუდობენ სწორედ აქ მდებარეობდა ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა გაიტაცეს ოქროს საწმისი.  ეს უძველესი და უდიდესი ქალაქი არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილია  მეოცე საუკუნეში.  აქ არის  ნაგებობები, კოშკები, პატარა ეკლესია, აბანოები,  კერამიკული და ბრინჯაოს   ნივთები, სამკაულები.   ეს ქალაქი სამი ნაწილისაგან შედგებოდა და გარშემო უზარმაზარი გალავანი ჰქონდა შემორტყმული. ამ ტერიტორიაზეა აღმოჩენილი ეგრისის მეფეთა ბაზილიკის ნანგრევებიც.
ასე რომ ესტუმრეთ სამეგრელოს, მოინახულეთ უძველესი ადგილები, დატკბით განუმეორებელი ლანდშაფტით,  თბილი და სტუმართმოყვარე ხალხით და ეს მოგზაურობა წარუშლელ კვალს დატოვებს თქვენს მეხსიერებაში.

     
  საქართველოს შესახებ