|
სასტუმრო ვილა რუსთაველი მდებარეობს ქალაქის ცენტრში, რუსთაველის გამზირის მარჯვენა მხარეს. მისი ადგილმდებარეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია სტუმართათვის. მიუხედავად იმისა რომ, სასტუმრო ქალაქის ცენტრში მდებარეობს, ის მაინც გამოირჩევა თავისი სიმყუდროვით. სასტუმროს სიახლოვეს განლაგებულია უამრავი: ბარი, რესტორანი და გასართობი ცენტრი. ის, ქალაქის ორ უმნიშვნელოვანეს მეტროს სადგურებს შორის არის განთავსებული. ეს სადგურებია: რუსთაველი და თავისუფლების მოედანი.
სასტუმროს მომსახურებაში შედის: უკაბელო ინტერნეტი, უფასო 24 საათიანი ავტოსადგომი და თანამედროვე, დახვეწილი და კლასიკურად მოწყობილი ნომრები. თითოეულ ნომერში არის: ტელევიზორი, მაცივარი და აბაზანა. სასტუმრო ვილა რუსთაველის ნომრები შეესაბამება მაღალი კლასის სასტუმროს ნომრებს, რომლებიც დაუვიწყარი დასვენების გარანტიას წარმოადგენენ. |
|