Concord Travel Logo

Tel.: +995 (32) 222-51-51
Cell: +995 (790) 22-51-51
WWW:
http://www.concordtravel.ge
E-mail:
contact@concordtravel.ge


Reviews

Richard
I arrived home last night after a very nice introduction to Azerbaijan thanks to your buddies... more



Piotr
We are in Poland now. We would like to thanks again for the organization of our tour... more

Stephen
I just wanted to let you know how much i thoroughly enjoyed the Georgia portion of the trip... more

Алексей
Большое спасибо за теплый прием, отдельное спасибо... more..

Avi
I want to thank you and Concord team for the very good service and... more

 
 

Car rental in Tbilisi

 

 

მზიანი საქართველო

გსურთ ზაფხულის არდადეგები საქართველოში გაატაროთ. მოხვდეთ საქართველოს ისტორიულ ადგილებში, მოინახულოთ ქართული ღვინის მუზეუმი, უძველესი ქრისტიანული სამონასტრო კომპლექსები, ქართული მართმადიდებლური ეკლესიები, ქალაქი მუზეუმები? გთავაზობთ შეიცნოთ და შეიგრძნოთ ის, რითაც მდიდარია ქართული კულტურა, დაისვენოთ შავი ზღვის პირას ბათუმში, მოინახულოთ ანტიკური ციხესიმაგრე ბათუმის შემოგარენში, განთქმული ბოტანიკური ბაღი იშვიათი მცენარეებით, გაერთოთ ღამის კლუბებში, დატკბეთ მზის ჩასვლით..., ეს იქნება წუთები რომელიც არასოდეს დაგავიწყდებათ.

დღე 1: თბილისის აეროპორტში დაგვხდებათ კონკორდ თრეველის გიდი ინსტრუქტორი და მანქანა, რომელიც წაგიყვანთ სიღნაღში. მე-18 საუკუნის ქალაქ მუზეუმში.

დღე 2:  სიღნაღი - XVIII-XIX საუკუნეების ქალაქი მუზეუმი, შემორჩენილია თავისი პირვანდელი სახით, XVIII-XIX საუკუნეების ქართული საერო არქიტექტურით.

ბოდბე - სიღნაღიდან 2 კმ-ში მდებარეობს ბოდბის მონასტერი, რომელიც დაარსდა ქართველთა გამანათლებლის - წმ. ნინოს დაკრძალვის ადგილას და შესაბამისად  ერთ-ერთ უწმინდესი ადგილი არის ქრისტიანთათვის. ამჟამინდელი ეკლესია –წმ. გიორგის სახ. სამნავიანი ბაზილიკა აგებულია IX საუკუნეში, წმინდანის განსვენების ადგილას, ძველი ეკლესიის საფუძველზე.

წინანდალი - თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძის XIX საუკუნის სახლ მუზეუმის მონახულება.
თელავი - სიღნაღიდან 30 კილომეტრი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის და ერეკლე II ის სამეფო სასახლის მონახულება, სასტუმროში დაბინავება.

დღე 3: თელავი - ღვინის მუზეუმის მონახულება. -  ძველი და ახალი შუამთის ეკლესიები – იყალთოს სამონასტრო კომპლექსი, დაარსებულია VI საუკუნეში, XII საუკუნეში აქ აკადემია ფუნქციონირებდა ალავერდი, XI საუკუნის საკათედრო ტაძარი, XVI-XVII საუკუნეების ღვინის ენოთეკა, გრემი, ეკლესია და სამეფო სასახლე XVI-XVII საუკუნეებში. გურჯაანის შემოგარენში არის შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ერთი უმნიშვნელოვანესი არქიტექტურული ძეგლი – ყოვლადწმინდის ეკლესია, რომელიც VIII ს-ით თარიღდება.  აგურით, რიყის ქვითა და შირიმით ნაგები ტაძარი ორი გუმბათით არის დაგვირგვინებული, რაც უნიკალური შენთხვეაა ქართულ ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ამჟამად აქ მამათა მონასტერი და გურჯაანელი ეპისკოპოსის რეზიდენციაა.
ნინოწმინდა. შუა საუკუნეების მართმადიდებლური ეკლეისა.
თბილისში დაბრუნება და სასტუმროში დაბინავება.

დღე 4:  მცხეთა. ქალქი მუზეუმი ცნობილი თავისი ანტიკური და შუა საუკუნეების პერიოდის ძეგლებით : ბაგინეთი, სვეტიცხოველი, სამთავრო. გორში გამგზავრება. სტალინის სახლ მუზეუმის მონახულება,
  XVIII საუკუნის სურამის ციხე. ქუთაისი,XI საუკუნის ბაგრატის ტაძარი . ბათუმი. სასტუმროში დაბინავება.

დღე 5: ბათუმის ღირსესანიშნაობების დათვალიერება, ბოტანიკური ბაღი,XIX საუკუნის მართმადიდებლური ეკლესია , მეჩეთი.

დღე 6: ბათუმი – გონიო.XVI-XVII საუკუნეების გონიოს ციხესიმაგრე  , გონიოს პლაჟი

დღე 7:  ბათუმიდან გამომგზავრება.IX საუკუნის  უბისას ეკლესია. უფლისციხე. ანტიკური კლდეში ნაკვეთი VI-IV საუკუნეების  ქალაქი. თბილისი. ღამის ტური თბილისში.

დღე 8: თბილისის ტური.VI საუკუნის ანჩისხატის ეკლესია , კლდეზე გაშენებული  XIII საუკუნის მეტეხის ეკლესია, საიდანაც ძველი თბილისის ლამაზი ხედები იშლება – გოგირდის აბანოები  ძველი თბილისის სახე, ადგილი სადაც თავს ათას ერთი ღამის ზღაპარში იგრძნობთ – ნარიყალა  ციხე რომელიც თბილისის მთელ ისტორიას გიამბობთ.
გაცილება აეროპორტში.